ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სი "M2 იპოდ­რომ­თან" - ბი­ნე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტით
26 ივნისი, 2012
2371
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ამ "სბ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა"-მ, ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სის „M2 იპოდ­რომ­ზე" პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო.

პრო­ექტს ჰო­ლან­დი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (FMO) და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი ერ­თობ­ლი­ვად აფი­ნან­სებს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰო­ლან­დი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ამ დრომ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­თან შე­და­რე­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტოა და 20 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

საცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სი თა­მა­რაშ­ვი­ლის ქ. N 13-ში შენ­დე­ბა. კომ­პ­ლექ­სის მდე­ბა­რე­ო­ბა იდე­ა­ლუ­რია - ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ას­თან, ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს და ამავ­დ­რო­უ­ლად ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში. ბი­ნე­ბის გეგ­მა­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა ყო­ვე­ლი კვა­და­რა­ტუ­ლი მეტ­რის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და მა­თი ფარ­თი 47-სა და 172 კვ.მ-ს შო­რის მერ­ყე­ობს, თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი­სა­მებრ. ამას­თან, ნე­ბის­მი­ე­რი ბი­ნის პრო­ექ­ტ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­ი­ტა­ნოთ შეს­წო­რე­ბა და სა­კუ­თა­რი მოთხოვ­ნის მი­ხედ­ვით - გა­ა­ერ­თი­ა­ნოთ ბი­ნე­ბი, შეც­ვა­ლოთ გგან­ლა­გე­ბა და იყი­დოთ ზუს­ტად იმ ფარ­თის ბი­ნა, რაც გჭირ­დე­ბათ. ბი­ნე­ბი ბარ­დე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტით, რაც ნიშ­ნავს იმას რომ პი­რა­და­პირ შეხ­ვალ­თ­და იცხოვ­რებთ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­მონ­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­თავ­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა.

კომ­პ­ლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით. ამავ­დ­რო­უ­ლად, ჰო­ლან­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კონ­ტ­როლს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს. კომ­ლექ­ს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კე­რა­მოგ­რა­ნი­ტით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზო, რკი­ნის მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი კა­რი, გა­რე კარ-ფან­ჯა­რა ორ­მა­გი მი­ნით, გათ­ბო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, შე­ღე­ბი­ლი კედ­ლე­ბი, გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ხის ში­და კა­რე­ბი, თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს შე­კი­დუ­ლი ჭე­რი, ლა­მი­ნა­ტის იატა­კი, სან­ტექ­ნი­კუ­რი კომ­პ­ლექ­ტი, ასე­ვე, ტე­ლე­ფო­ნი, ინ­ტერ­ნე­ტი და სა­კა­ბე­ლო ხა­ზე­ბი.

საცხოვ­რევ­რე­ბელ კომ­პ­ლექ­ს­ში „M2 იპოდ­რომ­ზე" ყვე­ლა­ფე­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის­თ­ვის. მთლი­ა­ნი ასა­შე­ნე­ბე­ლი ფარ­თო­ბი 63,247 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. კომ­პე­ლექ­სი შედ­გე­ბა 9 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ნო­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია 15,000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთ­ზე. კომ­პ­ლექსს ექ­ნე­ბა 6,000 კვ.მ. მო­ცუ­ლო­ბის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნა, სა­დაც მო­ეწყო­ბა ში­და ეზო, სა­ბავ­შ­ვო მო­ე­და­ნი და სხვა სა­ხის გა­სარ­თო­ბი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. კომ­პ­ლექ­ს­ში გან­თავ­ს­დე­ბა 237 მან­ქა­ნა­ზე გათ­ვ­ლი­ლი მი­წის­ქ­ვე­შა ავ­ტო­სად­გო­მი. ასე­ვე, იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 24 სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვის, სა­დარ­ბა­ზოს, ლიფ­ტე­ბი­სა და ეზოს და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და გამ­წ­ვა­ნე­ბის მოვ­ლის სამ­სა­ხუ­რე­ბი.

„M2 ოპოდ­რომ­ზე" ბი­ნის შე­სა­ძე­ნად, მსურ­ველს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის იპო­თე­კუ­რი სეს­ხით, ასე­ვე ში­და გან­ვა­დე­ბით. ში­და გან­ვა­დე­ბის შეთხ­ვე­ვა­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ად­გენს ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 35%-ს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ვა­დე­ბის ვა­და 2014 წლის სექ­ტემ­ბ­რამ­დე, ანუ მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა; შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნის მფლო­ბე­ლი სრულ თნხას მხო­ლოდ კომ­პ­ლექ­სის დას­რუ­ლე­ბი­სას იხ­დის, უზ­რუნ­ველ­ყო­ფას კი მხო­ლოდ შე­სა­ძე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ად­გენს.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის" იპო­თე­კუ­რი სეს­ხით ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სეს­ხის ვა­და შე­ად­გენს 10 ან 15 წელს, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - შე­სა­ძე­ნი ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-დან 40%-მდე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - მხო­ლოდ შე­სა­ძე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის" იპო­თე­კუ­რი სეს­ხით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ფი­ზი­კურ პირს, ვი­სი ყო­ველ­თ­ვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც თვე­ში 750 ლარს და მეტს შე­ად­გენს.

„M2 იპოდ­რომ­თან" კომ­პა­ნია „სბ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მე­ო­რე პრო­ექ­ტია. კომ­პა­ნი­ამ უკ­ვე წა­რა­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ერ­თი მსხვი­ლი პრო­ექ­ტი - თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ახა­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძველ, კო­ლო­რი­ტულ უბან­ში, ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა N68-ში, მშე­ნებ­ლო­ბა 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში დას­რულ­დე­ბა. „M2 იპოდ­რომ­თან" კომ­პ­ლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა კი 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა