ძა­ლა­დო­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ანა­ტო­მია თე­ატ­რ­ში
26 სექტემბერი, 2012
1618
print

უნ­და ით­ქ­ვას სი­მარ­თ­ლე.

ხში­რად რე­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კულ­ტუ­რო­ლო­გი­ურს ჯაბ­ნის. მით უფ­რო, თუ ეს პრო­ცე­სე­ბი კულ­ტუ­რულ და მენ­ტა­ლურ შოკ­თან არის კავ­შირ­ში. თბი­ლი­სის თე­ატ­რის ფეს­ტი­ვა­ლი არა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის უპ­რე­ცენ­დენ­ტო შო­კის ფონ­ზე.

შო­კი გა­მო­იწ­ვია ძა­ლა­დო­ბის სცე­ნე­ბის ხილ­ვამ და ამ ვი­ზუ­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გამ­კ­ლა­ვე­ბა არა, მაგ­რამ ამ ეტა­პის­თ­ვის ფეს­ტი­ვა­ლის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნამ ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა ნამ­დ­ვი­ლად გა­ბე­და. სა­ინ­ტე­რე­სო კი ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო იყო. დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, მხატ­ვ­რუ­ლი ფორ­მა, მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­მა­შის მა­ნე­რა, რე­ჟი­სო­რი­სა და სივ­რ­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა - შე­საძ­ლოა, საქ­მე არ გვქო­ნია წარ­მოდ­გე­ნა-მოვ­ლე­ნას­თან თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რ­ში. მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი და კი­დევ ჩემს მი­ერ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, ნამ­დ­ვი­ლად გა­ნას­ხ­ვა­ვებ­და მაია კლი­ჩევ­ს­კას თე­ატრს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­გან. ეს არ­გუ­მენ­ტი კი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში საკ­მა­ი­რი­სია იმის­თ­ვის რომ წარ­მოდ­გე­ნას სა­ინ­ტე­რე­სო ვუ­წო­დოთ. სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფ­რო­მა­ცი­ის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით და არა მხო­ლოდ.

ცხა­დია, არა მხო­ლოდ, “ღმერ­თე­ბის და­ცე­მა” დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ენა­ზე ალა­პა­რა­კე­ბულ ოპე­რას ჰგავს, რაც ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის კი­ნოს­ცე­ნა­რის მი­ხედ­ვით დად­გ­მულ დრა­მას მა­ტებს პომ­პე­ზუ­რო­ბა­სა და ექ­ს­პ­რე­სი­ას. ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ერთ მმარ­თ­ველ ოჯახ­ში სა­ო­ცარ მას­შ­ტაბს იძენს, რე­ჟი­სორ­მა სივ­რ­ცის გა­ნა­წი­ლე­ბი­თა და მხატ­ვ­რუ­ლი სი­ხის­ტით გარ­კ­ვე­ულ პე­დეს­ტალ­ზე და­ა­ყე­ნა. ამი­ტო­მაც მა­ყუ­რე­ბელ­მა, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შემ­დეგ, ალ­ბათ მშვე­ნივ­რად გა­ი­აზ­რა, რა აზ­რი გა­ნა­ვი­თა­რა ცნო­ბილ­მა პო­ლო­ნელ­მა რე­ჟი­სორ­მა - ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ელი­ტა ახ­დენს და რო­მე­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან არის წილ­ნა­ყა­რი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბაა პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. მკითხ­ველს ალ­ბათ ახ­სოვს, რომ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფილ­მ­ში ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტიმ გვი­ამ­ბო ფონ ესენ­ბე­კე­ბის დი­ა­დი ოჯა­ხის და­ღუპ­ვის ის­ტო­რია ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში. “მაია კლე­ჩევ­ს­კას­თ­ვის ამ ტექსტს უდი­დე­სი მნიშ­ვენ­ლო­ბა აქვს და სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს დავ­ს­ვათ შე­კითხ­ვე­ბი ფუნ­და­მენ­ტურ სა­კითხებ­ზე - კა­ცობ­რი­ო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ოჯა­ხი და ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. მოქ­მე­დე­ბა ჩვენს დრო­ში ვი­თარ­დე­ბა. პი­ე­სა­ში ესენ­ბე­კე­ბი მხარს უჭე­რენ არა ნა­ციზმს, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. მა­თი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ფუ­ლი, პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი და სხვა პრაგ­მა­ტულ მოთხოვ­ნი­ლე­ბა­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. რე­ჟი­სო­რი დე­ტა­ლუ­რად გვიჩ­ვე­ნებს მი­ზე­ზებს, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მა­თი ქმე­დე­ბე­ბი: ღრმად გამ­ჯ­და­რი ნარ­ცი­სიზ­მი, რო­მე­ლიც შე­ნიღ­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბის სრულ­ყო­ფის უმან­კო სურ­ვი­ლით, დიდ საფ­რ­თხეს გვიქ­მ­ნის დღე­საც. იგი შეგ­ვახ­სე­ნებს, რა­ო­დენ სა­ში­შია, რო­დე­საც ოჯა­ხი, სო­ცი­უ­მი და მთლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემორ­ჩი­ლე­ბა ერ­თ­გ­ვარ ჯგუ­ფურ ჰიპ­ნო­ზურ ილუ­ზი­ას. სამ­ყა­როს ასე­თი სა­ხე ბევ­რად რა­დი­კა­ლუ­რი და და­უნ­დო­ბე­ლია ვის­კონ­ტის ფილ­მ­ში. ამ შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბი­ე­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მოკ­ლას, გა­ა­უ­პა­ტი­უ­როს, და­ა­სა­ხიჩ­როს სხვა და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რ­ძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის სას­ჯე­ლი აღარ არ­სე­ბობს. ტრა­გე­დი­ის კლა­სი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი გა­უ­ფა­სურ­და. აქ ღმერ­თის ხსე­ნე­ბას აზ­რი არა აქვს. ის უკ­ვე აღარ არის ამ სამ­ყა­როს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მაშ, რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?" - წე­რია სა­ფეს­ტი­ვა­ლო რე­ვი­უ­ში, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ისიც და­ვა­მა­ტოთ, რომ მნშვნე­ლო­ვან­ზე ბა­ა­სი დად­გ­მა­ში არ ჩანს და არც ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კითხ­ვებს ეხე­ბი­ან. არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­დან­ვე გა­კე­თე­ბუ­ლია. უპი­რო­ბო ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თ­ვის. სწო­რედ თავ­და­პირ­ვე­ლი და ცხა­დი არ­ჩე­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა ოდ­ნავ მო­საწყენს, ან­და მო­მა­ბეზ­რებ­ლად ძა­ლა­დობ­რივ აქ­ტად აქ­ცევს კლი­ჩევ­ს­კას ერთ-ერთ ბო­ლო ნა­მუ­შე­ვარს. რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ორომ­ტ­რი­ა­ლი­თა და უმიზ­ნო მოძ­რა­ო­ბით სრულ­დე­ბა, რო­გო­რითაც და­იწყო.

"... ყვე­ლა ვერ შეძ­ლებს იცხოვ­როს ისეთ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც საგ­ნე­ბი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვიდ­რე გრძნო­ბე­ბი, სიმ­დიდ­რე ბა­ტო­ნობს სინ­დის­სა და გო­ნი­ე­რე­ბა­ზე, ხო­ლო სა­კუ­თა­რი იმი­ჯი აღე­მა­ტე­ბა ღირ­სე­ბას...

... სამ­ყა­რო სწორ გზა­ზე რომ დად­გეს, სა­ჭი­როა, და­ნა­შა­ულს მოჰ­ყ­ვეს სას­ჯე­ლი, უზ­ნე­ო­ბას სი­ნა­ნუ­ლი, კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვას სირ­ცხ­ვი­ლი. ესენ­ბე­კე­ბის სამ­ყა­რო­ში არ არ­სე­ბობს არც სას­ჯე­ლი, არც სი­ნა­ნუ­ლი და არც სირ­ცხ­ვი­ლი, თით­ქოს ძვე­ლი წყო­ბი­ლე­ბის მოშ­ლას­თან ერ­თად გაქ­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი ან­და ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის დად­გე­ნილ კა­ნო­ნებს შე­ე­წი­რა. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ფულ­მა და ძა­ლა­უფ­ლე­ბამ. სწო­რედ ამა­ზე გვი­ამ­ბობს მაია კლეც­ზევ­ს­კას წარ­მოდ­გე­ნა. მან ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის სცე­ნა­რის სი­უ­ჟე­ტი გა­მო­ი­ყე­ნა და გვაჩ­ვე­ნა უფუნ­ქ­ციო ოჯა­ხი, რო­მე­ლიც დღე­საც ძალ­ზედ მო­დუ­რი და არ­ც­თუ ისე უცხოა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს. იგი უბ­რუნ­დე­ბა ნა­ციზმს, რომ უფ­რო ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხოს დღე­ვან­დე­ლო­ბა. ალ­ბათ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ იქ­ნებ შევ­ძ­ლოთ გა­ვაფ­რ­თხი­ლოთ მა­ყუ­რე­ბე­ლი და ვა­ი­ძუ­ლოთ და­ფიქ­რ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი თე­ატ­რი აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ სა­კითხებს, ასე­თი ძლი­ე­რი მო­რა­ლუ­რი გზავ­ნი­ლის მქო­ნე პი­ე­სა ძა­ლი­ან ცო­ტაა." - ვკითხუ­ლობE პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გ­მის შე­სა­ხებ ერთ-ერთ რე­ცენ­ზი­ა­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ოჯახს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დელს ისე გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც ჩვენ, ისე წარ­მოდ­გე­ნის ავ­ტო­რი.

მაია კლი­ჩევ­ს­კა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რია. თბი­ლის­ში მი­სი წარ­მოდ­გე­ნა ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი და ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რად ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნე­ბის გა­მო ბევ­რ­მა და­ტო­ვა. სიმ­ძაფ­რე და სათ­ქ­მე­ლის ფორ­ტე­ზე წარ­მოთ­ქ­მა მი­სი სტი­ლია. მის წარ­მოდ­გე­ნებს დრო­ზე ად­რე ემ­შ­ვი­დო­ბე­ბი­ან პო­ლო­ნეთ­შიც. თუმ­ცა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდ­ხანს მიaყვე­ბათ სა­ფიქ­რა­ლი...

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში