“ქარ­თუ ბან­კ­მა” პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იჩივ­ლა
03 აგვისტო, 2012
1519
print

"ქართუ ბანკმა" მთავარ პროკურატურაში და თბილისის პროკურატურაში ბანკის ყოფილი იძულებით მმართველის ვლადიმერ უგულავას წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.

ბანკის წარმომადგენლები ვლადიმერ უგულავასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის ირაკლი ზარქუას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. მიზეზი, 50 მილიონის დოლარის ღირებულების სესხის ის ხელშეკრულებებია, რომელიც “ქართუ ბანკის” იძულებით მმართველობის პერიოდში მაშინდელმა მმართველმა გააფორმა.

“ბან­კის იძუ­ლე­ბი­თი მმარ­თ­ვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი მოქ­მე­დებ­დენ არა იმ მიზ­ნით, რომ ბან­კის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ე­ღოთ და მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­ე­რიცხათ, არა­მედ იმ გან­ზ­რახ­ვით, რომ მათ მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი წამ­გე­ბი­ა­ნი და ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და ბანკს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ფი­ნან­სუ­რი თუ სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნო­და,” - გა­ნაცხა­და “ქარ­თუ ბან­კის” იურის­ტ­მა მზია თო­დუ­ამ გუ­შინ გა­ნარ­თულ ბრი­ფინ­გ­ზე.

“ქარ­თუ ბან­კის” 100 პრო­ცენ­ტი, “ქარ­თუ ჯგუ­ფის” 100 პრო­ცენ­ტ­თან და “პტოკ­რე­დიტ ბან­კის” 21 პრო­ცენ­ტ­თან ერთდ სა­სა­მარ­თ­ლომ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო ჯერ და­ა­ყა­და­ღა, შემ­დეგ აღ­ს­რუ­ლე­ბის ბი­უ­რომ იგი ნუ­ლო­ვან აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა, სა­დაც ვერ გა­ი­ყი­და და ამის შემ­დეგ იძუ­ლე­ბით მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. ამ დროს შე­იც­ვა­ლა ბან­კის მმარ­თ­ვე­ლი - ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი “ქარ­თუ­სა” და "პროგ­რეს" ბან­კ­ში იძუ­ლე­ბით­მა მმარ­თ­ველ­მა კა­ხა უგუ­ლა­ვამ შეც­ვა­ლა.

ამ ოპე­რა­ცი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ კვი­რა­ში, კა­ხეთ­ში მომ­ხ­და­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე 80 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­რიცხა და ამით ქო­ნე­ბაც და­იბ­რუ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, “ქარ­თუ ბან­კ­ში” დაბ­რუნ­და ძვე­ლი მმარ­თ­ვე­ლი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თქმით, ამის შემ­დეგ გა­ირ­კ­ვა, რომ “ქარ­თუს” კა­ნო­ნის სრუ­ლი დარ­ღ­ვე­ვით, ოთხი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ით­ვის სეს­ხ­ლის სა­ხით 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აღე­ბუ­ლი. ამას ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძუ­ლე­ბი­თი მმარ­თ­ვე­ლე­ბის მხრი­დან, ბან­კის მი­ზან­მი­არ­თუ­ლი გა­კოტ­რე­ბით ხსი­ან, რად­გან ბანკს ამ თან­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რად არ აქვს.

“სა­სა­მარ­თ­ლოს გან­ჩი­ნე­ბის თა­ნახ­მად, უგუ­ლა­ვა ვალ­დე­ბუ­ლი იყო აღ­ს­რუ­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ემარ­თა იმ­დაგ­ვა­რად, რომ კრე­დი­ტო­რის მოთხოვ­ნა სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო. იმის ნაც­ვ­ლად, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა და ემოქ­მე­დათ რო­გორც ბან­კის ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მათ მი­ი­ღეს ბან­კის­თ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ოთხი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თ­ვის, ჯამ­ში 50 000 000 აშშ დო­ლა­რის ფაქ­ტობ­რი­ვად არა­უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­ზი­ა­ნო შე­დე­გე­ბი იმ­თა­ვით­ვე ცნო­ბი­ლი იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­ის­თ­ვის ბანკს საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად არც შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გა­აჩ­ნ­და და არც რა­ი­მე სა­ხის შე­თან­ხ­მე­ბა რო­მე­ლი­მე წყა­რო­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის შე­სა­ბა­მის ვა­და­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მო­სა­ზი­დად,” - გან­მარ­ტავს თო­დუა.

სწო­რედ ამის გა­მო მი­მარ­თეს “ქარ­თუ ბან­კის” იურის­ტებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას და საქ­მის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მო­ითხო­ვეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რას ვა­დე­ბი არ აქვს. რე­ა­გი­რე­ბას მა­ნამ­დე და­ვე­ლო­დე­ბი, სა­ნამ­დე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მექ­ნე­ბა. ჩვენ პა­სუხ­საც ვთხოვთ, მაგ­რამ ალ­ბათ, პა­სუხ­საც არ მოგ­ვ­ცე­მენ," - გა­ნაცხა­და “ქარ­თულ ბან­კის” პრე­ზი­დენ­ტ­მა ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა