ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი სამ სა­უ­კე­თე­სოს შო­რის
24 ივლისი, 2012
1853
print

თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მსოფ­ლიო კონ­გ­რე­სი და  სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მინ­ს­კ­ში

ივ­ლი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ბელ­რუ­სის დე­და­ქა­ლა­ქი მინ­ს­კი თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფო­რუმს - მსოფ­ლიო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კონ­გ­რესს მას­პინ­ძ­ლობ­და. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მარ­თავს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში.

მექ­სი­კის, კა­ნა­დის, პო­ლო­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის შემ­დეგ მსოფ­ლიო კონ­გ­რესს (AITU-IUTA- www.aitu-iuta.org ) ბე­ლა­რუს­მა უმას­პინ­ძ­ლა. დე­და­ქა­ლაქ მინ­ს­კ­ში მსოფ­ლი­ოს 35 ქვეყ­ნის სა­მა­სამ­დე თე­ატ­რის ექ­ს­პერ­ტი, რე­ჟი­სო­რი, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სე­ბი და არტ მე­ნე­ჯე­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.

მსოფ­ლიო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის კონ­გ­რეს­ში წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პირ­ვე­ლად იღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ქარ­თ­ვე­ლე­ბი კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­და­ნაც პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც მინ­ს­კ­ში ე.წ. აუტას კონ­გ­რეს­ზე მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სით და სა­კუ­თა­რი მოხ­სე­ნე­ბით წარ­ს­დ­გ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოხ­სე­ნე­ბე­ბი კონ­გ­რე­სის სა­მი­ვე სექ­ცი­ა­ში - სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა, თე­ატ­რის თე­ო­რია და კულ­ტუ­რის მე­ნეჯ­მენ­ტი წა­ი­კითხეს. სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლე - რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი გო­გია, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და არტ-მე­ნე­ჯე­რი ელე­ნე ბა­ბა­კიშ­ვი­ლი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახ­ლად­შექ­მ­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კვლე­ვის ცენ­ტ­რის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი არი­ან.

მსოფ­ლიო კონ­გ­რე­სი ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ლი­ცე­უმ­ში თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის (ITI) გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ტო­ბი­ას ბი­ან­კო­ნემ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის (AITU) პრე­ზი­დენ­ტ­მა ჟან-მარს ლა­რუ­ემ და ბე­ლა­რუ­სის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­მა პავ­ლე ლა­ტუშ­კამ გახ­ს­ნეს. კონ­გ­რეს­მა მინ­ს­კ­ში ხუ­თი დღე გას­ტა­ნა და მას­ში მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან (სულ 35 ქვეყ­ნის 300-მდე ექ­ს­პერ­ტი) მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­ერ წა­კითხულ­მა მოხ­სე­ნე­ბებ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია დამ­ს­წ­რე­თა შო­რის, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო თე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბით. ირაკ­ლი გო­გი­ას მოხ­სე­ნე­ბა ეხე­ბო­და "ევ­რო­პულ სა­თე­ატ­რო პე­და­გო­გი­კას და მი­სი და­ნერ­გ­ვის პრობ­ლე­მებს პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში". რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს პრობ­ლე­მა არა მხო­ლოდ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცეს, არა­მედ სამ­ხ­რეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­საც ეხე­ბათ. კულ­ტუ­რის მე­ნეჯ­მენ­ტის სექ­ცი­ა­ში ელე­ნე ბა­ბა­კიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში და­ფი­ნან­სე­ბის ზო­გი­ერთ ას­პექტს შე­ე­ხე­ბო­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ქარ­თულ კულ­ტუ­რას სა­ხელ­მ­წი­ფო­დან პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით მე­ტი და­ფი­ნან­სე­ბა აქვს, ვიდ­რე პო­ლო­ნეთს, თუმ­ცა პო­ლო­ნუ­რი თე­ატ­რი დღეს ევ­რო­პის ლი­დე­რი თე­ატ­რია ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში. კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კის არ­ქო­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად აფერ­ხებს შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცესს, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას. თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა სა­თე­ატ­რო კრი­ტი­კის პრობ­ლე­მებს მი­მო­ი­ხი­ლავ­და პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში. "თე­ატ­რა­ლუ­რი კრი­ტი­კა და­კარ­გუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში"- ამ სა­თა­უ­რის ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნა მომ­ხ­სე­ნებ­ლ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­თე­ატ­რო კრი­ტი­კის სა­კითხე­ბი.

ვი­ზი­ტის შე­დე­გად სა­ქარ­თ­ვე­ლო უკ­ვე გახ­და მსოფ­ლიო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის ასო­ცი­ა­ა­ცი­ის წევ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­უ­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა გა­უ­წევს და მას­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის თე­ატ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტურ თე­ატ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში, რად­გან სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­ატ­რე­ბის ასო­ა­ცია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე 150-მდე სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს უწევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას. წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კი ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­კურ­სის გა­რე­შე მი­ი­ღე­ბენ.

მსოფ­ლიო თე­ატ­რა­ლუ­რი კონ­გ­რე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უმას­პინ­ძ­ლა რი­გით მე-9 სტუ­დენ­ტუ­რი თე­ატ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს "თე­ატ­რა­ლუ­რი კუ­ფა­რი". მას­ში 19 ქვეყ­ნის 20 თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­თუ­მის თო­ჯი­ნე­ბი­სა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რი წარ­მო­ად­გენ­და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტის, ირაკ­ლი გო­გი­ას სპექ­ტაკ­ლით "ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტა". სპექ­ტაკ­ლი აგე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გის დე­ვიდ ზან მა­ი­რო­ვი­ცის რა­დიო პი­ე­სის "ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტის" მი­ხედ­ვით. ეს გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს. სპექ­ტაკ­ლ­ში მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა აუშ­ვი­ცის სა­კო­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში, სა­დაც ოთხ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ებ­რა­უ­ლი და სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხალ­ხი გერ­მა­ნე­ლებ­მა აწა­მეს. სპექ­ტაკ­ლ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია სიყ­ვა­რუ­ლის და სი­სას­ტი­კის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის პრობ­ლე­მა და ხაზ­გას­მით არის ნათ­ქ­ვა­მი - რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ში­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხის და ჰუ­მა­ნუ­რი პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რი სპექ­ტაკ­ლ­ში იყე­ნებს ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ მულ­ტი­მე­დი­ურ ელე­მენ­ტებს - რა­დიო და ვი­დეო ეფექ­ტებს.

სპექ­ტაკ­ლი "ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტა", რო­მელ­შიც ორი მსა­ხი­ო­ბი - თა­მარ მა­ხა­რა­ძე და დი­მიტ­რი მე­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში "დუ­რუ­ჯი 2012-ის" პრე­მი­ის მიღ­მა დარ­ჩ­ნ­ნენ. სა­მა­გი­ე­როდ, პექ­ტაკ­ლი მინ­ს­კის სტუ­დენ­ტუ­რი თე­ატ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის "თე­ატ­რა­ლუ­რი კუ­ფა­რის" ფა­ვო­რი­ტად და­სა­ხელ­და (იხი­ლეთ წყა­რო: http://www.belarus-tv.by/rus/ culture.asp?id=70574).

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბმუ­ლი ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მ­წი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი სამ სა­უ­კე­თე­სო თე­ატ­რა­ლურ და­სად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ოც მო­ნა­წი­ლე სპექ­ტაკლს შო­რის ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბის "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­სა" და ჩი­ნე­ლე­ბის "ოჯახს" შო­რის. უც­ნა­უ­რი ის არის, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს არც ჟი­უ­რი ჰყავს და არც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, აქ სპექ­ტაკლს თი­თო­ე­უ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით აფა­სებს. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე 19 ქვეყ­ნის (ჩი­ნე­თი­დან დაწყე­ბუ­ლი ურუგ­ვა­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი) 500 -მდე მო­ნა­წი­ლის­თ­ვის (მათ შო­რის, თე­ატ­რის ექ­ს­პერ­ტე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი და რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი) "ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტა" ის სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ააღელ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუდი­ტო­რია. ამის შე­სა­ხებ ბე­ლა­რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "http://belarus-theatre.net"-ი წერს: "ქარ­თ­ველ­თა სპექ­ტაკ­ლ­მა ჩვე­ნი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ემო­ცი­ის ზღვა გად­მოღ­ვა­რა და კავ­კა­სი­უ­რი ცეცხ­ლი და­ან­თო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი არა­ქარ­თულ პრობ­ლე­მა­ზე თა­მა­შობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სპექ­ტაკლს, თუმ­ცა რა გა­საკ­ვ­რიია, ქარ­თ­ველ­თა ჰუ­მა­ნიზ­მი და თა­ნად­გო­მა სხვა ერე­ბის მი­მართ მთელს მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი. სწო­რედ ამ ჰუ­მა­ნიზ­მის გა­მოვ­ლე­ნაა აუშ­ვი­ცის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ჩვე­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კის­თ­ვის. ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლ­მა მთე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის უღიმ­ღა­მო სპექ­ტაკ­ლე­ბი და­ა­ბა­ლან­სა".

"ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტა" 3 ივ­ლისს, ბე­ლო­რუ­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სა­გან­გე­ბო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს. სპექ­ტაკლს ეს­წ­რე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­სუ­ლი ბე­ლო­რუ­სი­ა­ში რე­ვაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ მას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვთხო­ვეთ: "პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ უზარ­მა­ზარ ფო­რუმ­ში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, ბე­ლო­რუ­სია გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არის ქარ­თუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით, არა­და, რო­გორც ჩანს, ეს ფე­ნო­მე­ნი დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ბე­ლა­რუს მა­ყუ­რე­ბელ­ში. ეს ინ­ტე­რე­სი ამ სპექ­ტაკ­ლ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. დღეს, ქარ­თულ­მა თე­ატ­რ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი სა­ხე და შე­აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა ყვე­ლას, რომ ომს და ძა­ლა­დო­ბას არ მო­აქვს სი­კე­თე. ეს პრობ­ლე­მა სიმ­ძაფ­რით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლ­ში. ჩე­მი აზ­რით, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­საც ახ­ლა ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ექ­ს­პორტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, ქარ­თ­ველ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა აქ უნ­და დად­გან სპექ­ტაკ­ლე­ბი და პი­რი­ქით"- გა­ნაცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში რე­ვაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

სპექ­ტაკ­ლ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი სხვებ­მაც გაგ­ვი­ზი­ა­რეს:

ალექსანდრე მარჩენკო, ბელა­რუსული დრამატურგიის ცენ­ტრის ხელმძღვანელი, მსახიობი და რეჟისორი: პირ­ველ ყოვ­ლი­სა სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის თე­მა­ტი­კა, რაც ქარ­თულ­მა დას­მა წარ­მო­ად­გი­ნა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ბე­ლა­რუ­სის­თ­ვის ომის თე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ის­ტო­რი­უ­ლად, ეს ქვე­ყა­ნა ომე­ბის მსხვერ­პ­ლი იყო. სხვა­თა­შო­რის, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ყო­ვე­ლი მე­ოთხე ბე­ლა­რუ­სე­ლი და­ი­ღუ­პა, ამი­ტო­მაც ქარ­თ­ველ­თა სპექ­ტაკ­ლი ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, რო­მელ­მაც ის­ტო­რი­ის ბევ­რი დე­ტა­ლი გაგ­ვახ­სე­ნა. ამის გა­მო, სპექ­ტაკ­ლ­მა ამაღ­ლე­ბუ­ლი და ამავ­დ­რო­უ­ლად, დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა, სპექ­ტაკ­ლის ფორ­მა, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა მო­ი­ფიქ­რა. ამ სპექ­ტაკ­ლ­ში ყვე­ლა დე­ტა­ლი თა­მა­შობს თა­ვის როლს. სცე­ნა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბიც კი, რო­მე­ლიც და­ღუ­პულ­თა ფეხ­საც­მე­ლე­ბად აღიქ­მე­ბა და ამ გვა­მე­ბი­დან ჩნდე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი ებ­რა­ე­ლი, რო­გორც სიმ­ბო­ლო ღირ­სე­ბი­სა. ამავ­დ­რო­უ­ლად, რე­ჟი­სო­რი გით­რევს სპექ­ტაკ­ლის ატ­მოს­ფე­რო­ში კა­მე­რით და შენც უნებ­ლიე მო­ნა­წი­ლე და თვით­მ­ხილ­ვე­ლი ხდე­ბი იმ მოვ­ლე­ნე­ბის, რაც სცე­ნა­ზე თა­მაშ­დე­ბა.

"ფერ­ფ­ლის პლა­ნე­ტა" ბე­ლა­რუს­ში ქარ­თულ ენა­ზე ტიტ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­ად­გი­ნეს, რა­საც ხე­ლი არ შე­უშ­ლია უცხო­ე­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის, რად­გან რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ამ მულ­ტი­მე­დი­ურ, აუდიო-ვი­ზუ­ა­ლურ გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თა, რა­საც ხე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მაც შე­უწყო. ომი ის თე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­ე­ხო, გან­სა­კუთ­რე­ბით პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის ქვეყ­ნებს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბი ქარ­თ­ვე­ლებ­მა კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ქარ­თ­ველ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსოფ­ლიო თე­ატ­რა­ლუ­რი სკო­ლე­ბის კონ­გ­რეს­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში "თე­ატ­რა­ლუ­რი კუ­ფა­რი" ამით არ ამო­წუ­რუ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით მინ­ს­კ­ში მო­ეწყო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის, გაც­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბი­სათ­ვის.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში