რა სა­ერ­თო გვაქვს ნუ­ნუ დე­ი­დას­თან?
13 ივნისი, 2012
1515
print

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ვიუ

რე­ვიუ ამ სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ არის, რომ პრე­მი­ე­რა ერ­თი კვი­რის წინ შედ­გა, მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოთ­ქ­მა კი გარ­თულ­და. წარ­მოდ­გე­ნას, რო­მე­ლიც კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში შე­ვი­და მა­ყუ­რე­ბე­ლი გარ­კ­ვე­ულ ხანს აუცი­ლებ­ლად ეყო­ვე­ბა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი, რო­მე­ლიც მას გვთა­ვა­ზობს არა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლია (გარ­კ­ვე­ულ თა­ო­ბა­ში ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა ზო­გა­დად აღარ მუ­შა­ობს) არა­მედ პო­პუ­ლა­რუ­ლიც. პი­ე­სა ლა­შა ბუ­ღა­ძის, რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, მთა­ვარ რო­ლებ­ში გუ­რან­და გა­ბუ­ნია და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ღუ­ცე­სი. მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია თუ არა ამ დად­გ­მა­ზე ვი­სა­უბ­როთ ოდ­ნავ მე­ტი, ვიდ­რე მო­ნა­წი­ლე-ავ­ტორ­თა პო­პუ­ლა­რო­ბის თე­მაა? ეს ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის სა­კა­მა­თო თე­მა იქ­ნე­ბა. მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე "ნაფ­ტა­ლი­ნის" ამ­ბა­ვი ჯერ არ უნა­ხავს, რამ­დე­ნი­მე რამ მა­ინც უნ­და ვუ­ამ­ბოთ. თუნ­დაც ის, რომ რომ ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მას­ზე დრა­მა­ტუ­ლი და ჰე­რო­ი­კუ­ლი რომ­ლე­ბის გა­მო შექ­მ­ნილ სტე­რე­ო­ტი­პებს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ღა­ლა­ტობს და მის პირ­ველ­სა­ვე სცე­ნა­ზე ნდე­ბა უკ­ვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აზ­რი - თუ რამ­დე­ნი რამ გა­მო­ტო­ვეს ნი­ჭი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა რთი მხრივ იმ რე­ჟი­სო­რე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­საც ძლი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა ეში­ნო­დათ, მე­ო­რე მხრივ კი თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის ნი­ვე­ლი­რე­ბით. ოთარ მეღ­ვი­ნე­უ­ხუ­ცესს თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლე­ბის სულ სხვა სპექ­ტ­რი სჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არაა და ამის სა­მა­გა­ლი­თოდ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ არა მხო­ლოდ ამ "ნაფ­ტა­ლინ­ზე", არა­მედ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის მი­ერ გა­სულ თე­ატ­რა­ლურ სე­ზონ­ზე დად­გ­მულ "წიგ­ნ­ზეც" აკა მორ­ჩი­ლა­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით. ორი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­სია, მაგ­რამ იმ­დე­ნად დი­დია ხა­რის­ხობ­რი­ვი და რობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აღ­ნიშ­ნულ ორ ნდად­გ­მას შო­რის, რთუ­ლია ამ ერ­თი მსა­ხი­ო­ბის ორი რო­ლის შე­და­რე­ბაც. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არა სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ა­ში...

ლა­შა ბუ­ღა­ძის დრა­მა­ტურ­გი­ის კრი­ტი­კო­სე­ბიც კი რომ­ლე­ბიც ან იდე­უ­რი სიღ­რ­მის და­ნაკ­ლის­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, ან­და მის სა­ტი­რებ­ში ტრა­გიზ­მის ელე­მენ­ტებს სა­ერ­თოდ ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ, და ისი­ნიც კი, რომ­ლე­ბიც არ აღი­ა­რე­ბენ ჩე­მი აზ­რით ამ დრო­სა და სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტურ მი­სე­ულ აბ­სურ­დულ რე­ა­ლიზმს, ვე­რას­დ­როს იტყ­ვი­ან იმას რომ ეს ტექ­ს­ტე­ბი სა­სა­ცი­ლო არ არის. დად­გ­მებ­შიც ასეა. ხში­რად და­კარ­გუ­ლა ერ­თი, მე­ო­რე, მე­სა­მე, ან­და სუ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისე არ ჩა­უვ­ლია წარ­მოდ­გე­ნას, რამ­დენ­ჯერ­მე გუ­ლი­ა­ნად არ გა­დაგ­ვე­ხარ­ხა­როს. სი­ცი­ლი ტკი­ვი­ლი­ა­ნი, ცი­ნი­კუ­რი, თვი­თი­რო­ნი­უ­ლი და უბ­რა­ლოდ მხო­ლოდ სი­ცი­ლი. და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის მი­ერ დად­გ­მუ­ლი ლა­შა ბუ­ღა­ძის "ნაფ­ტა­ლი­ნი" გა­მო­ნაკ­ლი­სია. რთუ­ლად თუ გა­ი­ღი­მე­ბით, სა­მა­გი­ე­როდ შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­იწყი­ნოთ. არამ­გო­ნია ეს იმი­ტომ მოხ­დეს, რომ ნუ­ნუ დე­ი­დას სა­ი­ქიო ცხოვ­რე­ბის (პი­ე­სის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯო­ჯო­ხეთ­სა და სა­მოთხეს შო­რის აღ­მოჩ­ნ­დე­ბა და მთა­ვა­რი მოქ­მე­დე­ბაც იქ ვი­თარ­დე­ბა) ტრა­გიზ­მი და ხელ­მო­ცა­რუ­ლო­ბა და­გა­დარ­დი­ა­ნებთ, არა­მედ იმი­ტომ რომ წარ­მოდ­გე­ნას რა­ღაც ენერ­გია არ ყოფ­ნის გად­მოს­ცეს აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და წარ­სულ­თან შეხ­ვედ­რის კო­მი­კუ­რო­ბა, რა­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­ნუ სა­ი­ქი­ო­ში იგე­მებს. ჟან­რებს შო­რის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი ირ­ჩევს რთუ­ლად, ხში­რად უარ­გუ­მენ­ტოდ ვი­თარ­დე­ბა, რა­შიც ძა­ლი­ან კარ­გად ეხ­მა­რე­ბა მას მსა­ხი­ო­ბე­ბის იმ­პ­რო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი მუ­შა­ბის მე­თო­დი. კომ­ფ­ლიქ­ტია დად­გ­მის ვი­ზუ­ა­ლურ იერ­სა და სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დის მი­ერ ტექ­ს­ტის წა­კით­ვის მა­ნე­რა­შიც. პირ­ვე­ლი, (მხატ­ვა­რი ნი­ნო მაღ­ლა­კე­ლი­ძე) საკ­მა­ოდ ას­კე­ტუ­რია და რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ სცე­ნა­ზე ან ჰი­პე­რაბ­სურ­დუ­ლი პი­ე­სა უნ­და გა­თა­მაშ­დეს, ან­და პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ატ­რი - სა­სა­მარ­თ­ლო. თუნ­დაც ისო­ტი­რუყ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო, რომ­ლის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბა ბუ­ღა­ძის ტექ­ს­ტებს აშ­კა­რად შე­უძ­ლი­ათ. მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბე­ბი სულ სხვა თე­ატრს თა­მა­შო­ბენ. იქ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ სურთ ტრა­დი­ცი­უ­ლი-და­მა­ჯე­რებ­ლუ­რი მა­ნე­რით მოგ­ვიყ­ვ­ნენ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო, მსუ­ბუ­ქი კო­მე­დია პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და უახ­ლე­სი - საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბით. რაც ბა­დებს არა მხო­ლოდ კომ­ფ­ლიქტს ტექ­ს­ტ­თან, არა­მედ კომ­პ­ლიქრს წარ­მოდ­გე­ნის გრა­ფი­კულ იერ-სა­ხეს­თან.

და ბო­ლოს, შე­საძ­ლოა ამ სტა­ტი­ის მკითხ­ველს სრულ­ყო­ფი­ლი წარ­მოდ­გე­ნა ვერ შე­ექ­მ­ნა წარ­მოდ­გე­ნა­ზე. ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ექ­მ­ნე­ბა ბუ­ღა­ძის დრა­მა­ტურ­გი­ა­ზე იმ მა­ყუ­რე­ბელს რო­მელ­საც არ წა­უ­კითხავს არ­ცერ­თი პი­ე­სა და წა­ვა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის საპ­რე­მი­ე­რო დად­გ­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და გა­და­ი­კითხავს-გა­და­ა­მოწ­მებს. გა­არ­კ­ვევს, ტუ რა ბსა­ერ­თო აქვს ნუ­ნუ დე­ი­დას­თან მას, ან მის დროს, ან გა­რე­მოს. "ნაფ­ტა­ლინს" სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე კი­დევ ითა­მა­შე­ბენ და ის უკ­ვე ხსე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გარ­და, იმი­ტო­მაც უნ­და იხი­ლოთ რომ ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გია იშ­ვი­ა­თად იდ­გ­მე­ბა, იშ­ვი­ა­თად იწე­რე­ბა და თუ­კი ის ის­მის ხოლ­მე სცე­ნი­დან ამა­ში დიდ როლს რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რი ას­რუ­ლებს, მათ შო­რის უპირ­ვე­ლესს და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე. არ­გუ­მენ­ტი იმის შე­სა­ხებ რომ კარ­გი პი­ე­სე­ბი არ იწე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მკითხ­ვე­ლის­გან, მაგ­რამ არა სხვა რე­ჟი­სო­რე­ბის­გან. რად­გა­ნაც მათ ინ­ტე­რე­სებს მიღ­მა რჩე­ბა კარ­გი უცხო­უ­რი დრა­მა­ტურ­გი­აც.

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში