მოლ­დო­ვა­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ფო­რუ­მი ქარ­თველებმა გა­ხ­ს­ნეს
08 ივნისი, 2012
1601
print

6 ივ­ნისს, მოლ­დო­ვის დე­და­ქალ კი­ში­ნოვ­ში ჩე­ხო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თე­ატ­რის ახალ­გაზ­რ­და მოღ­ვა­წე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი სა­ზე­ი­მოდ ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის და­თა თა­ვა­ძის სპექ­ტაკ­ლით “მა­ხინ­ჯი” გა­იხ­ს­ნა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფო­რუმ­ში ევ­რო­პი­სა და აზი­ის თორ­მე­ტი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გე­ბი რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, თე­ატ­რის მხატ­ვ­რე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. დრა­მა­ტურ­გი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფუ­რუმ­ზე ლა­შა ბუ­ღა­ძე და ნეს­ტან ნე­ნე კვი­ნი­კა­ძე წარ­მო­ად­გენს, ხო­ლო ქარ­თუ­ლი სცე­ნოგ­რა­ფი­ას სერ­გეი შივ­ცი (სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში უკ­ვე გა­მო­ი­ცა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის დრა­მა­ტურ­გ­თა პი­ე­სე­ბის კრე­ბუ­ლი და სცე­ნოგ­რაფ­თა კა­ტა­ლო­გი).

და­თა თა­ვა­ძის “მა­ხინ­ჯი” სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში ორ ეტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შე­დე­გად მოხ­ვ­და. 15 სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი სპექ­ტაკ­ლი­დან ქარ­თულ­მა ჟი­უ­რიმ ჯერ 5, ხო­ლო ხუ­თე­უ­ლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რიმ ერ­თი - სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი “მა­ხინ­ჯი” შე­არ­ჩია.

სა­ერ­თა­სო­რი­სო ფო­რუ­მის გახ­ს­ნამ­დე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ინ­ფო­ტა­გის” სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც მოლ­დო­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ალექ­სან­დ­რე გრე­კუ უძღ­ვე­ბო­და. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რი და­თა თა­ვა­ძე ჩე­ხო­ვის ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თე­ატ­რა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ვა­ლე­რი შად­რინ­მა წა­რუდ­გი­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა­ზეც და­თა თა­ვა­ძემ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცა. “ჩვე­ნი თე­ატ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით უკ­ვე სამ­ჯერ ჩა­ტარ­და 25-წუ­თი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ახალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი იღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი იყო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ სივ­რ­ცე პრო­დუქ­ცი­ის შე­საქ­მ­ნე­ლად. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი ამ მხრივ ბევრ ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორს და­ეხ­მა­რა შე­მოქ­მე­დე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში”.

სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფო­რუ­მი კი­ში­ნო­ვის ემი­ნეს­კუს ნა­ცი­ო­ნა­ლურ თე­ატ­რ­ში და­თა თა­ვა­ძის სპექ­ტაკ­ლით “მა­ხინ­ჯი” გა­იხ­ს­ნა. სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნას წინ უძღო­და მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ მი­ნის­ტ­რის ვლად ფი­ლა­ტის, მოლ­დო­ვის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის ბო­რის ფოშ­კას, ჩე­ხო­ვის ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­ლე­რი შად­რი­ნის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი. ემი­ნეს­კუს თე­ატ­რის ხუ­თას­კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში “მა­ხინ­ჯის” მოლ­დო­ვუ­რი პრე­მი­ე­რამ ან­შ­ლა­გით ჩა­ი­ა­რა. სპექ­ტაკ­ლის და­სას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ექ­ს­პერ­ტებ­მა აზ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის სპექ­ტაკ­ლ­ზე გაგ­ვი­ზი­ა­რეს:

ვა­ლე­რი შად­რი­ნი, ჩე­ხო­ვის ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: ჩვენ დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით რო­მე­ლი ქვეყ­ნის სპექ­ტაკ­ლით გაგ­ვეხ­ს­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­პა­ტიო ად­გილ­ზე ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლი “მა­ხინ­ჯი” აღ­მოჩ­ნ­და. ამის მი­ზე­ზი კი იყო, ის რომ სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, არის მა­ღალ პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის, სა­ინ­ტე­რე­სო არა მხო­ლოდ რე­ჟი­სუ­რით, არა­მედ სცე­ნოგ­რა­ფი­ით, მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შეს­რუ­ლე­ბით. პი­რა­დად მე სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს, ამი­ტო­მაც ვან­დეთ ქარ­თ­ვე­ლებს ფო­რუ­მის გახ­ს­ნის სა­პა­ტიო ად­გი­ლი.

ემი­ლია დე­მენ­ცო­ვა, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე, თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი: ჩე­მი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­მი ფაქ­ტო­რით: სიტყ­ვე­ბის თა­მა­შით, ჟეს­ტე­ბით და ინ­ტო­ნა­ცი­ით. მომ­ხიბ­ლა რე­ჟი­სო­რის გე­მოვ­ნე­ბამ, ტაქ­ტ­მა და ზო­მი­ე­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ. მსა­ხი­ო­ბე­ბი სპექ­ტაკ­ლ­ში ლა­მა­ზი კოს­ტი­უ­მე­ბის მიღ­მა კი არ იმა­ლე­ბი­ან და იკარ­გე­ბი­ან დე­კო­რა­ცი­ა­ში, არა­მედ ნი­ჭი­ე­რე­ბის ამა­რა გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლე­ბი წარ­ს­დ­გე­ბი­ან ჩვენს წი­ნა­შე მსხვი­ლი ხე­დით და არც ერ­თი წვე­თი სი­ყალ­ბი­სა. მა­ი­ენ­ბურ­გის ეს პი­ე­სა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელს ევ­რო­პა­ში და მას რუ­სე­თის ბევ­რი თე­ატ­რიც დგამს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მი­ნა­ხავს კი­დეც, ცო­ტა მე­ში­ნო­და გა­უძ­ლებ­დ­ნენ თუ არა ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს არის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც კარ­გად გა­ი­ყი­დე­ბა. ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­მა გა­მოვ­ლი­ნა თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხე და ხედ­ვა, რო­მე­ლიც არ გავს სხვას, თუნ­დაც ამ პი­ე­სის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სას. მას თა­ვი­სი თე­ატ­რა­ლუ­რი ენა, სიმ­ბო­ლო­თა აღ­ქ­მა აქვს და გა­მო­ცა­ნე­ბი აქვს, რო­მე­ლიც იოლი გა­მო­საც­ნო­ბია ქარ­თუ­ლი ენის არ­მ­ცოდ­ნე მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვი­საც. ამი­ტო­მაც იყო, რომ მსა­ხი­ო­ბებს და რე­ჟი­სორს წა­მო­უდ­გა მთე­ლი დარ­ბა­ზი და გულ­წ­რ­ფე­ლად მი­უ­ლო­ცა წარ­მა­ტე­ბა. რო­გორც ჩანს “მა­ხინ­ჯი” ფეს­ტი­ვა­ლის გახ­ს­ნის­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვით არ აურ­ჩე­ვი­ათ.

სერ­გეი ტე­რა­ნი­ნი, მოლ­დო­ვის და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი: ხომ ხე­დავთ, მე ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე დარ­ბაზ­ში და კუ­ლი­სებ­ში შე­მო­ვე­დი, რა­თა ახ­ლო­დან მე­ნა­ხა 22 წლის რე­ჟი­სო­რი და მი­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი. ის ფორ­მა, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ჩვენ­თ­ვის ახა­ლია და უნაკ­ლო, მე უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და თა­მა­შის ეს ფორ­მა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლებ­მა აჩ­ვე­ნეს, ჩემ­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბებ­მა სცე­ნა­ზე წარ­მო­ა­ჩი­ნეს რე­ა­ლუ­რი და მოწყ­ვე­ტი­ლი ყო­ველ­გ­ვარ პა­თე­ტი­კას. მსა­ხი­ო­ბე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მოძ­რა­ო­ბენ და აქვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლას­ტი­კა. ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სპექ­ტაკ­ლის თე­მა: ადა­მი­ან­მა არას­დ­როს არ უნ­და და­კარ­გოს თა­ვი­სი სა­ხე, ის უნ­და დარ­ჩეს ადა­მი­ა­ნად. სპექ­ტაკლს, რომ ვუ­ყუ­რებ­დი, უცებ მა­ი­ა­კოვ­ს­კის ნათ­ქ­ვა­მი გა­მახ­სენ­და, რო­მელ­მაც თქვა: “ნუ ქმნით მა­ი­ა­კოვ­ს­კი­დან, შექ­მე­ნით თქვენ­გან”. ეს პრობ­ლე­მა მა­რა­დი­უ­ლია და ჩვენ­თ­ვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ეს პრობ­ლე­მა ქარ­თ­ველ­მა რე­ჟი­სორ­მა მრა­ვალ­ფე­როვ­ნად, ორი­გი­ნა­ლუ­რად და ღრმად გად­მოს­ცა. ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სპექ­ტაკ­ლის ფი­ნალ­ში პა­ტა­რა გო­გოს (იგ. მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა კა­ხი­ძე) სიმ­ღე­რამ მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და ემო­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლა ფრან­გუ­ლი არი­ო­ზა, ეს იყო პა­ტა­რა დე­ტა­ლი, რო­მელ­მაც დი­დი სით­ბო დაღ­ვა­რა დარ­ბაზ­ში გრა­ფი­კუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს.”

დღეს, 8 ივ­ლისს, მოლ­დო­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა პირ­ვე­ლი მრგვა­ლი მა­გი­დაა და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­ზე­დაც სხვა ქვეყ­ნე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­თან ერ­თად და­თა თა­ვა­ძის სპექ­ტაკ­ლ­საც გა­ნი­ხი­ლავს რვა ქვეყ­ნის თექ­ვ­ს­მე­ტი თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე. ქარ­თ­ვე­ლი თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი შე­ვეც­დე­ბით დე­ბა­ტებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ.

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში