დმანისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები
19 ოქტომბერი, 2012
1533
print

17 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდას" ორგანიზებით, პროექტ JOIN-ის (“ადგილობრივი აქტორები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთკავკასიაში", რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია CARE-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება) ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები დმანისის მუნციპალიტეტში ადგილობრივი ბაზრის განვითარების ღირებულებათა ჯაჭვის გამოსავლენად შეიკრიბნენ.

სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრიორიტეტული ეკონომიკური დარგების გამოვლენას და მათზე მსჯელობას მიეძღვნა. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, თვითმმართველობისა და ფერმერთა წარმომადგენლები (დაახლოებით 20-მდე მონაწილე) ბიზნესკონსულტანტებთან ("კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტი") ერთად, განიხილავდნენ სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგებისა და წარმოების განვითარების შესაძლებლობებს. მსჯელობდნენ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივაზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მეზობელი ქვეყნების გამოცდილება და ექსპორტის პოტენციალი.

დმანისის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად შემდეგი დარგები და სფეროები გამოიკვეთა:

- მეცხოველეობა (რძის პროდუქტების წარმოება და მეხორცება. როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის მოშენება და გამრავლება)

- მებოსტნეობა (ძირითადად კარტოფილის და ასევე სხვა ბოსტნეულის წარმოება)

ამასთან, შეხვედრაზე დადგინდა კოოპერაციული მეურნეობების შექმნის საჭიროება და ადგილობრივი თესლწარმოების ფორმირების აუცილებლობაც.

"პროექტი რეგიონებისთვის ეკონიმიკური განვითარების ახალი იმპულსის მინიჭებას ისახავს მიზნად. ჩვენ ხელს ვუწყობთ, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალის გამოვლენას, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, არასამთავრობო და ბიზნესსექტორთან ერთად ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფები ახორციელებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტული ბიზნესგეგმებისა და საინვესტიციო პაკეტების შემუშავება, რათა ადვილად მოხდეს ფინანსური და სხვა რესურსის მობილიზება რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის," - განაცხადა “24 საათთან” საუბარში "სიდას" დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა