"არტ-გე­ნი 2012" თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და
21 ივლისი, 2012
1520
print

თბი­ლი­სუ­რი "არტ-გე­ნი" იწყე­ბა. 10-დღი­ა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნეს შემ­დეგ “არტ-გე­ნი 2012"-ის დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში, გ. ჩი­ტა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბი­სა და ყო­ფის სა­ხელ­მ­წი­ფო (ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ) მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

“ბანკ კონ­ს­ტან­ტა­სა" და ფეს­ტი­ვალ “არტ-გე­ნის" პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა. ბან­კის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, გი­ორ­გი გო­გუ­ას თქმით, “თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან “არტ-გე­ნი" არის ერ­თა­დერ­თი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მი­სი მი­ზა­ნი ზუს­ტად ემ­თხ­ვე­ვა ბან­კის მი­ერ არ­ჩე­ულ სტრა­ტე­გი­ას ქარ­თუ­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფეს­ტი­ვალს მრა­ვა­ლი ახალ­გაზ­რ­და სტუმ­რობს - ამ სეგ­მენ­ტ­ში ფოლ­კ­ლო­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­ბა­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სწო­რედ ახალ თა­ო­ბა­შია სა­ჭი­რო."

ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" ორი ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბის უხუ­ცე­სი წევ­რე­ბი­სა და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ახალ­გაზ­რ­დო­ბა­სა და ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს შო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეძღ­ვ­ნე­ბა. “წელს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ფოლ­კ­ლო­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. “არტ-გე­ნი 2012"-ის რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რად, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და ვეს­ტუმ­რეთ ეროვ­ნუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის ისეთ ცოცხალ ლე­გენ­დებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ან­დ­რო სი­მაშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში, პო­ლი­კარ­პე ხუ­ბუ­ლა­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში, ის­ლამ ფილ­ფა­ნი ზე­მო სვა­ნეთ­ში და სხვა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი და ფო­ტო­პორ­ტ­რე­ტე­ბი, რო­მელ­თა გავ­რ­ცე­ლე­ბა­საც “არტ-გე­ნი 2012"-ის დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვიწყებთ," - ამ­ბობს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში “ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" კი­დევ ერ­თი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის სტუ­დი­ურ ჩა­წე­რა­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით გავ­რ­ცე­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც შემ­ს­რუ­ლებ­ლებს თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ასე ფარ­თოდ გა­ტა­ნის შან­სი ეძ­ლე­ვათ. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ბან­კი თი­თო­ე­ულ ან­სამბლს თა­ვის ახალ, დაგ­რო­ვე­ბი­თი ტი­პის პრო­დუქტს - “ინ­ბოქსს" გა­უხ­ს­ნის. “ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ყი­დუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რის სა­ფა­სუ­რი კონ­კ­რე­ტუ­ლი ან­სამ­ბ­ლი­სა თუ შემ­ს­რუ­ლებ­ლის “ინ­ბოქ­სის" ან­გა­რიშ­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ი­რიცხე­ბა. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­როს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ან­სამ­ბ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და “ინ­ბოქ­ს­ში" სა­სურ­ვე­ლი თან­ხა ჩა­უ­რიცხოს. “ინ­ბოქ­სი" გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­ნი­ლი პრო­დუქ­ტია, რად­გან სხვა სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მას მარ­ტი­ვი, ექ­ვ­ს­ნიშ­ნა ან­გა­რი­შის ნო­მე­რი (“ინ­ბოქ­სის" ნო­მე­რი) აქვს, რო­მელ­საც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ირ­ჩევს. “ინ­ბოქ­სის" ან­გა­რი­შის გა­სახ­ს­ნე­ლად, ისე­ვე, რო­გორც თან­ხის ჩა­სა­რიცხად, ბან­კ­ში მის­ვ­ლა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის: ან­გა­რი­შის შევ­სე­ბა სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, და რაც მთა­ვა­რია - არა­ნა­ი­რი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ნა­ტა­ნი! დაგ­რო­ვილ თან­ხა­ზე ბან­კი “ინ­ბოქ­სის" მფლო­ბელს წლი­ურ სარ­გე­ბელ­საც ურიცხავს. ყო­ვე­ლი ჩა­რიცხ­ვის შე­სა­ხებ “ინ­ბოქ­სის" მფლო­ბე­ლი მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­იტყობს და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხის კონ­ტ­რო­ლიც შე­ეძ­ლე­ბა," - აცხა­დებს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი სი­ბაშ­ვი­ლი.

დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლის დაწყე­ბამ­დე ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში არტ-გე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და "ბანკ კონ­ს­ტან­ტას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც ბან­კის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი გო­გუ­ამ, ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გარ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: “კა­ხეთ­ში მომ­ხ­და­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის გა­მო, დღეს დი­ლით, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, “ინ­ბოქ­სი" გავ­ხ­სე­ნით, რომ­ლის ნო­მე­რიც არის 11-11-11. დღე­ი­დან ნე­ბის­მი­ერ ქარ­თ­ველს შე­ეძ­ლე­ბა, ამ სა­სი­კე­თო საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და ყვე­ლა­ნი ერ­თად, გვერ­დ­ში და­ვუდ­გეთ კა­ხეთს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის დაძ­ლე­ვა­ში." “ინ­ბოქ­სის" გახ­ს­ნა “არტ-გე­ნის" ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს ად­გილ­ზე, სპე­ცი­ა­ლურ დახ­ლებ­თან შე­ეძ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ მთელს ქა­ლაქ­ში გან­თავ­ს­დე­ბა და “ინ­ბოქ­სის" მფლო­ბელს ბან­კ­ში სტუმ­რო­ბა მხო­ლოდ ერ­თხელ - თან­ხის გა­მო­ტა­ნი­სას მო­უ­წევს.

გარ­და ამი­სა, Facebook-ის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რ­ცელ­დე­ბა აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლი­თაც მსურ­ვე­ლებს “ინ­ბოქ­სის" ან­გა­რი­შის გახ­ს­ნა და სა­ჩუქ­რად “არტ-გე­ნის" დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უფა­სოდ დას­წ­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

ფეს­ტი­ვა­ლი “არტ-გე­ნი 2012" თბი­ლის­ში დღეს გა­იხ­ს­ნე­ბა და 29 ივ­ლისს და­ი­ხუ­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, "არტ-გე­ნი" წელ­საც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­ნი იქ­ნე­ბი­ან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლუ­რი მუ­სი­კის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბი­სა და რეწ­ვის ოს­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხი­დან, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, სტუმ­რე­ბი კავ­კა­სი­ი­დან, ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან (ლიტ­ვა, საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი, შოტ­ლან­დია, ინ­გ­ლი­სი და სხვ.), აფ­რი­კა­სა და მა­და­გას­კა­რი­დან.

ფეს­ტი­ვა­ლი “არტ-გე­ნი" უკ­ვე მეცხ­რე წე­ლია ტარ­დე­ბა და მას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად თან სდევს ახა­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვა­ლის წლე­ვან­დე­ლი დე­ვი­ზია "გა­უფ­რ­თხილ­დი ოჯახს", რაც ღი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გაფ­რ­თხი­ლე­ბა­სა და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხ­მობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეს­ტი­ვალ­მა 3 ივ­ლისს, კა­ხეთ­ში აიღო სტარ­ტი და რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში - ყვა­რელ­ში, ზუგ­დიდ­ში, წყალ­ტუ­ბო­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­სა და ფოთ­ში ჩა­ტარ­და.

პრო­ექ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის მი­ე­რაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია. "არტ-გე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია "ბან­კი კონ­ს­ტან­ტა."

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა