IFC-ის პირ­ვე­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
24 ივლისი, 2012
1665
print

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია (IFC), მსოფ­ლიო ბან­კის ჯგუ­ფის წევ­რი, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე ქა­ლე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბის გაზ­რ­დის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ვის პირ­ველ სა­ბან­კო პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს.

IFC-ს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ, მე­წარ­მე ქა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, რომ­ლე­ბიც უფ­რო მეტ სირ­თუ­ლეს აწყ­დე­ბი­ან ბიზ­ნე­სის დაკ­რე­დი­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცია "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბანკს" 25 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სესხს გა­მო­უ­ყოფს. პრო­ექ­ტის შე­დე­გად, "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი," რო­მელ­საც ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით 164 სერ­ვის­ცენ­ტ­რი გა­აჩ­ნია, და­ა­ფი­ნან­სებს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში. ეს IFC-ის პირ­ვე­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მე­წარ­მე ქა­ლე­ბის ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და ხელს შე­უწყობს მათ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში უფ­რო აქ­ტი­უ­რი რო­ლი შე­ას­რუ­ლონ.

სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში IFC-ის რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რის თო­მას ლუ­ბე­კის გან­ცხა­დე­ბით, "პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზე­ბის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მი­ერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­წარ­მო­ებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ. ეს პრო­ექ­ტი მათ­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას გაზ­რ­დის და ამ გზით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ნა­წი­ლის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას შე­უწყობს ხელს."

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, IFC მე­წარ­მე ქა­ლებს მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით უწყობს ხელს, რამ­დე­ნა­დაც ეს გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მდგრა­დი კერ­ძო სექ­ტო­რის წა­ხა­ლი­სე­ბის მი­სი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. IFC თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­ფი­ნან­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან მე­წარ­მე ქა­ლე­ბის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით მიზ­ნობ­რი­ვი კრე­დი­ტე­ბის გა­მო­ყო­ფის, ბაზ­რის ანა­ლი­ზი­სა და მე­წარ­მე ქა­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით. IFC-მ მე­წარ­მე ქა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო პროგ­რა­მა ევ­რო­პა­სა და ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში 2011 წელს წა­მო­იწყო, რი­თიც პარ­ტ­ნი­ო­რი ბან­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მე­წარ­მე ქა­ლე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბას უწყობს ხელს.

IFC "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის" გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ჰოლ­დინ­გუ­რი კომ­პა­ნია bank of georgia holdings PLC-ის აქ­ცი­ო­ნე­რია, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბიც 2012 წლის 28 თე­ბერ­ვალს ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟამ პრე­მი­უმ ლის­ტინ­გ­ში გა­ნა­თავ­სა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცია (IFC), ხელს უწყობს "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბანკს," გა­ზარ­დოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­წარ­მე ქა­ლე­ბის, და­ფი­ნან­სე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქალ­თა კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა ბიზ­ნეს­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­და.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი გი­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, "მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის დაკ­რე­დი­ტე­ბის ზრდა, ჩვე­ნი სა­ცა­ლო სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია. ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბანკს," და­ა­ფი­ნან­სოს ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რო­მელ­თა რო­ლიც ქვეყ­ნის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტი ასე­ვე სტი­მულს მის­ცემს ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში მე­ტი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მ­ნას."

სა­ქარ­თ­ვე­ლო IFC -ის წევ­რი 1995 წელს გახ­და. IFC-ის ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტო­რის 42 პრო­ექ­ტ­ში, თით­ქ­მის 660 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, IFC თა­ვი­სი სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. გარ­და ამი­სა, IFC სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კომ­პა­ნი­ებს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა და ასე­ვე, ბან­კებ­თან მა­თი რის­კის მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით მუ­შა­ობს.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა