ჯვარი 9 წლის შემდეგ
27 ნოემბერი, 2012
1559
print

დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მცხეთის ჯვარზე 9 წლის განმავლობაში მოქმედი ლაბორატორიული ხარაჩოს დემონტაჟს თავად უხელმძღვანელებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ჩატარებული სამუშაობის მნიშვნელობას და მასშტაბს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტი დასრულდა. მცხეთის ჯვარზე 9 წლის განმავლობაში დამონატაჟებული ლაბორატორიული ხარაჩოს დემონატაჟი უკვე მიმდინარეობს. სააგენტოს წარმომადგენელბის აზრით, ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ერთ-ერთი მწავე პრობლემა დაძლეულია. მცხეთის ჯვრის უძველესი რელიეფები განადგურებისგან გადარჩენილია.

9 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ეტაპობრივი კვლველვითი და საკონსერვაციო სამუშაობის შედეგად, განადგურებას გადაურჩა მცხეთის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ და გვერდით წახნაგებზე განთავსებული რელიეფები, რომელზეც მცხეთის ჯვრის მაშენებელი ერისთავები - სტეფანოზ ქართლის პატრიკიოსი, ადარნერსე და დემეტრე ვიპატოსია გამოსახული. მცხეთის ჯვრის რელიეფები ქრისტეანული სამყაროს საფასადე ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული ნიმუშება და 586-604 წწ. თაღიღდება

საერთაშორისო ორგანიზაცია “იკრომის” ქვის კონსერვაციის ექსპერტი საიმონ ვარაკი მცხეთის ჯვრის მდგომარეობას რამდენიმე წელი იკვლევდა. სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაობის და სპეციალურად დამონტაჯებული კლიმატკონტროლების დაკვირვბის შედეგად, პროფესორმა მცხეთის ქვის კონსერვაციის საგანგებო მეთოდი შეიმუშავა, რომელიც უძველეს რელიეფებს საუკუნოვან ცხოვრებას გაუხანგრძლივებს.

საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ასევე პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა მცხეთის მცირე ჯვარი, მისი კონსერვაციის მეთოდოლოგიის არ არსებობსი გამო, წლების განმავლობაში ძეგლის მდგომარეობა ნელ ნელა მძიმდებოდა. უკვე დღეს მცხეთის მცირე ჯვარის მდგომარება სტაბილურია და მისი ფიზიკური მდგომარეობა ექსპერტების მიერ დედებითად ფასდება. მცხეთის ჯვრის კომპლექსის ურთულესი დაზიანებები რეაბილიტირებულია. პროექტის მიხედვით მთლიანად აღდგენილია მცირე ჯვარი. სხვადასხვა სახის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა კარიბჭეს, ცენტრალურ ნავსა და ეკვდერს, დიდ ტაძარს, დიდი ტაძრის სამხრეთ სენაკს, გალავანს, დასავლეთ მხარის სუბსტრუქციასა და კედელ-ბურჯებს.

მცხეთის მცირე ჯვრის გადარჩენის საკითხზე იუნესკოში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტაძარზე მინიმალური ჩარევებით, განხორციელდა ძირეული კონსერვაცია.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა