ტაშ-ფან­დუ­რი­დან უძ­რავ მოგ­ზა­უ­რე­ბამ­დე
27 სექტემბერი, 2012
1483
print

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა წელს გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი­სა და ეს­თე­ტი­კის სპექ­ტაკ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, ვიდ­რე გა­სულ წელს.

პო­ლო­ნუ­რი თე­ატრ "ოპო­ლეს" მი­ერ გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­მა "ღმერ­თე­ბის და­ცე­მამ" მაია კლე­ჩევ­ს­კას თე­ატ­რა­ლურ­მა ვერ­სი­ამ (ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი ვის­კონ­ტიმ გა­და­ი­ღო) მა­ყუ­რე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რად და­ამ­ძი­მა.

თით­ქოს სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მა წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა საბ­ჭომ შე­ად­გი­ნა, ისე და­ემ­თხ­ვა პო­ლო­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლის თე­მა­ტი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ცხოვ­რე­ბას, იმ მოვ­ლე­ნებს, რაც გა­სულ კვი­რას გან­ვი­თარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ძა­ლა­უფ­ლე­ბის უკი­დუ­რე­სი აღ­ზე­ვე­ბა ბა­დებს ძალ­მომ­რე­ო­ბას, თე­სავს შიშს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გზას უხ­ს­ნის არა მხო­ლოდ ტო­ტა­ლი­ტა­რიზმს, არა­მედ დეს­პო­ტიზმს.

"ღმერ­თე­ბის და­ცე­მის" მე­ო­რე დღეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად "და­ცე­მუ­ლი" მა­ყუ­რე­ბე­ლი ბე­ლო­რუ­სი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იან­კა კუ­პა­ლას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლ­მა "ქორ­წი­ლი" გა­მო­ა­ცოცხ­ლა. ან­ტონ ჩე­ხო­ვის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით რუ­სი რე­ჟი­სო­რის ვლა­დი­მერ პან­კო­ვის მი­ერ დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლი ნამ­დ­ვი­ლი შვე­ბა იყო ფეს­ტი­ვა­ლის ერ­თ­გუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თის. ბე­ლო­რუ­სი­ულ ენა­ზე პი­ე­სას "Вяселле" ქვია, რაც გარ­თო­ბას, ჩვე­ნე­ბუ­რად კი "ტაშ-ფან­დურს" ნიშ­ნავს. ეს ცნე­ბა ბე­ლო­რუ­სი­ულ ენა­ში ქორ­წი­ლის დღე­სას­წა­ულს შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა. ტრა­გი­კო­მე­დია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ქარ­თუ­ლად გა­თა­მაშ­და. ახ­ლა­ვე მო­გახ­სე­ნებთ რა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ "ქარ­თუ­ლად გა­თა­მა­შე­ბა­ში": რუ­სუ­ლი და ბე­ლო­რუ­სი­უ­ლი თე­ატ­რი სტი­ლი­თა და ეს­თე­ტი­კით, ხერ­ხე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით გვა­ნან ერ­თ­მა­ნეთს. ჩრდი­ლო­უ­ლი ტემ­პ­რა­მენ­ტის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­ტი ფსი­ქო­ლო­გიზ­მი და ყო­ფი­თო­ბა. პან­კო­ვი კი თა­ვის სპექ­ტაკ­ლებ­ში, ისე რო­გორც ჩე­ხო­ვის "ქორ­წილ­ში" რა­დი­კა­ლუ­რად ამ­ბობს უარს ტრა­დი­ცი­ულ, თით­ქ­მის ნა­ცი­ო­ნა­ლურ თე­ატ­რა­ლურ სტილ­ზე და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ხერ­ხებ­ზე. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ფორ­მის და იდე­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სინ­თეზ­ზე, რა­საც სპექ­ტაკ­ლის ბგე­რით-ხმო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა ემა­ტე­ბა. პან­კო­ვის სპექ­ტაკ­ლებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი მიკ­რო­ფო­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ, მღე­რი­ან და მა­თი დი­ა­ლო­გე­ბი რე­ჩი­ტა­ტივს მო­გა­გო­ნებთ, რაც ერ­თის მხრივ აუცხო­ებს მა­ყუ­რებლს პერ­სო­ნა­ჟებ­თან, ხო­ლო მე­ო­რეს მხრივ უფ­რო მის­ტი­ურს ხდის სცე­ნა­ზე გა­თა­მა­შე­ბულ ტრა­გი­კო­მი­კურ ის­ტო­რი­ას.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო რუ­სი რე­ჟი­სო­რი პან­კო­ვი­სა­გან ამ დო­ზით ირო­ნი­ის და თვი­თი­რო­ნი­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, გა­ვით­ვა­ლი­სიწ­ნოთ ისიც, რომ რუს­მა რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, სა­დაც უკ­ვე მეთ­ვ­რა­მე­ტე წე­ლია არც ისე დე­მოკ­რა­ტი პრე­ზი­დენ­ტი ლუ­კა­შენ­კოა და ისიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ქვეყ­ნის მთა­ვარ თე­ატ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე. პან­კო­ვის ირო­ნია ვლინ­დე­ბა არა მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ჟე­ბის, არა­მედ დრა­მა­ტურ­გის მი­მარ­თაც. ამის გა­მო პან­კო­ვი­სე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტა აახ­ლო­ვებს მას კლდი­აშ­ვი­ლის თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­როს­თან. სევ­და­ნა­რე­ვი იუმო­რი, მოქ­მე­დე­ბე­ბის სი­ჭარ­ბე და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­როს (არი­ე­ბი­სა და არი­ე­ტე­ბის) ერ­თობ­ლი­ო­ბა კი­დევ უფ­რო აცი­ლებს რე­ჟი­სორს ტრა­დი­ცი­ულ რუ­სულ თე­ატ­რ­თან. კი­დევ ერ­თი დე­ტა­ლი, რაც გა­მო­არ­ჩევს პან­კოვს სხვა მი­სი თა­ო­ბის რე­ჟი­სო­რე­ბი­სა­გან: მის სპექ­ტაკ­ლებ­ში ყო­ველ­თ­ვის ცოცხა­ლი მუ­სი­კა ჟღერს და მას უყ­ვარს მა­სი­უ­რი სცე­ნე­ბი, სცე­ნა­ზე ორ­მო­ცამ­დე მსა­ხი­ო­ბი დგას და არც ერ­თი წა­მით, არც ერ­თი მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზე "უსაქ­მუ­რად" არ დგას. თე­ატ­რა­ლუ­რი ტერ­მი­ნით, რომ ვთქვათ ისი­ნი უკ­ლებ­ლივ "მუ­შა­ო­ბენ"...

ფეს­ტი­ვა­ლის კლუბ­ში, იტა­ლი­ერ ეზო­ში, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ მდე­ბა­რე­ობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ვი­დე­ო­პერ­ფორ­მან­სი "პან­თე­სე­ლეა-პა­თო­ლო­გია" გერ­მა­ნი­ი­დან, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი, სცე­ნოგ­რა­ფი და მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ევი შუ­ბერ­ტია. მსგავს ვი­დეო პერ­ფორ­მან­ს­თან შე­ხე­ბა პირ­ვე­ლად რო­დი მქო­ნია სხვა­დას­ხ­ვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მა­ინც გა­უ­გე­ბარ და ამო­უხ­ს­ნელ ამო­ცა­ნად რჩე­ბა, რა­ტომ გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ეს ფორ­მა­ტი თე­ატ­რა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას. ის უფ­რო სა­ტე­ლე­ვი­ზო სპექ­ტაკ­ლის სპე­ცი­ფი­კა­ში თავ­ს­დე­ბა, ვიდ­რე ცოცხალ თე­ატ­რა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. დამ­ს­წ­რე­ე­ბის სი­უხ­ვის მი­უ­ხე­და­ვად "წარ­მოდ­გე­ნამ" უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა.

დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა "თე­ატ­რ­მა იშ" ის­რა­ე­ლი­დან, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც მა­რია ნე­მი­როვ­ს­კი გახ­ლ­დათ და მას­ში სა­მი მსა­ხი­ო­ბი ფი­ო­დორ მა­კა­რო­ვი, ნო­ამ რუ­ბინ­შ­ტა­ი­ნი და იოლა­ნა ზი­მერ­მა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. სპექ­ტაკ­ლი ჟან­რობ­რი­ვად მოძ­რა­ო­ბის თე­ატრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, თუმ­ცა ზღვა­რი ვერ­ბა­ლურ­სა და არა­ვერ­ბა­ლურ თე­ატრს შო­რის მა­ინც წაშ­ლი­ლია. მარ­თა­ლია რე­ჟი­სო­რი უარს ამ­ბობს ტექ­ს­ტის, დრა­მა­ტურ­გი­ის - კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრა­ზე­ბი და სიტყ­ვე­ბი სპექ­ტაკ­ლ­ში მა­ინც ვერ­ბა­ლურ დატ­ვირ­თ­ვას იძენს. სპექ­ტაკ­ლი ეტი­უ­დე­ბის პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი, თუმ­ცა სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი ხა­ზი არ ირ­ღ­ვე­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მა­ყუ­რე­ბელს პლას­ტი­კის ენით გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­გე­ბა­ში. მაია ნე­მო­როვ­ს­კის სპე­ტაკ­ლი "ქა­ო­სუ­რი ოდი­სეა" და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის მან­ძილ­ზე თე­ატ­რა­ლურ სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვე­ბის, სტი­ლე­ბის, ჟან­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე. სპექ­ტაკ­ლი არც მხო­ლოდ კლო­უ­ნა­დაა და არც ტრა­გი­კო­მი­კუ­რი ფარ­სი.

"სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ბა­ლე­ტის" ჩი­ნუ­რი ვერ­სია შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ლუი ჟენ­მა პე­კი­ნი­დან. "პო­ლი მე­ნეჯ­მენტ ჯგუფ­ში" ოც­და­ა­თამ­დე მსა­ხი­ო­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და თორ­მე­ტი წლი­საა, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვილ სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს სცე­ნა­ზე. და­სის ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის დო­ნე მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. წარ­მოდ­გე­ნა­ში ცეკ­ვის ენით მოთხ­რო­ბი­ლია და ახ­ს­ნი­ლია კუნ­ფუს ცხრა გრაგ­ნი­ლის ფი­ლო­სო­ფია, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მე­დი­ტა­ცი­ურ წარ­მოდ­გე­ნა­ში "კუნ­ფუს გა­მოცხა­დე­ბა - 9 გრაგ­ნი­ლი". შე­სა­ბა­მი­სად სპექ­ტაკ­ლი ცხრა ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც ევო­ლუ­ცი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და კულ­მი­ნა­ცი­ას ფი­ნალ­ში აღ­წევს. წარ­მოდ­გე­ნის იდეა მა­ყუ­რებ­ლის კა­თარ­ზი­სია.

არა­ნაკ­ლე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თის უკ­ვე ცნო­ბილ­მა ფი­ლიპ ჟან­ტის თე­ატ­რ­მა საფ­რან­გე­თი­დან. ორი წლის ფი­ლიპ ჟან­ტის კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რალ­რუ ფეს­ტი­ვალ­ზე აჩ­ვე­ნა ქარ­თ­ველ მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი, წელს ისი­ნი სპექ­ტაკ­ლით "უძ­რა­ვი მოგ­ზა­უ­რე­ბი" გვეწ­ვივ­ნენ. ჟან­ტის და­სი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფია ევ­რო­პა­ში, რო­მე­ლიც თო­ჯი­ნუ­რი თე­ატ­რის დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­თან (და ცოცხალ მსა­ხი­ობ­თან) სინ­თეზსს გვიჩ­ვე­ნებს. ბუ­ნებ­რი­ვია თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ეს ფორ­მა ახა­ლი არ არის, მაგ­რამ მათ წარ­მოდ­გე­ნა­ში ადა­მი­ა­ნი-მსა­ხი­ო­ბის და თო­ჯი­ნა-მსა­ხი­ო­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი უმაღ­ლეს ეს­თე­ტი­კურ და ტექ­ნი­კურ დო­ნე­ზეა მიღ­წე­უ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, თი­თო­ე­უ­ლი მი­ზან­ს­ცე­ნა დახ­ვე­წი­ლია და ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ სპექ­ტაკლს, რო­მე­ლიც 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, აკ­ლია ერ­თი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი. ცალ­კე­უ­ლი ეტი­უ­დე­ბი თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რებს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მა­თი ერ­თობ­ლი­ო­ბა არ­ღ­ვევს სპექ­ტაკ­ლის მთლი­ა­ნო­ბას და ღლის მა­ყუ­რე­ბელს. ფი­ლიპ ჟანტს აქვს უსაზღ­ვ­რო ფან­ტა­ზია და გა­მომ­გო­ნებ­ლობ­სი უნა­რი, მი­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი კი მა­ღა­ლი სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ოს­ტა­ტო­ბით, გარ­და­სახ­ვის უნა­რი­თა და კარ­გი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი მოგ­ზა­უ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც უნებ­ლი­ეთ, თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბენ კონ­ტი­ნენ­ტი­დან კონ­ტი­ნენ­ტ­ზე. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი კი ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტი და ბუ­ნე­ბაა, ოკე­ა­ნე­ში შემ­თხ­ვე­ვით ჩა­ვარ­დ­ნი­ლე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ უდაბ­ნო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან, გზათ კი მათ უამ­რა­ვი თავ­გა­და­სავ­ლი ხვდე­ბათ, რო­მე­ლიც შთამ­ბეჭ­და­ვი თე­ატ­რა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არის გად­მო­ცე­მუ­ლი სცე­ნი­დან პარ­ტერ­ში.

ფეს­ტი­ვა­ლის მა­ყუ­რე­ბელს წინ ფი­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის "სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი ევ­რო­პის გუ­ლი­დან", მექ­სი­კე­ლე­ბე­ის "ჯამ­ბა­ზე­ბის შოუ" და აზ­დ­რა­მის მოლ­დო­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის პეტ­რუ ვიტ­კა­რა­უს სევ­დი­ა­ნი კო­მე­დია "შექ­ს­პი­რი" ელის. ერ­თი რჩე­ვა მა­ყუ­რე­ბელს: ნუ ვიქ­ნე­ბით სნო­ბე­ბი და ნუ გა­დავ­წყ­ვეთ გვერ­დი ავუ­ა­როთ მდი­და­რი თე­ატ­რა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბის და­სე­ბის წარ­მოდ­გე­ნებს, რად­გან დად­გა დრო "თე­ატ­რი ევ­რო­პის გა­რე­თაც ავი­დეს მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე" (პი­ტერ ბრუ­კი). ბრუ­კი­სე­უ­ლი ამ სიტყ­ვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ბე­ლო­რუ­სი­ის და ის­რა­ე­ლის თე­ატ­რა­ლურ­მა და­სებ­მა უკ­ვე და­ამ­ტ­კი­ცეს.

 

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში