გოეთეს ინსტიტუტი - სრულყოფილების მისაღწევად
06 სექტემბერი, 2012
3120
print

მთარგმნელობითი სახელოსნო გასული წლის გამოცდილებით აგრძელებს მუშაობას

ორე­ნო­ვა­ნი მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს, წელს იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის მცოდ­ნე გერ­მა­ნე­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გ­მ­ნა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბა წმინ­და ინ­ტე­რე­სის სფე­როს წარ­მო­ად­გენს, ჩვენ­თ­ვის კი იმის იმედს, რომ ამ ევ­რო­პულ ენა­ზე ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი თარ­გ­მა­ნე­ბის შექ­მ­ნას, ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა.

ფია ფე­ლემ ქარ­თუ­ლი ენა სა­მი წლის წინ ის­წავ­ლა გრემ­ში, რო­დე­საც ის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და, სი­ბი­ლა ჰა­ინ­ცე კი იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია.

რო­გორც სა­ხე­ლოს­ნოს გერ­მა­ნე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რო­ზე­მა­რი ტი­ე­ცე აღ­ნიშ­ნავს, გერ­მა­ნუ­ლი ენი­დან ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნას მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ტრა­დი­ცია აქვს, რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი­დან გერ­მა­ნულ ენა­ზე ტექ­ს­ტის თარ­გ­მ­ნას, ამ პრო­ცესს სა­ფუძ­ვე­ლი ახ­ლა ეყ­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქ­მის ან­ბა­ნი­დან გვი­წევს სწავ­ლა.

რო­ზე­მა­რი ტი­ე­ცე: "თარ­გ­მ­ნა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე პრო­ცე­სია და მხო­ლოდ ენის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. ტექ­ს­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გა­გე­ბის გარ­და, მთარ­გ­მ­ნელს სტი­ლის გრძნო­ბაც მარ­თებს. ერ­თი მხრივ, ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტი ისე უნ­და იკითხე­ბო­დეს გე­მა­ნულ ენა­ზე, რომ ამ ენის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ არც მთლად გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ტექ­ს­ტად არ უნ­და ვაქ­ცი­ოთ. სრუ­ლად არ უნ­და წა­ვარ­თ­ვათ მკითხ­ველს იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ იგი უცხო­ე­ნო­ვან ტექსტს კითხუ­ლობს. რა­საც მე ვაკ­ვირ­დე­ბი, მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ზმნუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი­სა და მიმ­ღე­ო­ბე­ბის თარ­გ­მ­ნა და წი­ნა­და­დე­ბის აგე­ბა".

სა­ხე­ლოს­ნოს მუ­შა­ო­ბის მთა­ვარ ნა­წილს შე­ად­გენს მსჯე­ლო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის იმ თარ­გ­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­ხე­ლოს­ნოს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წი­ნას­წარ გაგ­ზავ­ნეს. სა­ხე­ლოს­ნოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი: რო­ზე­მა­რი ტი­ე­ცე, ნა­თია მი­ქე­ლა­ძე-ბახ­სო­ლი­ა­ნი და პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზია.

რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ბარ­ბა­რა ვა­ტენ­დორ­ფ­მა აღ­ნიშ­ნა, ორე­ნო­ვა­ნი მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო მიზ­ნად ისა­ხავს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლის შექ­მ­ნას, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი, ავ­ტო­რე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი და ამ სფე­როს ხელ­შემ­წყო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. სა­ხე­ლოს­ნოს მუ­შა­ო­ბა მო­ი­ცავს, აგ­რეთ­ვე, ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ულ სა­კითხებს და მა­თი ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო ტარ­დე­ბა Vice-Versa პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვა გერ­მა­ნი­ის მთარ­გ­მ­ნელ­თა ფონ­დ­მა რო­ბერტ ბო­შის ფონ­დ­სა და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. წელს სა­ხე­ლოს­ნოს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას ფი­ნან­სუ­რად ხელს უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო.

წლე­ვან­დელ სე­მი­ნარ­ზე სა­მუ­შაო ტექ­ს­ტე­ბი გო­ე­თეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა შე­არ­ჩი­ეს. ეს სტი­ლის­ტუ­რად სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი თხზუ­ლე­ბე­ბია. სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ებს - ანას­ტა­სია ყა­მა­რა­ულს, სი­ბი­ლა ჰა­ინ­ცე­სა და ფია ფე­ლეს მუ­შა­ო­ბა უწევთ ზუ­რაბ ლე­ჟა­ვას, ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლის, გე­ლა ჩქვა­ნა­ვას და აკა მორ­ჩი­ლა­ძის ტექ­ს­ტებ­ზე. სი­ბი­ლა ჰა­ინ­ცეს სურ­ვი­ლი აქვს, რომ ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლის "შუ­შა­ნი­კის შვი­ლე­ბი" სრუ­ლად თარ­გ­მ­ნოს, თუმ­ცა კი, რო­გორც რო­ზე­მა­რი ტი­ე­ცე აღ­ნიშ­ნავს, ის ამო­ნა­რი­დე­ბიც კი, რაც ამ სა­ხე­ლოს­ნო­ში და­მუ­შავ­დე­ბა, მთარ­გ­მ­ნე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­ა­კე­თონ გა­ნაცხა­დი გერ­მა­ნულ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ვორ­კ­შოპს კვლა­ვაც ეს­წ­რე­ბა შვე­ი­ცა­რი­ე­ლი წიგ­ნის აგენ­ტი რა­ხელ გრატ­ც­ფელ­დი, რო­მელ­მაც გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ბა­ზარს უკ­ვე მი­ა­წო­და აკა მორ­ჩი­ლა­ძე, ზა­ზა ბურ­ჭუ­ლა­ძე და თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლი. და ბა­რემ აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ გა­მოცხად­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი პრე­მი­ის შორ­თ­ლის­ტი, სა­დაც თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლის "გათ­ვ­ლა" ათე­ულ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

გა­სუ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზია ორე­ნო­ვა­ნი სა­ხე­ლოს­ნოს გა­სუ­ლი წლის მუ­შა­ო­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლად აფა­სებს და გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მო­ყოფს რამ­დე­ნი­მე ნი­შანს: "მოხ­და მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზა­რე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც კო­ლე­გებს ნაკ­ლე­ბად აქვთ ხოლ­მე და მე­ო­რე, ეს იყო წმინ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შაო ტექ­ს­ტებ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და რამ­დე­ნი­მე ას­პექტს: სა­თარ­გ­მ­ნი ტექ­ს­ტის მთე­ლი სი­სავ­სით გა­გე­ბა, რა­შიც სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ტექ­ს­ტის ინ­ტეპ­რე­ტა­ცია და ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტის ქარ­თულ ენა­ა­ზე თარ­გ­მ­ნის ხერ­ხე­ბის და­უფ­ლე­ბა. აქ სე­მი­ნა­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რებ­და გა­მოც­დი­ლე­ბას და ამ­დიდ­რებ­და, რა­შიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლიც ეხ­მა­რე­ბო­და. შე­დე­გად ის მი­ვი­ღეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ავ­ტორ­მა წელს თით­ქ­მის უკ­ვე და­ას­რუ­ლა იმ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რაც მათ ჰქონ­დათ შერ­ჩე­უ­ლი. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა წელს ისაა, რომ, თუ გა­სულ წელს კაფ­კას, ბრო­ხის, გი­უნ­ტერ გრა­სის, ქატ­რინ შმიდ­ტი­სა და მაქს ფრი­შის ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ, წელს სა­თარ­გ­მ­ნად ახალ­გაზ­რ­და ავ­ტო­რე­ბი, თით­ქ­მის დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ. ესე­ნია ოლ­გა გრი­ა­ზა­ნო­ვას, ბე­ნი­ა­მინ შტა­ი­ნის, მი­ხა­ილ კუმ­პ­ფ­მი­უ­ლე­რი­სა და და­ვიდ გაგ­ნე­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მთარ­გ­მ­ნე­ლი უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს იმა­საც, რომ ყო­ველ­თ­ვის არაა ფუ­ფუ­ნე­ბა, საყ­ვა­რელ ავ­ტორ­ზე იმუ­შა­ოს, მას უმე­ტე­სად გა­მომ­ცემ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწევს," - ამ­ბობს ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზია, რო­მე­ლიც, თა­ვად არა­ერ­თი წიგ­ნის მთარ­გ­მ­ნე­ლი, ახალ­გაზ­რ­და კო­ლე­გებს კი­დევ ერ­თი დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ურ­ჩევს: "გერ­მა­ნუ­ლი ენი­დან ქარ­თულ­ზე თარ­გ­მ­ნის ტრა­დი­ცია რომ არ­სე­ბობს, ერ­თი მხრივ, კარ­გია და ხე­ლის შემ­წყო­ბი, მაგ­რამ ეს, ამავ­დ­რო­უ­ლად, ხე­ლის შემ­შ­ლე­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, თუ­კი მთარ­გ­მ­ნე­ლი ამ ტრა­დი­ცი­ას ბრმად მიჰ­ყ­ვე­ბა."

ტექ­ს­ტის გა­გე­ბას­თან ერ­თად, სა­ხე­ლოს­ნოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის, ნა­წი­ლა­კის, შო­რის­დე­ბუ­ლის თარ­გ­მ­ნის სა­კითხებს. სა­ხე­ლოს­ნოს მუ­შა­ო­ბას წელ­საც ეს­წ­რე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დი­ო­გე­ნეს" რე­დაქ­ტო­რი ანა ჭა­ბაშ­ვი­ლი, რომ­ლიც სე­მი­ნარ­ზე წა­მოჭ­რილ-და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვი­სას კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­და იმა­ში, რომ თით­ქ­მის ყვე­ლა მთარ­გ­მ­ნელს მარ­თებს ამ­გ­ვა­რი პრაქ­ტი­კის გავ­ლა. მა­გა­ლი­თად, უნ­და ითარ­გ­მ­ნოს თუ არა გვა­რე­ბი და რო­დის მარ­თებს მთარ­გ­მ­ნელს ამის აქ­ცენ­ტი­რე­ბა? რო­გორ უნ­და მო­უ­სა­და­გო სიტყ­ვე­ბი ჟარ­გონს? რო­გორ უნ­და ითარ­გ­მ­ნოს ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მე­ბი და ან­და­ზე­ბი? უნ­და გა­კეთ­დეს თუ არა კო­მენ­ტა­რე­ბი და აიხ­ს­ნას თუ არა სიტყ­ვე­ბი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ კლა­სი­კო­სებ­თან თუ კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა და­საშ­ვე­ბია, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის თარ­გ­მ­ნი­სას ცუდ ტო­ნად ით­ვ­ლე­ბა და მკითხ­ვე­ლი გა­ი­გებს თუ ვერ გა­ი­გებს, ეს მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ჩემ­თ­ვის ეს ის სფე­როა, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კე­თებ. არ­სე­ბობს თარ­გ­მა­ნის თე­ო­რია, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს, რა პრინ­ცი­პე­ბით უნ­და მოხ­დეს ტექ­ს­ტის თარ­გ­მ­ნა. მე ეს თე­ო­რია არ მის­წავ­ლია, მაგ­რამ ამ დას­კ­ვ­ნე­ბამ­დე ემ­პი­რი­უ­ლი გზით მი­ვე­დი. სა­ხე­ლოს­ნოს მსვე­ლო­ბი­სას კი ერთ რა­მე აშ­კა­რა გახ­და ჩემ­თ­ვის: კარ­გი მთარ­გ­მ­ნე­ლი ამ პრინ­ცი­პებს ყო­ველ­თ­ვის მიჰ­ყ­ვე­ბა, თუმ­ცა კი რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლოა".

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ლოს­ნოს მუ­შა­ო­ბის და­სას­რულს, 7 სექ­ტემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მოს გა­მარ­თავს ავ­ტო­რე­ბი­სა და მთრგმნე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­საც პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზია წა­რუძღ­ვე­ბა. ავ­ტო­რე­ბი ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლი და გე­ლა ჩქვა­ნა­ვა წა­ი­კითხა­ვენ ნაწყ­ვე­ტებს სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან. დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ გერ­მა­ნულ ვერ­სი­ებ­საც წა­რუდ­გე­ნენ.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო