თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი დას­რულ­და
03 ოქტომბერი, 2012
1648
print

30 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში ბო­ლო წარ­მოდ­გე­ნა “და­და­და­დან ტენ­კო" მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა.

იაპო­ნუ­რი დრამ შოუ, რო­მე­ლიც კომ­პაია “ჯი­რაია პრო­დაქ­შენ­მა" მო­ამ­ზა­და ფეს­ტი­ვა­ლის ბო­ლო აკორ­დი აღ­მოჩ­ნ­და. წარ­მოდ­გე­ნა ევ­რო­პუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის და იაპო­ნუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ის სინ­თე­ზია, ამავ­დ­რო­უ­ლად ის გა­ჯე­რე­ბუ­ლია კა­ბუ­კის ელე­მენ­ტე­ბი­თაც.

ოლეგ ტა­ბა­კო­ვის ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი და სიტყ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და ჯამ­ბა­ზის შოუ ენა­ხა მექ­სი­კი­დან. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, ქო­რე­ოგ­რა­ფი და მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლიც გაბ­რი­ე­ლა მუ­ნო­ზია, ხო­ლო სცე­ნოგ­რა­ფე­ბი ვა­ლენ­ტი­ნა მუ­ნო­ზი, ნა­ტა­შა გრეი და მა­რი­ონ სო­სა არი­ან. ერ­თი მსა­ხი­ო­ბის, ჯამ­ბა­ზის შოუ მთლი­ა­ნად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ა­ზე და ინ­ტე­რაქ­ტივ­ზე მა­ყუ­რე­ბელ­თან. სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა ადა­მი­ა­ნის მო­ლო­დინ­სა და იმე­დებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. ეს არის ერ­თი ქა­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბის მა­მამ­კაცს ელო­დე­ბა. ეს მა­მა­კა­ცი კი შე­საძ­ლოა რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელ­ში თა­ვად ირ­ჩევს პრინცს, მეჯ­ვა­რე­ებ­სა და პად­რეს, რო­მე­ლიც მას ჯვარს და­წერს. წარ­მოდ­გე­ნა სა­ხა­ლი­სოა და არა­ვინ იცის რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, არც თა­ვად მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში სპექ­ტაკ­ლი ორ­ჯერ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ორი­ვეს და­ვეს­წა­რი, მა­ინ­ტე­რე­სებ­და იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ას მე­ო­რე სა­ღა­მოს რო­გორ გა­არ­თ­მევ­და თავს გაბ­რი­ე­ლა მუ­ნო­ზი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე წარ­მოდ­გე­ნა გან­წყო­ბე­ბით, სი­უ­ჟე­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ერ­თ­მა­ნე­თის­გან, თუმ­ცა რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ფა­ბუ­ლას იგი­ვეს ტო­ვე­ბენ. მექ­სი­კუ­რი ჯამ­ბა­ზის შოუ “იქ­ნებ, იქ­ნებ" თბი­ლად მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა, წარ­მოდ­გე­ნის მსვლე­ლო­ბის მან­ძილ­ზე ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში, რად­გა­ნაც ინ­ტ­რი­გა გაბ­რი­ე­ლა მუ­ნო­ზიმ თა­ვი­დან­ვე ჩა­აგ­დო მა­შინ, რო­ცა მა­ყუ­რე­ბელ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა და­იწყო.

მე­ოც­ნე­ბე მსა­ხი­ო­ბი ქა­ლი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს რე­ა­ლო­ბას თა­ვი და­აღ­წი­ოს და სურ­ვი­ლე­ბი მცი­რე­დით მა­ინც აიხ­დი­ნოს, სევ­დი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟია, ის ბო­ლოს მა­ინც მარ­ტო რჩე­ბა, რად­გან მას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა არც პირ­ველ და არც მე­ო­რე დღეს მა­ყუ­რე­ბელ­მა არ ისურ­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბი-მა­ყუ­რებ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, რა თქმა უნ­და, სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და მსა­ხი­ო­ბი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა უარს არ ამ­ბო­ბენ მას­ზე.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე პროგ­რა­მა "New" -ს ფარ­გ­ლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა თე­ატ­რ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გის ელ­ჩი­ნის პი­ე­სა “შექ­ს­პი­რი" წარ­მო­ად­გი­ნა. სევ­დი­ან კო­მე­დი­ა­ში მოქ­მე­დე­ბა სა­გი­ჟე­ში ხდე­ბა და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პა­ცი­ენ­ტე­ბი შექ­ს­პი­რის პერ­სო­ნა­ჟებს აცოცხ­ლე­ბენ. სპექ­ტაკ­ლი აზ­დ­რა­მა­ში ცნო­ბილ­მა მოლ­დო­ველ­მა მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, ჟენ იონეს­კოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­სო­რი­სო ბი­ე­ნა­ლეს სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა პეტ­რუ ვიტ­კა­რა­უმ დად­გა. მას­თან სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე ნა­ზიმ ბე­ი­კი­ში­ევ­მა იმუ­შა­ვა, ხო­ლო სპექ­ტაკ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ზიმ კი­ა­ზიმ­ზა­დეს­მა გა­ა­ფორ­მა. ქარ­თ­ველ მა­ყუ­რე­ბელს არა­ერ­თხელ უნა­ხავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბალ გან­ვი­თა­რე­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ამ სპექ­ტაკ­ლ­ში აშ­კა­რად ჩანს ცო­ტა­ო­დე­ნი წინ­ს­ვ­ლა თე­ატ­რა­ლურ აზ­როვ­ნე­ბა­ში, მსა­ხი­ობ­თა თა­მა­შის სტილ­შიც კი, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თე­ატრს მა­ინც ბევ­რი უკ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სრულ­ყო­ფის­თ­ვის.

სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში ლიტ­ვი­დან. კომ­პა­ნია კრის­ტი­ან სმედ­სის პრო­დუქ­ტი “სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი ევ­რო­პის გუ­ლი­დან" ჟან­რობ­რი­ვად დრა­მაა და ის მაქ­სი­მუმ სა­მი მეტ­რის დი­ა­მეტ­რ­ში თა­მაშ­დე­ბა მა­ყუ­რებ­ლით გარ­შე­მორ­ტყ­მულ სივ­რ­ცე­ში. მას­ში ერ­თი მსა­ხი­ო­ბი ალ­დო­ნა ბენ­დო­რი­უ­ტე მო­ნა­წი­ლე­ობს. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნოგ­რა­ფი კრის­ტი­ან სმედ­სია, რო­მელ­მაც დოს­ტო­ევ­ს­კის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის “და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი" ერ­თი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი გა­ა­ცოც­ლა სცე­ნა­ზე. რე­ჟი­სო­რი სო­ნია მარ­მე­ლა­დო­ვას ტრე­ფი­კინ­გის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა. სპექ­ტაკ­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ინ­ტე­რაქ­ტივ­ზე მა­ყუ­რე­ბელ­თან, წარ­მოდ­გე­ნის დაწყე­ბამ­დე მსა­ხი­ო­ბი ჩა­ი­თა და ნამ­ცხ­ვ­რით გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ მა­ყუ­რებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ წრე­ში ინ­ტი­მუ­რი, სახ­ლის, თბი­ლი სი­ტუ­ა­ცია და ატ­მოს­ფე­რო იქ­მ­ნე­ბა, სწო­რედ ამ გა­რე­მო­ში მოგ­ვითხ­რობს და გვიჩ­ვე­ნებს სო­ნია-ალ­დო­ნა ბენ­დო­რი­უ­ტე თა­ვის ტრა­გი­კულ და დრა­მა­ტიზ­მით სავ­სე ის­ტო­რი­ას.

უც­ნა­უ­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის პა­ვი­ლი­ონ­ში ის­რა­ე­ლი­დან. უც­ნა­უ­რო­ბა არა მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლის ფორ­მა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, არა­მედ ში­ნა­არ­ს­შიც. წარ­მოდ­გე­ნა­ზე მა­ყუ­რებ­ლ­თა დარ­ბა­ზი სა­გან­გე­ბო­დაა მოწყო­ბი­ლი ამ­ფი­თე­ატ­რის პრინ­ცი­პით. სა­მოქ­მე­დო სივ­რ­ცე ანუ სცე­ნა კი ორად არის გა­ყო­ფი­ლი. ავან­ს­ცე­ნა­ზე ორი მსა­ხი­ო­ბი დგას, ერ­თი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც და­სარ­ტყამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე უკ­რავს და მე­ო­რე მსა­ხი­ო­ბი ქა­ლი, იგი­ვე მთხორ­ბე­ლი. მათ სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან კე­დე­ლი ჰქოფს, რომ­ლის შუა ნა­წილ­ში მი­ნაა ჩას­მუ­ლი. “მო­ხუ­ცი ცო­ლე­ბის ზღა­პა­რი" (ასე ქვია წარ­მოდ­გე­ნას) რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ევ­რო­პუ­ლი, ძვე­ლი ზღაპ­რის თხრო­ბაა, იმ კე­დელს იქეთ, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე კი სამ­ზა­რე­უ­ლოა მოწყო­ბი­ლი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორც ირ­კ­ვე­ვა ჩვენ­თ­ვის, მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ნამ­ცხ­ვ­რებს ამ­ზა­დე­ბენ. ისი­ნი დრო და დრო ერ­თ­ვე­ბი­ან თხრო­ბა­ში. უც­ნა­უ­რი კი­დევ ის არის, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში უფ­რო მზა­რე­უ­ლო­ბა­ში ავ­ლე­ნენ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, ვიდ­რე არ­ტის­ტო­ბა­ში და კი­დევ ერ­თი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი: წარ­მოდ­გე­ნა­ში ორი (ბი­ჭი და გო­გო) შეზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. თუ არ ვცვდე­ბი, “ჯგუფ მიკ­ლატ 209"-ის პრო­ექ­ტის ჩვე­ნე­ბა პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა მსგავ­სი ტი­პის თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნის ჩვე­ნე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამ ტი­პის თე­ატ­რა­ლურ და­სებს დი­დი ხა­ნია იც­ნობს ევ­რო­პა, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ფრან­გუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი და­სე­ბია, რო­მელ­თა პრო­ექ­ტებ­ში ინ­ვა­ლი­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ კუთხით ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სი “DV8" გახ­ლავთ.

ფეს­ტი­ვა­ლი 2012 დას­რულ­და. დის­კუ­სია წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის, შერ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მის, ფეს­ტი­ვა­ლი­ის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, თუ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სი­ის შე­სა­ხებ თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა. იქ­ნე­ბა ბევ­რი კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნაც (რა­საც მი­ეჩ­ვია კი­დეც ალ­ბათ ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი) და ცო­ტა მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბიც. ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია, მთა­ვა­რია კრი­ტი­კა იყოს ჯან­სა­ღი და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თ­ვის რა­ღა­ცის უკე­თე­სის­კენ შეც­ვ­ლის მას­ტი­მუ­ლი­ზი­რე­ბე­ლი. მთა­ვა­რია ფეს­ტი­ვალ­მა იარ­სე­ბოს და გაჩ­ნ­დეს თუნ­დაც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მოც, რა­თა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს, თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მე­ტი სუ­ლი­ერ-ეს­თე­ტი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს.

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში