გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
19 თებერვალი, 2013
1623
print

საქართველოს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს ჭადრაკის დიდოსტატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე გარი კასპაროვი.

კასპაროვი 18 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვია, სადაც ლეგენდარულმა მოჭადრაკემ მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას დაესწრნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე.

კასპაროვმა ისაუბრა ჭადრაკის სასკოლო საპილოტე პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოს 100 საჯარო სკოლაში დაინერგება. პროგრამა ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირებულია ქართულ სკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამასთან.

ბრიფინგზე კასპაროვმა კომენტარი გააკეთა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც და აღნიშნა, რომ, აქამდე დახარჯული 50 მილიარდი დოლარის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციას ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს და დღევანდელი გადასახედიდან ოლიმპიადის ჩატარება, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე დადგეს.

სამინისტროში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ კასპაროვმა პროგრამის - "ჭადრაკი სკოლაში" თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის მსვლელობას პარალელურ, «ონ ლაინ" რეჟიმში ქუთაისის 21-ე და ფოთის მე-2 სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

გარი კასპაროვი: »ყოველთვის მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ამჯერად ჩემს ვიზიტს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგია, რომ გასულ წელს დაგეგმილი სასკოლო ჭადრაკის პროგრამის რეალიზება მიმდინარეობს და ჭადრაკს სახელმწიფოს მხრიდან კვლავ აქვს მხარდაჭერა. ვფიქრობ, საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სასკოლო პროგრამის დანერგვა ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და ასევე გავლენას იქონიებს მოზარდთა სამომავლო განათლებასა და აზროვნების დახვეწაზე."

ზურაბ აზმაიფარაშვილი: «სასიხარულოა, რომ საქართველოს სტუმრობს ისეთი მოჭადრაკე, როგორიც გარი კასპაროვია. კასპაროვთან ერთად ჩვენ საქართველოს სკოლებში ვცდილობთ ჭადრაკის სწავლების იმ თანამედროვე პროგრამის დანერგვას, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ჭადრაკს, არამედ სწრაფად აზროვნებას შეაჩვევს. ეს კი მოზარდების შემეცნებისა და განათლების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია."

გიორგი გიორგაძე: "პროგრამა "ჭადრაკი სკოლაში" ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სასიხარულოა, რომ გარი კასპაროვის საჩვენებელ გაკვეთილებში საქართველოს რეგიონული სკოლებიც ჩაერთვებიან და ქუთაისისა და ფოთის სკოლების მოსწავლეებსაც მიეცემათ შანსი მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის გაკვეთილები მოისმინონ. ასე რომ, დასაწყისი კარგია და იმედი გვაქვს ეს პროგრამა დიდ წარმატებას მოგვიტანს."

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული