ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
03 აგვისტო, 2012
1562
print

ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ჯე­რაც ნა­ხე­ვა­რი არ გა­სუ­ლა და უკ­ვე რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ ხმა­მა­ღა­ლი სკან­და­ლის მოწ­მე­ნი გავ­ხ­დით.

"ჩაწყო­ბი­ლი" თა­მა­შე­ბი ბად­მინ­ტონ­ში, "არას­წო­რი" კო­რე­უ­ლი დრო­შა, რა­სის­ტუ­ლი გა­მოხ­დო­მე­ბი «ტვი­ტერ­ში", იაპო­ნუ­რი პრო­ტეს­ტი ტან­ვარ­ჯიშ­ში, სა­ოც­რად სწრა­ფად მო­ცუ­რა­ვე ჩი­ნე­ლი გო­გო­ნა და სხვა....მოკ­ლედ, მო­დით ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყ­ვეთ და სკან­და­ლე­ბის «შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­დე­უ­ლი" შე­ვად­გი­ნოთ.

უც­ნა­უ­რი მატ­ჩე­ბი  ბად­მინ­ტონ­ში

ბად­მინ­ტო­ნის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მა­მებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის უკა­ნას­კ­ნელ მატ­ჩებ­ში ტურ­ნი­რის ოთხ­მა ფა­ვო­რიტ­მა წყვილ­მა ძა­ლე­ბი და­ზო­გა, მე­ტიც წყვი­ლებ­მა თა­მა­შე­ბი "ჩა­უშ­ვეს". ორ ჩი­ნურ და ორ ინ­დო­ნე­ზი­ურ წყვილს ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბო­ლო ტუ­რის წინ ფლეი ოფ­ში თა­მა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. ერთ-ერთ ჩი­ნელს შემ­დეგ შემ­თხ­ვე­ვით წა­მოც­და კი­დეც, რა მოხ­და, ძა­ლე­ბი დავ­ზო­გე­თო, თუმ­ცა ერ­თია ძა­ლე­ბის და­ზოგ­ვა და მე­ო­რე თა­მა­შის გან­გებ წა­გე­ბა. საქ­მე ისაა, რომ ხსე­ნე­ბულ­მა ოთხ­მა წყვილ­მა იმ­დე­ნი შეძ­ლო, რომ ფლეი ოფ­ში ჩი­ნუ­რი წყვი­ლი ჩი­ნურს ფი­ნა­ლამ­დე არ შეხ­ვედ­რო­და. რო­დე­საც ჩი­ნელ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა მო­წო­დე­ბი­სას გან­გებ გა­უშ­ვეს რამ­დენ­ჯერ­მა ბად­მინ­ტო­ნის ვო­ლა­ნი ბა­დე­ში ტრი­ბუ­ნებ­ზე სტვე­ნა და­იწყეს. მსოფ­ლიო ბად­მინ­ტო­ნის მა­მებ­მა ოთხი­ვე წყვი­ლი მკაც­რად და­სა­ჯა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი და სა­მა­გა­ლი­თო გა­მოდ­გა - ოთხი­ვე წყვი­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან მო­იკ­ვე­თა.

და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წა­მი   ფა­რი­კა­ო­ბა­ში

ის, რაც ფა­რი­კა­ო­ბის ტურ­ნირ­ზე მოხ­და, ვინ­მემ შე­საძ­ლოა კუ­რი­ო­ზად შე­ა­ფა­სოს, თუმ­ცა კო­რე­ე­ლი შინ ა ლა­მის­თ­ვის ეს ტრა­გე­დიაა.

ხმა­ლით ბრძო­ლის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კო­რე­ე­ლი გერ­მა­ნელ ბრი­ტა ჰე­ნი­დე­მანს ეპა­ექ­რე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ბრძო­ლის და­მა­ტე­ბი­თი დრო და თუ შეხ­ვედ­რა ფრედ დას­რულ­დე­ბო­და ფი­ნალ­ში კო­რე­ე­ლი გა­დი­ო­და. ფი­ნა­ლურ სი­რე­ნამ­დე ერ­თი წა­მით ად­რე რე­ფე­რიმ ოთხ­ჯერ მო­ას­წ­რო სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში ჩარ­თ­ვის მი­თი­თე­ბის მი­ცე­მა. გერ­მა­ნელ­მა ოთხი ცდი­დან ერ­თი გა­მო­ი­ყე­ნა და ფი­ნალ­ში გა­ვი­და. 1 წამ­ში ოთხი ცდა? და­მე­თან­ხ­მე­ბით უც­ნა­უ­რია. ას­პა­რე­ზო­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წამ­ზომ­თან იჯ­და და დროს აკონ­ტ­რო­ლებ­და იფი­ცე­ბო­და, რომ სი­რე­ნის ღი­ლაკს მთე­ლი ძა­ლით აჭერ­და, მაგ­რამ მატ­ჩის და­მას­რუ­ლე­ბე­ლი სი­რე­ნა მა­ინც არ გა­ის­მა. კო­რე­ე­ლის­თ­ვის ეს აღი­ა­რე­ბა ვე­რა­ფე­რი შვე­ბაა, ფი­ნალ­ში მა­ინც გერ­მა­ნე­ლი გა­ვი­და. "სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ ჩვე­ნი სი­მარ­თ­ლე აღი­ა­რა და შინ ა ლამს სპე­ცი­ა­ლურ ჯილ­დოს მის­ცე­მენ" - გა­ნაცხა­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­ხ­რეთ კო­რე­ის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მა.

იაპო­ნუ­რი პრო­ტეს­ტი

ტან­ვარ­ჯიშ­ში ვაჟ­თა შო­რის გუნ­დუ­რი ას­პა­რე­ზო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბრინ­ჯა­ოს მო­გე­ბას ზე­ი­მობ­დ­ნენ, მთე­ლი ბრი­ტა­ნე­თი კი ბრი­ტა­ნე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბის ვერცხლს. მხო­ლოდ იაპო­ნე­ლე­ბი იდ­გ­ნენ აუღელ­ვებ­ლად და პრო­ტესტს ამ­ზა­დებ­დ­ნენ. ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის შვი­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ლი­დე­რის კო­ჰეი უჩი­მუ­არს და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სა­წა­დელ­საც მი­აღ­წი­ეს. პრო­ტეს­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ იაპო­ნე­ლე­ბი მე­ოთხე­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე აღ­ზევ­დ­ნენ, ბრი­ტა­ნეთ­მა ვერ­ცხ­ლის ნაც­ვ­ლად ბრინ­ჯაო მო­ი­გო, უკ­რა­ი­ნა კი მედ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. თან უკ­რა­ი­ნე­ლებს პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ, საქ­მე ისაა, რომ ტან­ვარ­ჯიშ­ში მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

არას­წო­რი დრო­შა

სულ ცო­ტაც და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გახ­ს­ნამ­დე ერ­თი დღით ად­რე დი­დი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი აგორ­დე­ბო­და. თით­ქ­მის ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრი­დი­ლო კო­რე­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნე­ბი გა­სახ­დელ­ში ჩა­ი­კეტ­ნენ და მინ­დორ­ზე არ გა­დი­ოდ­ნენ. მი­ზე­ზი ისაა, რომ შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის გა­მოცხა­დე­ბი­სას ტაბ­ლო­ზე ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გვერ­დით სამ­ხ­რეთ კო­რე­ის დრო­შა იყო ასა­ხუ­ლი.

ჩრდი­ლო კო­რე­ის დე­ლე­გა­ცია მხო­ლოდ მას შემ­დეგ დამ­შ­ვიდ­და, რაც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეს.

დო­პინ­გი

ამ ეტაპ­ზე დო­პინ­გის გა­მო ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ექ­ვ­სი სპორ­ტ­ს­მე­ნი და­ემ­შ­ვი­დო­ბა. სი­მაღ­ლე­ში ხტო­მა­ში მსოფ­ლი­ოს ზამ­თ­რის ჩემ­პი­ონ ბერ­ძენ დი­მიტ­რი­ას ჰონ­დ­რო­კუ­კისს სის­ხ­ლ­ში სტა­ნა­ზო­ლი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ძა­ლოს­ნე­ბის სა­ეჭ­ვო ტრიო თურ­ქე­თი­დან და ალ­ბა­ნე­თი­დან ლონ­დო­ნამ­დე არც ჩა­სუ­ლა. უზ­ბეკ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შე ლუ­ი­ზა გა­ლი­უ­ლი­ნამ კი სის­ხ­ლ­ში სტა­ნა­ზო­ლის შემ­ც­ვე­ლო­ბა დე­დის მი­ერ მი­ცე­მუ­ლი და­მამ­შ­ვი­დებ­ლე­ბით ახ­ს­ნა. საკ­მა­ოდ ვაჟ­კა­ცუ­რად მო­იქ­ცა მორ­ბე­ნა­ლი სენტ კიტ­სი­დან და ნე­ვი­სი­დან ტა­მე­კა უილი­ამ­სი, რო­მელ­მაც თა­ვად აღი­ა­რა, რომ დო­პინგს იღებ­და. ეს სია ალ­ბათ კი­დევ გა­იზ­რ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ხომ 400-დე სპორ­ტ­ს­მენს ამოწ­მე­ბენ დო­პინ­გ­ზე.

ინ­ტერ­ნეტ  დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია

სულ მა­ლე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს შე­საძ­ლოა სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რიც კი დას­ჭირ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­სა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად. რას წე­რენ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი «ტვი­ტერ­სა" და «ფე­ის­ბუკ­ში" კონ­ტ­როლს უნ­და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს.

ბერ­ძენ­მა მძლე­ო­სან­მა პა­რას­კე­ვია პა­პახ­რის­ტუმ «ტვი­ტერ­ში" და­ი­ჩივ­ლა, რომ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ნა­მე­ტა­ნი ბევ­რი შავ­კა­ნი­ა­ნი ცხოვ­რობს. «ისი­ნი აქ უკ­ვე ისე მომ­რავ­ლ­დ­ნენ, რომ და­სავ­ლეთ ნი­ლო­სის მოს­კი­ტე­ბი ში­ნა­უ­რი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან". ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნარ­მა ხუმ­რო­ბამ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ლა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია და პა­რას­კე­ვი­აც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ჩა­მო­ა­ცი­ლეს. რა­სიზ­მ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ნორ­ვე­გი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­შელ მორ­გა­ნე­ლუც, რო­ემ­ლ­მაც «ტვი­ტერ­ში" სამ­ხ­რეთ კო­რე­ე­ლე­ბის მი­ა­ყე­ნა შე­უ­რაცხ­ყო­ფა.

სა­ეჭ­ვო სის­წ­რა­ფე

16 წლის ჩი­ნელ­მა ვუნ­დერ­კინ­დ­მა ეი ში­ვენ­მა ქალ­თა შო­რის 400 მეტ­რ­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა მო­ი­გო. თა­ვის­თა­ვად ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია, თუმ­ცა ჩი­ნე­ლი გო­გო­ნას სის­წ­რა­ფემ მწვრთნელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ღ­ძ­ვა­ნე­ლი ჯონ ლე­ო­ნარ­დი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და­ა­ეჭ­ვა.

თუ ჩი­ნე­ლი გო­გო­ნას ცურ­ვის სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ და­ვი­ნა­ხავთ, რომ სა­ჩემ­პი­ო­ნო გა­ცურ­ვა­ში, უკა­ნას­კ­ნე­ლი ასი მეტ­რი მან უფ­რო სწრა­ფად გა­ცუ­რა, ვიდ­რე ამა­ვე დის­ტან­ცი­ა­ზე ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მომ­გებ­მა ამე­რი­კელ­მა ვაჟ­მა რა­ი­ან ლოხ­ტემ. «აგერ უკ­ვე 45 წე­ლია ცურ­ვა­ში ვმოღ­ვა­წე­ობ. რო­დე­საც გო­გო­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უს­წ­რა­ფეს მო­ცუ­რა­ვე ვაჟს უს­წ­რებს, ეს სულ მცი­რე სა­ეჭ­ვოა. ცურ­ვა­ში ასე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი არ ხდე­ბა",- აცხა­დებს ლე­ო­ნარ­დი.

«დო­პინგს არას­დ­როს გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, ჩი­ნე­ლე­ბი სუფ­თა ხე­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ", - მშვი­დად რე­ა­გი­რებს ლე­ო­ნარ­დის ბრალ­დე­ბებ­ზე ჩი­ნე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ანიტ­დო­პინ­გურ­მა კო­მი­ტეტ­მა სის­ხ­ლ­ში დო­პინ­გის შემ­ც­ვე­ლო­ბა ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნა. მოკ­ლედ, ში­ვე­ნი ან მარ­თ­ლაც სა­ოც­რე­ბაა, ან ჩი­ნე­ლებ­მა ისე­თი დო­პინ­გი მო­ი­გო­ნეს, რომ­ლის აღ­მო­ჩე­ნა­საც ჯერ ვერ ახერ­ხე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ ან­ტი­დო­პინ­გუ­რი კო­მი­ტე­ტი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის სინ­ჯებს რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავს.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება