“სამაიას” სამიანი
12 ოქტომბერი, 2009
1579
print

მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში დასრულებული ევროპის თასი ქართული საჭადრაკო კლუბის “სამაიას” მესამე ადგილითა და სპეციალური თასით დასრულდა.

საპრიზო ადგილების ბედი გათამაშების ბოლო ტურში გაირკვა. რუსულმა “სპარტაკ-ვიდნოემ”, სერბული “რადნიჩკი” 3:1 დაამარცხა და 12 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. იქამდე კი ვერცხლის მედლების დაუფლების საუკეთესო შანსი ჰქონდა “სამაიას”, რისთვისაც პოლონური “პოლონია” ნებისმიერი ანგარიშით უნდა დაემარცხებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პოლონელებთან ჭიდილში მაია ჩობურდანიძის მიერ შავი ფიგურებით მოპოვებულ გამარჯვებას თანაგუნდელთაგან შესაბამისი გაგრძელება არ მოყვა. ლელა ჯავახიშვილმა და მაია ლომინეიშვილმა პარტიები ყაიმით დაასრულეს, სოფო ხუხაშვილმა კი თეთრი ფიგურებით რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგარ მეტოქესთან წააგო და პოლონელებთან დაპირისპირება 2:2 დასრულდა. შედეგად, “სამაიას” მონაკოს “მონტე-კარლოს”, რუსული “ეკონომისტისა” და მონტენეგროს “პოდგორიცას” დარად 9 ქულა მოუგროვდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამე ადგილზე გავიდა. მეორეზე უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირის პირველი რეიტინგის მქონე “მონტე კარლო” აღმოჩნდა.

“სამაიას” შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ლელა ჯავახიშვილს აღმოაჩნდა, რომელმაც შვიდივე ტურში ითამაშა და გუნდს 4.5 ქულით შეეწია. დანარჩენ მოჭადრაკეთა მონაგარი ასეთი გახლდათ: ჩიბურდანიძე - 3.5 (6), ლომინეიშვილი 2 (5), ხუხაშვილი - 3.5 (6), მელია - 2 (4).

სომხურმა “მიკამ”, რომლის ღირსებასაც ნინო ხურციძე (2420) იცავდა, 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით, 11 გუნდს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. ქართველმა მოჭადრაკემ 6 პარტიაში 2.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ გუნდის ლიდერ ელინა დანიელიანს ჩამორჩა - 4 (6). 8 ქულით მე-6 პოზიცია დაიკავა რუმინულმა “კოტნარი-პოლიტენიკამ”, რომელშიც აწ უკვე შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტი (2499) ირიცხებოდა. ქეთევანს რუმინელთა რიგებში პირველი რეიტინგი გააჩნდა, თუმცა, 5 შეხვედრაში მხოლოდ 0.5 ქულის (!) აღება შეძლო.

4-10 ოქტომბერი. ოჰრიდი (მაკედონია). ევროპის მე-14 საჭადრაკო თასი.

ბოლო ტური

“პოლონია” (პოლონეთი) - “სამაია” (თბილისი) 2:2

ივეტა რაილიჩი (2465) - მაია ჩიბურდანიძე (2506) 0:1

ლელა ჯავახიშვილი (2472) - იოლანტა ზავადსკა (2414) 0.5:0.5

კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკა (2321) - მაია ლომინეიშვილი (2378) 0.5:0.5

სოფო ხუხაშვილი (2451) - მონიკა კრუპა (2219) 0:1

“რადნიჩკი” (სერბეთი) - “სპარტაკი” (რუსეთი) 1:3

“ეკონომისტი” (რუსეთი) - “მიკა” (სომხეთი) 2.5:1.5

“მონტე-კარლო” (მონაკო) - “ბეოგრადი” (სერბეთი) 3:1

“კოტნარი-პოლიტექნიკა” (რუმინეთი) - “ვანდოევრე” (საფრანგეთი) 4:0

საბოლოო მდგომარეობა

1. “სპარტაკი”

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა