სა­და­ვო კუნ­ძუ­ლე­ბი - ჩი­ნეთ-იაპო­ნი­ის სა­ჯილ­დაო ქვა
15 სექტემბერი, 2012
1553
print

ექ­ვ­სი ჩი­ნუ­რი სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღა შე­ვი­და იმ კუნ­ძუ­ლე­ბის წყლებ­ში, რომ­ლებ­ზეც პრე­ტენ­ზი­ას ჩი­ნე­თი და იაპო­ნია აცხა­დე­ბენ.

ჩი­ნე­თი აცხა­დებს, რომ კა­ტარ­ღე­ბი იქ "კა­ნო­ნის დაც­ვის" მიზ­ნით შე­ვიდ­ნენ. იაპო­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, ორ­მა მათ­გან­მა იქა­უ­რო­ბა და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ტო­ვა მას შემ­დეგ, რაც იაპო­ნი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვამ ისი­ნი ყო­ველ­გ­ვა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე გა­აფ­რ­თხი­ლა. "ჩვე­ნი სა­პატ­რუ­ლო გე­მე­ბი მათ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ," - ნათ­ქ­ვა­მია იაპო­ნი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ აღი­ა­რა, რომ გე­მე­ბი მი­ახ­ლო­ე­ბულ­ნიც არ იყ­ვ­ნენ კუნ­ძუ­ლებ­თან და ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ამით ჩი­ნეთს არ და­ურ­ღ­ვე­ვია არა­ვი­თა­რი კა­ნო­ნი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პე­კი­ნის თა­ნახ­მად, ამ ნა­ბი­ჯით მათ დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა გა­უ­კე­თეს თა­ვის იურის­დიქ­ცი­ას კუნ­ძუ­ლებ­ზე და მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ზღვა­ზე.

აშშ-მ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ორი­ვე მხა­რეს სიმ­შ­ვი­დის­კენ მო­უ­წო­და. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რი ლე­ონ პა­ნე­ტა ამ კვი­რა­ში და­იწყებს ვი­ზი­ტებს, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც იგი ჩი­ნეთს, იაპო­ნი­ას და, აგ­რეთ­ვე, ახალ ზე­ლან­დი­ას ეწ­ვე­ვა.

სა­და­ვო კუნ­ძუ­ლებს იაპო­ნი­ა­ში სენ­კა­კუს უწო­დე­ბენ, ხო­ლო ჩი­ნეთ­ში სა­და­ვო მი­წა დი­ა­ო­ტი­ა­უს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე უთან­ხ­მო­ე­ბა გახ­და კი­დეც ორი ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის მი­ზე­ზი.

კუნ­ძუ­ლებს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით არის მდი­და­რი, ამ დრო­ის­თ­ვის იაპო­ნია აკონ­ტ­რო­ლებს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პე­კი­ნის გარ­და, ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე პრე­ტენ­ზია ტა­ი­ვან­საც აქვს.

სა­და­ვო კუნ­ძუ­ლე­ბი ძი­რი­თად სატ­რან­ზი­ტო ხაზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ ბუ­ნებ­რი­ვი აირის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ზერ­ვი არ­სე­ბობ­დეს.

და­ძა­ბუ­ლო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის აპ­რილ­ში გამ­ძაფ­რ­და, რო­დე­საც ტო­კი­ოს გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შინ­ტა­რო იში­ჰა­რამ გა­ნაცხა­და, რომ იყიდ­და და გა­ნა­ვი­თა­რებ­და კუნ­ძუ­ლებს და რომ ისი­ნი არ მოხ­ვ­დე­ბოდ­ნენ ჩი­ნე­თის ხელ­ში. აქ­ტი­ვის­ტე­ბი ორი­ვე მხრი­დან კუნ­ძუ­ლებ­ზე აგ­ვის­ტო­ში ჩა­ვიდ­ნენ. იაპო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბი ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა. სა­ხელ­მ­წი­ფო მე­დი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­ლებ­მა იაპო­ნურ სა­ქო­ნელს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უცხა­დეს.

თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რო­დე­საც იაპო­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა არ­ქი­პე­ლა­გის სა­მი კუნ­ძუ­ლის შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნეთ­მა იაპო­ნი­ის გეგ­მე­ბი გა­ნი­ხი­ლა, მას უკა­ნო­ნო უწო­და და იაპო­ნია გა­აფ­რ­თხი­ლა, რომ ამ ფაქ­ტ­მა, შე­საძ­ლოა, ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს.

სექ­ტემ­ბ­რის და­საწყის­ში კუნ­ძულ­ზე ჰონ­კონ­გელ აქ­ტი­ვის­ტ­თა ჯგუ­ფი ჩა­ვი­და, რა­საც 10 იაპო­ნე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტის ჩას­ვ­ლა მოჰ­ყ­ვა. ამან ჩი­ნურ ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა