12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
13 თებერვალი, 2013
1738
print

12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს ავტოსესხზე განახლებულ პირობებს სთავაზობს:

- სესხის განაკვეთი 0%-დან;

- ავტომობილის 6-თვიანი დაზღვევა საჩუქრად;

- თანამონაწილეობა 15%-დან;

- წინსწრებით დაფარვის საკომისიო 0%-დან.

 

ამასთან ერთად, ყველას, ვინც ისარგებლებს “ვითიბი ბანკის” ავტოსესხით, საქართველოს წამყვანი ავტო სადილეროები საჩუქრების პაკეტს სთავაზობენ:

- “კია მოტორს ჯორჯია” - 24-თვიანი უპროცენტო განვადება 7-ადგილიან Kia Sorento-ზე; აგრეთვე შეძლებთ, მიიღოთ სესხი გაუმჯობესებული პირობებით შემდეგ მოდელებზე Kia Sportage და Kia Optima;

- “ჰიუნდაი ავტო საქართველო” - 18-თვინი უპროცენტო განვადება Hyundai ix35-სა და Hyundai Sonata-ზე;

- “სენა ავტო” - აქციის პერიოდში “სენა ავტოში” ავტომობილის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ ტაბლეტ კომპიუტერს "Avatar"-ს და მობილურ ტელეფონს;

- “ჯი-თი მოტორსი” - 12-თვიანი უპროცენტო განვადება Ford-ის და Suzuki-ის ავტომობილებზე;

- “თეგეტა მოტორსი” - 12-თვიანი უპროცენტო განვადება Mazda-ს ავტომობილებზე;

- “ჯეო ავტო” - გადაფორმების ხარჯის დაფარვა ნისანის ავტომობილის შეძენის შემთხვევაში.

“ვითიბი ბანკის” საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა:

დღეს “ვითიბი ბანკი” მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობები ავტოსესხზე. აქციის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ბრენდების ახალი ავტომობილების შეძენა და უამრავი საჩუქრის მიღება საქართველოს წამყვანი ავტოსადილეროებისგან. ასევე შეგახსენებთ, რომ “ვითიბისგან” ავტოსესხის აღება შესაძლებელია 20 წუთში, ავტოსალონიდან გაუსვლელად და მხოლოდ პირადობის მოწმობით.

ცნობისათვის: “ვითიბი ბანკი” (ჯორჯია) “ვითიბის” საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს “ვითიბი” ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. “ვითიბი” ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს.

“ვითიბი ბანკს” (ჯორჯიას) საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი BB გააჩნია.

“ვითიბი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ტელ: 224 - 24 - 24

Mail: PR@vtb.com.ge

Web: www.vtb.com.ge

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა
10 ნოემბერი, 2012 „ვი­თი­ბი ბან­კის" სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სეს­ხი 15 პრო­ცენ­ტად