იაფი ფან­დე­ბი სცე­ნა­ზე
28 სექტემბერი, 2012
1586
print

მი­თე­ბი და რე­ა­ლო­ბა ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რის შე­სა­ხებ

“24 სა­ათ­ში” თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მი­მო­ხილ­ვი­თი სტა­ტი­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე უკ­ვე დავ­ბეჭ­დეთ. დღეს მცი­რე ტექსტს მხო­ლოდ ერთ თბი­ლი­სურ კუ­დაბ­ზი­კო­ბა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლიც, რო­გორც ხვდე­ბით, პირ­და­პირ კავ­შირ­შია 2012 წლის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­თან.

ყვე­ლა­ზე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბი და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ზე დი­დი აჟი­ო­ტაჟ-ოვა­ცი­ე­ბი 26 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის და­გეგ­მილ სპექ­ტაკლს ეკუთ­ვ­ნო­და. შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რ­ში ოს­ტ­როვ­ს­კის პი­ე­სას “ზოგ­ჯერ ბრძე­ნიც შეც­დე­ბა” ოლეგ ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი თა­მა­შობ­და. თე­ატ­რი გა­ივ­სო, იდ­გ­ნენ და ით­მენ­დ­ნენ 4-სა­ა­თი­ან წარ­მოდ­გე­ნას ახალ­გაზ­რ­დე­ბი და სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, ჯერ ისევ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბი­ლი გე­მოვ­ნე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მქო­ნე ახა­ლი ელი­ტა-ინ­ტე­ლი­გენ­ცია. მოკ­ლედ, სა­ნა­ხა­ო­ბა დარ­ბაზ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც თე­ატ­რ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო და­დის... და ეს ავ­ტო­რი­ტე­ტი ამ­ჯე­რად ეკ­რა­ნი­დან და რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი­დან ცნო­ბი­ლი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი აღ­მოჩ­ნ­და. ცხა­დია, დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია თე­ატ­რის სა­ხელ­მაც. ოლეგ ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცოცხა­ლია მი­თე­ბი - უნი­კა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ. სა­ოც­რად მი­თო­სუ­რია აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ატ­რის საპ­რე­ზენ­ტა­ციო ტექ­ს­ტიც სა­ფეს­ტი­ვა­ლო კრე­ბულ­ში:

“1978 წელს ჩაპ­ლი­გი­ნის ქუ­ჩა­ზე, ერ­თი პა­ტივ­სა­ცე­მი სახ­ლის სარ­დაფ­ში, "არა­თე­ატ­რა­ლურ" შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­საც ოლეგ ტა­ბა­კო­ვი ედ­გა სა­თა­ვე­ში, მბჟუ­ტა­ვი ნა­თუ­რა ანა­თებ­და. ამ სარ­და­ფის და­გეგ­მა­რე­ბას სცე­ნის მხატ­ვა­რი და­ვიდ ბო­როვ­ს­კი გა­ნა­გებ­და. დრა­მის სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლი­დან ოლეგ ტა­ბა­კო­ვის სტუ­დენ­ტებ­მა და კო­ლე­გებ­მა კედ­ლე­ბი შა­ვად შე­ღე­ბეს, სარ­და­ფი სვე­ლი კედ­ლე­ბი­დან ჩა­მოც­ვე­ნი­ლი გა­მუ­რუ­ლი ქვი­ში­სა და ათა­სი ნარ­ჩე­ნის­გან გა­ა­სუფ­თა­ვეს, ცე­მენ­ტის იატაკ­ზე ფიც­რე­ბი და­ა­გეს და შა­ვად შე­ღე­ბეს. პა­ტა­რა თე­ატ­რი "ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ობ­თა სტუ­დი­ად" გა­მოცხად­და, სა­დაც მხო­ლოდ იღ­ბ­ლი­ა­ნებს შე­ეძ­ლოთ, სა­ა­თო­ბით რიგ­ში დგო­მის შემ­დეგ, თორ­მეტ რი­გად გაწყო­ბილ ხის სკა­მებ­ზე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა.

ეს საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თა­ვის დრო­ზე "ლე­გენ­და­რუ­ლი" გახ­და, რად­გან იქ ცხოვ­რობ­დ­ნენ: პო­ლა­რუ­ლი მკვლე­ვა­რი კრენ­კე­ლი, მა­თე­მა­ტი­კო­სი ჩაპ­ლი­გი­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის უფ­რო­სი ეჟო­ვი. ჩვე­ნი დრო­ის 12

პა­რა­დოქ­სი სწო­რედ ისაა, რომ დღეს ზე­და სარ­თუ­ლე­ბი კი არ აქ­ცევს სახლს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, არა­მედ სარ­და­ფი - ოლეგ ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რი-სტუ­დია. სტუ­დი­ას მხო­ლოდ 1986 წლის დე­კემ­ბერ­ში, თით­ქ­მის ათი წლის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭა სა­ხე­ლი - "მოს­კო­ვის თე­ატ­რი ოლეგ ტა­ბა­კო­ვის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით". ამ დრო­ი­სათ­ვის თე­ატ­რ­მა უკ­ვე მო­ა­ხერ­ხა და გა­ა­ქარ­წყ­ლა მოს­კო­ვე­ლი თე­ატ­რა­ლე­ბის ცრურ­წ­მე­ნა, რომ მსა­ხი­ო­ბი ვერ შეძ­ლებს თე­ატ­რის მარ­თ­ვას. ოლეგ ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რი მოგ­ზა­უ­რობს რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე საზღ­ვარ­გა­რეთ. დასს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტ­რო­ლე­ბი ჰქონ­და: იტა­ლი­ა­ში, ამე­რი­კა­ში, იაპო­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, უნ­გ­რეთ­ში, კა­ნა­და­ში, ის­რა­ელ­სა და ჩე­ხეთ­ში."

ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მოვ­დ­გე­ბი 80-იანი წლე­ბის რუ­სუ­ლი თე­ატ­რის ექ­ს­პერ­ტად და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რის წარ­სულ მიღ­წე­ვებს შე­ვა­ფა­სებ. მაგ­რამ ის, რაც დას­მა ორი დღის წინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გვიჩ­ვე­ნა, ნამ­დ­ვი­ლად არ პა­სუ­ხობს იმ მი­თე­ბის მოთხოვ­ნებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტა­ბა­კო­ვის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. “ზოგ­ჯერ ბრძე­ნიც შეც­დე­ბა” მარ­ტი­ვი ბულ­ვა­რუ­ლი კო­მე­დია აღ­მოჩ­ნ­და, რა­შიც ვგუ­ლის­ხ­მობ უმარ­ტი­ვეს ზე­და­პი­რულ კო­მე­დი­ულ მა­ნევ­რებს და რა­შიც იოლად ჩა­ით­რევს მხო­ლოდ იმ მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც არ აქვს პრე­ტენ­ზია, თე­ატ­რა­ლურ სივ­რ­ცე­ში და­ი­ნა­ხოს მე­ტი, ვიდ­რე ხე­დავს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დი­შო­უ­ებ­ში. ყვე­ლა­ფერს კი ის ემა­ტე­ბო­და, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ცუ­დად მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ. არა მხო­ლოდ ვერ გვაწ­ვ­დენ­დ­ნენ ხმას, არა­მედ ყლა­პავ­დ­ნენ სიტყ­ვის ბო­ლო მარ­ც­ვ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა დად­გ­მას. ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ რე­ჟი­სუ­რა მხო­ლოდ სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბა­ზე კი­დია და სხვა ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­თა ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ებს წარ­მო­ად­გენს. წარ­მოდ­გე­ნა სუ­ლაც არ სა­ჭი­რო­ებს დიდ სცე­ნა­სა და სივ­რ­ცეს, თუმ­ცა გა­სა­გე­ბია, რამ გა­ნა­პი­რო­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის არ­ჩე­ვა. არც ერთ სხვა სა­ფეს­ტი­ვა­ლო წარ­მოდ­გე­ნი­სად­მი მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რესს ასე­თი მას­შ­ტა­ბის­თ­ვის არ მი­უღ­წე­ვია. მა­ყუ­რებ­ლის ერთ ნა­წილ­ზე იმოქ­მე­და გვარ­მა - ტა­ბა­კო­ვი, მე­ო­რე­ზე - ბეზ­რუ­კოვ­მა. ეს მე­ო­რე ნა­წი­ლი ბო­ლომ­დე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა მათ­თ­ვის მომ­ხიბ­ლა­ვი მა­მა­კა­ცის მცი­რე ცუნ­დ­რუ­კის გა­მოც კი და მა­ში­ნაც, რო­ცა მსა­ხი­ობ­მა ჰალ­ს­ტუ­ხის ჭა­მის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა, ანუ მა­შინ, რო­ცა ცო­ტა არ იყოს, იაფ­ფა­სი­ა­ნი რუ­სუ­ლი ცი­ნიზ­მით გა­დას­წ­ვ­და მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს. თუმ­ცა ეს ის ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს. თუ ეს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად და­ფიქ­რ­დე­ბა, რუ­სი მსა­ხი­ო­ბი შე­ე­ხო მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ თე­მას, პე­რი­ოდს, წა­მებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს წარ­მოდ­გე­ნე­ბი და მი­თე­ბი, რი­სი გან­ჯა­დო­ე­ბაც ვერ შევ­ძე­ლით. ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა იმ დრო­სა და სივ­რ­ცეს­თან, რო­მე­ლიც სუ­ფევს საბ­ჭო­თა თუ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს გა­რეთ, ჯერ ისევ უცხოა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის. ის ჯერ უსა­ფუძ­ვ­ლო ხიბ­ლებს დას­დევს. სწო­რედ ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზი და­ი­ცა­ლა პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის - მაია კლი­ჩევ­ს­კას “ღმერ­თე­ბის და­ცე­მა­ზე” - სა­დაც მწვა­ვედ დად­გა ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და სტა­ტუ­სის­თ­ვის დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა და ბო­ლომ­დე დარ­ჩ­ნენ და ოვა­ცი­ე­ბი არ და­ი­შუ­რეს სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვის­თ­ვის. ერ­თი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მქო­ნე თავ­ნე­ბა ახალ­გაზ­რ­და კა­ცის­თ­ვის, რო­მე­ლიც, არ ვი­ცი, სხვა დროს რო­გორ, მაგ­რამ ორი დღის წინ სცე­ნა­ზე გვიჩ­ვე­ნებ­და პრო­ფე­სი­ულ ზე­და­პი­რუ­ლო­ბას და წარ­სუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას. ერ­თი სიტყ­ვით, არც არა­ფერს ისეთს, რი­სი ყუ­რე­ბა და შემ­დეგ გან­ს­ჯაც ღირ­და. მაგ­რამ რა­კი მა­ინც გა­ვუ­ძე­ლი და ვუ­ყუ­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სევ­დაც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. სევ­და, რო­მელ­საც იწ­ვევს ჩვე­ნი­ვე თა­ვი - მა­ყუ­რე­ბე­ლი და არა­ვინ სხვა...

 

 

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში