"ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
05 დეკემბერი, 2012
1632
print

ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის მართვის ახალი პლატფორმა

4 დეკემბრიდან ტელესივრცეში ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის ახალი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, სადაც კლიენტთან ურთიერობის ახლებურ მიდგომაზეა აქცენტი და მისი მთავარი მესიჯი ასეთია: "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშნელოვანია". სამოცწამიანი ვიდეორგოლის ბოლოს, რომელიც სტუდია "სანგუკომ" დაამზადა, ახალი ატრიბუტი "ურთიერთობის ნიშანი" (ჩაკიდებული ხელები) ჩნდება, რაც ბანკის ახალ პოზიციონირებას გამოხატავს და ხაზს უსვამს იმას, რომ წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ბანკსა და მომხმარებელს შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობაა.

4 დეკემბერს ეროვნულ გალერეაში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი მიდგომის დანერგვას იწყებს, რაც „სოსიეტე ჟენერალის" გლობალური სტრატეგიის ნაწილია. Building Team Spirit Together ("ერთად შევქმნათ გუნდური სულისკვეთება") - გულისხმობს, რომ ბანკის თითოეული თანამშრომელი და მომხმარებელი ერთად ქმნის გუნდს ერთიანი მიზნით, სადაც თითოეული მხარის წარმატება მეორე მხარის წინსვლას განაპირობებს. როგორც ბანკი "რესპუბლიკას" წარმომადგენლები აცხადებენ: ბანკისა და მომხმარებლის ურთიერთობას ორმხრივი თანამშრომლობა განაპირობებს, სწორედ ეს დამოკიდებულებაა ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის საფუძველი. ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებელს სთავაზობს მის მოთხოვნებზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე ზუსტად მორგებულ კომფორტულ პირობას და ამ ნაბიჯით "სოსიეტე ჟენერალი" ამყარებს იმ გუნდის ერთიანობას, სადაც ყოველი წევრის წარმატება საერთო წარმატებაა.

როგორც ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფრედერიკ უდეა აღნიშნავს: "უაღრესად ცვალებად გარემოში ჩვენი პრიორიტეტი ერთმნიშვნელოვნად კლიენტი და მომსახურების ის ხარისხია, რომელსაც მას ვუწევთ. ჯგუფისთვის, რომელსაც 77 ქვეყანაში დაახლოებით 160 000 თანამშრომელი ჰყავს, უკიდურესად მნიშვნელოვანია წევრებს შორის საერთო კულტურისა და მტკიცე ღირებულებების გაზიარება. სწორედ ამას აკეთებს "სოსიეტე ჟენრალი". "ერთად ვიზრუნოთ გუნდურ სულისკვეთებაზე" უბრალო დაპირებაზე მეტია. ეს არის მთელი ჩვენი ცოდნისა და ენერგიის კლიენტების ნდობის მოპოვებაზე კონცენტრირების ვალდებულება, იმისთვის, რომ მათ ჩვენ საკუთარი გუნდის წევრებად აღვიქვან."

ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანია, ბანკი "რესპუბლიკა" 2015 წლისთვის სამაგალითო ბანკი გახდეს და სწორედ ამ მიზნით გადადის იგი მართვის ახალ პლათფორმაზე.

კრისტიან კარმანიოლი, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის გენერალური დირექტორი: "ამ ახალი პლატფორმის მთავარი საყდენი ღერძი არის დევიზი: "ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია". ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვზრუნავთ ყველა თანამშრომელზე, ყველა კლიენტზე. გარწმუნებთ, რომ ეს კონცეფცია ჩვენი რეალური სახეა და არა მხოლოდ პიარი. ბანკი "რესკუბლიკა" უკვე აღიარებულია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, მაგრამ ჩვენ ეს მიდგომა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ უნდა განვავითაროთ გრძელვადიანი ურთიერთობები ჩვენს კლიენტებთან. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კლიენტები კარგ მდგომარეობაში იყვნენ. მათზე ზრუნვა დღეს არ დაგვიწყია, მაგრამ ახალი პლატფორმა ნიშნავს ვიყოთ უფრო თანმიმდევრულები, რომ შესაძლებელი გახდეს მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება."

ბანკის ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი თანამშრომლებისა და კლიენტებისადმი ასეთია: ისინი არიან არა "შემსრულებლები" და "მევალეები", არამედ პატრნიორები. ახალი სტრატეგიის შექმნის მიზნით პირველი ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. როგორც ბანკი "რესპუბლიკას" კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ გვითხრა - ხვალიდან ყველა ფილიალში ყველა კლიენტს პირადი მრჩეველი მოემსახურება, რომელთა ნაწილის გადამზადება უკვე განხორციელდა და 2013 წელშიც გაგრძელდება. ბანკი "რესპუბლიკა" უზრუნველყოფს, რომ ყველა ფილიალში "ღია სალარო" იყოს. ეს ნიშნავს, იმას რომ კლიენტებსა და ბანკში თანამშრომლებს შორის "მინის ბარიერი" აღარ იარსებებს და ისინი უკვე მაგიდასთან, პირისპირ შეძლებენ საუბარს და თანამშრომლობას.

რამაზ კუკულაძე, ბანკი "რესპუბლიკას" კომერციული დირექტორი: "შემოვიღეთ პირადი ბანკირის - მრჩეველის ინსტიტუტი, რომელიც მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ეს სამომავლოდ დასაქმებულთა რაოდენობასაც გაზრდის, მაგრამ პირველ ეტაპზე არსებული რესურსით დავკმაყოფილდებით. პირადი ბანკირების ფუნქცია იქნება სწორი რჩევა მისცენ კლიენტებს, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები ისე, რომ პრობლემები არ შეექმნათ. ამ მიდგომამ შესაძლოა პირველ ეტაპზე გვაზარალოს, მაგრამ გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს იქნება მომგებიანი ორივე მხარისთვის."

მაკა ბიბილაშვილი

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა
10 ნოემბერი, 2012 „ვი­თი­ბი ბან­კის" სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სეს­ხი 15 პრო­ცენ­ტად