მო­მავ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე სტუ­მა­რი
20 სექტემბერი, 2012
1538
print

ცენ­ტ­რა­ლურ­მა სა­ბავ­შ­ვო თე­ატ­რ­მა ახა­ლი სე­ზო­ნი გახ­ს­ნა

თით­ქ­მის ერ­თი კვი­რაა, რაც თბი­ლი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალს მას­პინ­ძ­ლობს. ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სპექ­ტაკ­ლე­ბის გარ­და, ქვეყ­ნის თით­ქ­მის ყვე­ლა თე­ატ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ შო­რი­საა თბი­ლი­სის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­ბავ­შ­ვო თე­ატ­რი, რო­მელ­მაც გუ­შინ არა მხო­ლოდ სა­ფეს­ტი­ვა­ლო სპექ­ტაკ­ლი წარ­მო­ად­გი­ნა, არა­მედ სე­ზო­ნიც გახ­ს­ნა - თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე ნი­კუ­შა ან­თა­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გ­მუ­ლი "სტუ­მა­რი" ვნა­ხეთ.

"სტუ­მა­რი" მცი­რე მას­შ­ტა­ბი­სა და ასე­თი­ვე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის მსუ­ბუ­ქად ირო­ნი­უ­ლი და საკ­მა­ოდ მხი­ა­რუ­ლი დად­გ­მაა, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რი დო­ზით შე­ი­ცავს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ელე­მენ­ტებ­საც, რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ უხერ­ხულ მო­მენ­ტებ­საც და ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ირო­ნი­ა­საც, რო­მე­ლიც ხან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სის ილუს­ტ­რა­ცია გახ­ლავთ, ხა­ნაც - პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა. თუმ­ცა ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ძა­ლი­ან ნუ შე­გაშ­ფო­თებთ და შვი­ლე­ბი თა­მა­მად გა­უშ­ვით "სტუმ­რის" სა­ნა­ხა­ვად. წა­დით თქვენც - სულ მცი­რე, იმის სა­ნა­ხა­ვად მა­ინც, თუ რო­გორ აშარ­ჟებს შვი­ლე­ბის თა­ო­ბა სა­ვა­რა­უ­დო მო­მა­ვალს.

ნი­კუ­შა ან­თა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ახალ­გაზ­რ­და, ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად კა­პოა. სპექ­ტაკ­ლი კა­პოს გა­მოღ­ვი­ძე­ბით იწყე­ბა. კა­პო ნა­ბა­ხუ­სევ­ზეა, წი­ნა სა­ღა­მო­დან არა­ფე­რი ახ­სოვს, გარ­და სა­პირ­ფა­რე­შომ­დე მი­მა­ვა­ლი გზი­სა. სწო­რედ სა­პირ­ფა­რე­შო წარ­მო­ად­გენს ერ­თ­გ­ვარ პორ­ტალს, სა­ი­დან გა­მოს­ვ­ლა­საც კა­პოს უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მოჰ­ყ­ვე­ბა. სა­პირ­ფა­რე­შო­დან გა­მო­სუ­ლი სულ სხვა სახ­ლ­ში, სხვა ნივ­თე­ბი­სა და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ­ლებ­თან ჯერ უსი­ა­მოვ­ნო, შემ­დეგ კი მა­მაშ­ვი­ლუ­რი სა­უბ­რი­დან ას­კ­ვ­ნის, რომ გა­რეთ არა 2012, არა­მედ 2032 წე­ლია... სწო­რედ აქ იწყე­ბა მთა­ვა­რი ირო­ნია, რად­გან მოვ­ლე­ნე­ბის ფან­ტას­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­რინ­დუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ 20 წლის შემ­დე­გაც არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა: გო­გო­ნა კვლავ მშობ­ლე­ბის უჩუმ­რად ეწე­ვა სი­გა­რეტს; მა­ი­სურ­სა და მი­სი ამ­ხა­ნა­გის ამა­რა უცხო ოჯახ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კა­პო გო­გო­ნას დე­დის გულ­ყ­რის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რო­მე­ლიც სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი წუხს, რომ ამ ფაქ­ტის გა­მო მის ქა­ლიშ­ვილს აღა­რა­ვინ ითხოვს; პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას კვლა­ვაც "ბარ­სე­ლო­ნას" ფეხ­ბურ­თელ­თა მა­ი­სუ­რი აც­ვია და რო­ცა გა­იზ­რ­დე­ბა არა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­ში" ან გო­რის "დი­ლა­ში", არა­მედ სწო­რედ კა­ტა­ლო­ნი­ურ კლუბ­ში სურს თა­მა­ში. ბევ­რი რამ არც სა­ხელ­მ­წი­ფო წყო­ბის მხრივ შეც­ვ­ლი­ლა და ეს ალ­ბათ მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბაა - ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ვნე­ბე­ბით შეპყ­რო­ბი­ლი ავ­ტო­რი სა­კუ­თარ თავს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ხუ­თე ნო­მერს ანი­ჭებს და სწო­რედ ის გახ­ლავთ ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნიც...

დად­გ­მის უდა­ვო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­ნო ლე­ჟა­ვაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად ქმნის ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი დე­დის სა­ხის პა­ტა­რა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ხა­სი­ა­თო ფრაგ­მენტს. მის გარ­და, სპექ­ტაკ­ლ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გი­ორ­გი ჩი­ქო­ბა­ვა, ნი­ნო არ­ჩაია, მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე, სო­სო ხა­ინ­და­ვა და რა­ტი მხე­ი­ძე. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რია გო­გა ქა­ჩი­ბაია, დამ­დ­გ­მე­ლი მხატ­ვა­რი - სო­ფო კი­კა­ბი­ძე, მუ­სი­კა კი და­ვით მა­ლა­ზო­ნი­ას ეკუთ­ვ­ნის.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში