რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება
23 ივნისი, 2012
1503
print

2011-12 წლე­ბის სე­ზონ­ში "ოქ­როს ბურ­თის" მო­პო­ვე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ კან­დი­და­ტად კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ ით­ვ­ლე­ბა.

პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო და სწო­რედ რო­ნალ­დუს დახ­მა­რე­ბით შე­ა­ჩე­რა მად­რი­დის "რე­ალ­მა" "ბარ­სე­ლო­ნას" ჰე­გე­მო­ნია.

თუმ­ცა, ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ წლებ­ში, რო­დე­საც ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი იმარ­თე­ბა, "ოქ­როს ბურ­თის" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სას სა­ნაკ­რე­ბო მიღ­წე­ვებს დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ.

ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა რო­ნალ­დუმ ისე და­იწყო, რომ მტერს არ უსურ­ვებ­და კა­ცი. ჯგუ­ფუ­რი ეტ­პის მე­სა­მე თა­მა­ში და მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი კი კრიშ­ტი­ა­ნუმ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პორ­ტუ­გა­ლია-ჰო­ლან­დია და პორ­ტუ­გა­ლია-ჩე­ხე­თი რო­ნალ­დუს ბე­ნე­ფი­სად იქ­ცა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ რო­ნალ­დუმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნაცხა­და: "ეს იყო ფან­ტას­ტი­კუ­რი მატ­ჩი. არა მგო­ნია, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყოს გა­დამ­წყ­ვე­ტი "ოქ­როს ბურ­თის" მო­გე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ აქ კარ­გი თა­მა­ში "ოქ­როს ბურ­თის" მო­გე­ბა­ში რომ და­მეხ­მა­რე­ბა, აშ­კა­რაა. გო­ლი კი ჩემს შვილს მი­ვუძღ­ვე­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ ვი­თა­მა­შებთ. საფ­რან­გე­თი თუ ეს­პა­ნე­თი? ჩემ­თ­ვის სულ ერ­თია. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გუნ­დებს გა­მარ­ჯ­ვე­ბის თა­ნა­ბა­რი შან­სი ექ­ნე­ბათ".

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი