"სინეტიკ თეატრი" პირველად თბილისში
03 ნოემბერი, 2012
1534
print

დღეს, ხვალ და კიდევ 8-9 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ვაშინგთონში უკვე კარგად ცნობილი "სინეტიკ თეატრის" დასი ორ სპექტაკლს "სტუმარ-მასპინძელსა" და "მეფე ლირს" ითამაშებს.

სინეტიკის თეატრი პაატა და ირინას ციქურიშვილების დაარსებულია. ყველაფერი 1997 წელს ამერიკაში მათი გადმოსვლით დაიწყო.

სრულიად ახალი თეატრის კონცეფციის დამკვიდრება წყვილმა ხელოვნების სხვადასხვა დარგის და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზის საშუალებით შეძლო.

სინეტიკის დებიუტი 2002 წელს შედგა. პირველივე სპექტაკლში თეატრმა ჰელენ ჰეიზის სახელობის ცნობილი თეატრალური პრიზი მოიპოვა თანაც სამ ნომინაციაში. მიუხედავად იმისა, რომ სინეტიკის წარმოდგენებს ყოველწლიურად ვაშინგტონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი 90-მდე პროფესიონალური თეატრალური დასი უწევს კონკურენციას.

ირინას ციქრუშვილს, როგორც სინეტიკის ქორეოგრაფს და მსახიობს, ჰელენ ჰეიზის 30 ნომინაცია და 10 პრიზი აქვს მოპოვებული. მათ შორის წლის საუკეთესო ქორეოგრაფის 7 ჯილდოა. ირინა პერიოდულად ჯორჯთაუნის და ამერიკის უნივერსიტეტებში მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობს და წლის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო კურსებს ატარებს.

თეატრში პაატა და ირინასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი ხელოვანია დასაქმებული. მათ შორის არიან დასის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი -ირაკლი კავსაძე და კომპოზიტორი -კონსტანტინე ლორთქიფანიძე. რამდენიმე სპექტაკლის მხატვრული გაფორმება ცნობილ ქართველ სცენოგრაფს, გიორგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის. ზოგიერთ სპექტაკლში კი გია ყანჩელის მუსიკაა გამოყენებული.

ვაშინგტონის ყოველკვირეულმა გაზეთმა "Metro Weekly" სინეტიკის შესახებ ერთხელ თქვა: "ეს არის თეატრი, რომელიც ადამიანის სულს წვდება და აფორიაქებს".

"სტუმარ-მასპინძელი" დასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო სპექტაკლი. დასის ხელმძრვანელობა თვლის, რომ ამით სამშობლოს წარმოვადგენენ თავისი ტრადიციით, ხასიათით, აზროვნებით. წარმოდგენაში კახი კავსაძე თამაშობს და მის პრემიერას ვაშინგტონში დიდი წარმატება ხვდა წილად.

სინეტიკ თეატრის "მეფე ლირის" პრემიერა Shakespeare Theater-ში გაიმართა, როდესაც რეჟისორმა პაატა ციქურიშვილმა შექსპირის ოპუსი ტრაგიკულ ფარსად აქცია თავისი აბსურდით, ლოგიკური დასასრულით, თუნდაც პოლიტიკური აქცენტებით. სილაზე შექსპირს კლოუნები თამაშობენ ქვიშის იმიტაციით სცენაზე 3 ტონა კორპის ხის ნახერხი ყრია, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და რბილი მასა, თუმცა ეს ნახერხი მსახიობებს არ უშლით ხელს ასეთ ექსტრემალურ რიტმში ითამაშონ.

სინეტიკ თეატრის რეპერტუარი ფართოა. მათგან შეიძლება ჩამოვთვალოთ: "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მაკბეტი", "რომეო და ჯულიეტა", "ოტელო", "მეფე ლირი"... თუმცა "ჰამლეტის" პრემიერამდე, ისიც ფაქტია, რომ უტექსტო "ჰამლეტზე" კრიტიკა ისტერიკაში იყო, - "როგორ?! როგორ ბედავენ, ეს იგივეა, ბიბლიას ტექსტი გამოაცალო!.." მაგრამ "ჰამლეტის" პრემიერა რომ ითამაშეს, Michael Kahn-მა, ცნობილმა შექსპიროლოგმა, რომელიც ამავდროულად Shakespeare Theater-ის სამხატვრო ხელმძღვანელია, სკეპტიკოსების გასაგონად თქვა: შექსპირი მარტო სიტყვა არ არის!..

Cristal City ვაშინგტონში სინეტიკ თეატრის სცენაა, თუმცა პარალელურად Synetic Theater- უკვე წლებია წარმატებით გამოდის ვაშინგტონის Shakespeare Theater-სა და Kennedy Center-ში, იქ, სადაც მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს მიღებული... თეატრის ოსკაროსანმა რეჟისორმა პაატა ციქურიშვილმა თავისი ხმაურიანი ენერგიით ვაშინგტონში შეუძლებელი შეძლო. ყოველი სპექტაკლი ირინა ციქურიშვილის ქორეოგრაფიაზე "დგას", თეატრალური თხრობის ფორმა კინოენას აქვს მოტანილი და როგორც იტყვის, ეს უფრო ექსტრაორდინალური სტილია. იმ პიესებს, რაც სცენაზე გადაიტანა და რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა, არქაიზმი ჩამოაცილა, "შექსპირი დაამუნჯა და ამავე დროს საოცრად მეტყველი გახადა"...

რუსთაველის თეატრში გასტროლებისთვის "სინეტიკ თეატრი: დიდი ხანია რაც ემზადება. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახლდათ დეკორაცია, რომელიც თბილისური წარმოდგენებისთვის სპეციალურად თბილისში მომზადდა. პაატა ციქურიშვილი ვარადოებს რომ ამიერიდან წელიწადში ერთხელ მაინც გამართავს სამშობლოში წარმოდგენებს.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში