თიბისი ბანკის 55-ე ფილიალი დიღომში
30 ოქტომბერი, 2012
2121
print

თიბისი ბანკმა დიღომში ფილიალი გახსნა. ფილიალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მენეჯმენტის წარმომადგენლები.

სერვისცენტრი დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეორე კორპუსშია განთავსებული, ის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ღაძაძემ დღეს საზეიმოდ გახსნა. მისი თქმით, ეს საქართველოს მასშტაბით ბანკის 55-ე, ხოლო უშუალოდ დიღმის მასივში - პირველი ფილიალია.

როგორც სერვისცენტრის დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა აღნიშნა, სერვისცენტრი უკვე ათი დღეა ფუნქციონერებს და კლიენტებს სრულ საბანკო მომსახურებას უწევს. არ გაიცემა მხოლოდ ბიზნესსესხი. სერვისცენტრს უკვე აქვს 100 000-ლარიანი პორტფელი დეპოზიტებში და 25 000-ლარიანი პორტფელი სესხებში. იგი დღეში დაახლოებით 300 კლიენტს ემსახურება. სერვისცენტრში 22 თანამშრომელია დასაქმებული და სამომავლოდ გაფართოება იგეგმება.

ფილიალი დღეიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.ფილიალის საზეიმო გახსნის შემდეგ თიბისი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა პაატა ღაძაძემ 2012 წლის 9 თვის ფინანსური შედეგები შეაჯამა და ასევე ისაუბრა სხვა არაფინანსურ მიღწევებსა და წარმატებებზე. თიბისი ჯგუფმა 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია.

კერძოდ: აქტივები 465 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 806 მილიონ ლარს მიაღწია; სესხების პორტფელი გაიზარდა 287 მილიონი ლარით და ამ დროისათვის 2 მილიარდ 408 მილიონ ლარს გადააჭარბა. 373 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და ამ დროისათვის 2 მილიარდ 357 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმატებულად შეიძლება შეფასდეს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიის "ბანკი კონსტანტას" ზრდის დინამიკაც. 2012 წლის განმავლობაში "კონსტანტამ" 45%-ით გაზარდა აქტივები, 40%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი, 244%-ით გაიზარდა ანაბრების პორტფელი.

2012 წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საკრედიტო პორტფელი 17%-ით პროცენტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე "თიბისი კრედიტის" აქტივები 13.5%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი - 24%-ით. 24 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა "თიბისი ინვესტის" (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი. რაც შეეხება თიბისი ბანკს, ანაბრების ბაზარზე ის კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 33.7% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული.

ბანკის ამ წარმატებას არ ჩაუვლია საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოების გარეშე. თიბისი ბანკმა 2012 წლის განმავლობაში აიღო სამი უმსხვილესი საერთაშორისო ჟურნალის Global Finance-ის, Emeafinance-ისა და Euromoney-ს ჯილდოები და დასახელდა როგორც 2012 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში.

გარდა ამისა, 2012 წელს Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი ორ კატეგორიაში აამაღლა: გრძელვადიანი რეიტინგი გაიზარდა "B+" დან "BB-" მდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი გაიზარდა "B+"დან "BB-" მდე.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა