აბიტურიენტებისთვის: რატომ კავკასიის უნივერსიტეტი?
15 მარტი, 2013
4624
print

1. კავკასიის ბიზნესის სკოლა

- ბიზნესის სკოლას გააჩნია CEEMAN-ის საერთაშორისო აკრედიტაცია;

- ბიზნესის სკოლა არის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი კონკურენტუნარიანობის ქსელის წევრი;

- ბიზნესის სკოლა მსოფლიოს 1000 ავტორიტეტული უნივერსიტეტის დეკანის გამოკითხვის შედეგად, აღიარებულია თავისი სფეროს საქართველოს საუკეთესო სკოლად;

- კავკასიის ბიზნესის სკოლას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების კუთხით;

- კავკასიის ბიზნესის სკოლა ლიდერია პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობით. CSB-ის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია ორმაგი ხარისხსი პროგრამა, რაც გულისხმობს CSB-სთან ერთად, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლას და ორი დიპლომის მიღებას.

- CSB-ში სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალკვალიფიციური ლექტორები და სხვადასხვა სფეროს ყველაზე წარმატებული ადამიანები.

ბიზნესის ადმინისტრირება:

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 230;

- წლიური გადასახადი - 7500 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ.მეცნიერებები ან გეოგრაფია.

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი:

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 30;

- წლიური გადასახადი - 7500 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ.მეცნიერებები ან გეოგრაფია.

2. კავკასიის სამართლის

სკოლა

- ერთადერთი იურიდიული ფაკულტეტია საქართველოში, სადაც იურიდიული ინგლისური 2 წლის განმავლობაში ისწავლება;

- ერთადერთი იურიდიული ფაკულტეტია საქართველოში, სადაც საერთაშორისო საჯარო სამართლის საგნების სწავლება წარმოებს ინგლისურ ენაზე.

- ერთადერთი იურიდიული ფაკულტეტია საქართველოში, სადაც უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად, მოქმედებს პრეცენდენტულ და კონტინენტურ სამართალზე ორიენტირებული დუალ პროგრამები;

- ერთადერთი იურიდიული ფაკულტეტია საქართველოში, სადაც კლინიკური განათლების პროგრამაში ჩართულია ათზე მეტი საჯარო და კერძო სამართალდამცავი სტრუქტურა;

- ეს არის სკოლა, სადაც საბაკალავრო პროგრამაზე, როგორც სალექციო, ისე პრაქტიკულ კურსებს ხელმძღვანელობენ მხოლოდ სამართლის დოქტორის ხარისხის მქონე ლექტორები;

- ეს არის სკოლა, რომლის მოქმედი სტუდენტები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, მინისტრის მოადგილეები, ვიცე-კონსულები და მსხვილი კომპანიების TOP-მენეჯმენტის წევრები.

სამართალმცოდნეობა

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 80;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- ისტორია და საზ.მეცნიერებები ან მათემატიკა ან გეოგრაფია ან ლიტერატურა.

3. კავკასიის მედიის სკოლა

- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის მიზანია მომავალ ჟურნალისტებს პროფესიონალური უნარ-ჩვევები განუვითაროს ტელე, რადიო, ბეჭდურ და ახალი მედიის ფორმატებში; მედია საშუალებების მართვის სფეროში; პიარ-კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში; მედია კვლევაში. ეს ყოველივე მათ ხდის უნიკალურებს დასაქმების ბაზარზე.

- აუდიოვიზუალური ხელოვნების პროგრამის მიზანია ამ სფეროს ყველაზე დეფიციტური პროფესიონალების ჩამოყალიბება. ღრმა სახელოვნებო განათლებასთან ერთად სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ფოტოგრაფიას, დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ტელერეჟისურას.

- მედიის სკოლის პროგრამები შედგენილია დასავლური გამოცდილების საფუძველზე, ლექტორ-მასწავლებლებად აქ უმეტესად უცხოური უნივერსიტეტებიდან დაბრუნებულ პროფესიონალებს შეხვდებით. სტუდენტებს ხშირად აქვთ შეხება ისეთ ლექტორებთან, რომლებიც თავად არიან დამსაქმებლები.

- მედიის სკოლას აქვს საერთაშორისო პროგრამები. ეს წარმატებულ სტუდენტებს პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. რეიტინგული სტუდენტებისთვის მედიის სკოლაში მოქმედებს, როგორც ერთ-სემესტრიანი გაცვლითი პროგრამები, ასევე ერთწლიანი ორმაგი ხარისხის პროგრამა დიდი ბრიტანეთის ჩესტერის უნივერსიტეტთან. ამ პროგრამის მიხედვით, მედიის სკოლაში 3 წლის განმავლობაში წარმატებულად სწავლისშემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია მეოთხე წელი გაატაროს პარტნიორ უნივერსიტეტში და მიიღოს ორი დიპლომი.

მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა:

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 75;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული)

- ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია ან ლიტერატურა ან მათემატიკა

აუდიოვიზუალური ხელოვნება:

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 20;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული);

- ისტორია და საზ.მეცნერებები ან ლიტერატურა ან გეოგრაფია.

შემოქმედებითი ტური - შიდა საუნივერსიტეტო ტური ყველა აბიტურიენტისთვის.

4.კავკასიის ტექნოლოგიების

სკოლა

- თუ მიმოიხედავთ ირგვლივ, მიხვდებით, რომ ტექნოლოგიებთ გაჯერებულ სამყაროში ცხოვრობთ. სწორედ ამიტომ ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ რეალობაში. ტექნოლოგიების მნიშვნელობა მდგომარეობს მის მასობროვად გამოყენებაში.

- კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ მაღალი დონის აკადემიურ პროგრამას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (ინფორმატიკა). საბაკალვრო პროგრამა ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

- ამ სპეციალობის არჩევით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ ნოვატორი; დანერგოთ ტექნოლოგიური სიახლეები სხვადასხვა სფეროში; მიიღოთ შემოთავაზებები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

- CST-ში გაცვლითი პროგრამები ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტებთან. ყველაზე რეიტინგულ სტუდენტს საშუალება ეძლევა უნივერისტეტის სრული დაფინანსებით, ისწავლოს საზღვარგარეთ პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში.

- კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტები პარტნიორ ორგანიზაციებში მუშაობენ და ამ სფეროს ყველაზე რთულ გამოწვევევბს პასუხობენ.

ინფორმატიკა

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 60;

- წლიური გადასახადი - 4900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- მათემატიკა ან ფიზიკა;

- უცხო ენა (ინგლისური);

- ზოგადი უნარები;

- ქართული ენა და ლიტერატურა.

5. სახელმწიფო მართვის

სკოლა

- თანამედროვე სასწავლო პროგრამები საჯარო მმართველობასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებიც თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან;

- ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის (დუალ) საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ფორმულით 3+1

- სწავლების ოთხი წლის პერიოდში ორი კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა;

- დამატებითი სარგებელი სტუდენტებს: მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში; საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა; დასაქმების ხელშეწყობა; აქტიური სტუდენტური ცხოვრება.

საჯარო მმართველობა

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 50;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია ან ლიტერატურა.

საერთაშორისო ურთიერთობები

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 80;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია ან ლიტერატურა.

6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

- სწავლების ხელმისაწვდომი საფასური;

- რეგიონმცოდნეობის, ფილოლოგიის, ისტორიისა და არქეოლოგიის თანამედროვე პროგრამები;

- სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის უახლესი პროგრამები;

- ოთხი წლის განმავლობაში ერთდროულად ორი კვალიფიკაციიის მიღების შესაძლებლობა:

ა) ძირითადი (Major) სპეციალობა რეგიონმცოდნეობა + დამატებითი (Minor) სპეციალობა - სოციოლოგია/ ფსიქოლოგია/კინომცოდნეობა/სოციალური მუშაკი;

ბ) ძირითადი სპეციალობა (Major) სოციოლოგია + ) დამატებითი (Minor) სპეციალობა - ფსიქოლოგია/ კინომცოდნეობა/ სოციალური მუშაკი;

გ) ძირითადი სპეციალობა (Major) ფსიქოლოგია + დამატებითი (Minor) სპეციალობა - სოციოლოგია/ კინომცოდნეობა/ სოციალური მუშაკი.

- სწავლების ბილინგვური ფორმა: ძირითადი უცხო ენა და მეორე უცხო ენა

რეგიონმცოდნეობა, ფილოლოგია (ინგლისური ენა), ისტორია, არქეოლოგია, კინომცოდნეობა, სოციალური მუშაკი;

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 90;

- წლიური გადასახადი - 3900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული) - ისტორიის და არქეოლოგიის არჩევისას; მხოლოდ ინგლისური - ფილოლოგიის და რეგიონმცოდნეობის არჩევისას;

- ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია ან ლიტერატურა.

სოციოლოგია

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 30;

- წლიური გადასახადი - 3900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია

ფსიქოლოგია

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 60;

- წლიური გადასახადი - 3900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური;

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ. მეცნიერებები ან გეოგრაფია ან ლიტერატურა, ან ბიოლოგია.

7. ტურიზმის სკოლა

- ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში პრიორიტეტული ადგილი უკავია;

- საქართველო, გამომდინარე მისი რეკრეაციული პოტენციალიდან, ყალიბდება განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის მქონე ქვეყნად;

- საქართველოს აკლია კვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტები ტურიზმის სფეროში;

- კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები დასავლურ სტანდარტზეა ორიენტირებული, ამიტომ ტურიზმის სკოლის პროგრამები და პროფესიული კადრები სტუდენტის პროფესიული დახელოვნების დიდ შესაძლებლობას იძლევა;

- კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში აკადემიური სწავლებისა და პროფესიული პრაქტიკის ოპტიმალური თანაფარდობაა, რაც კურსდამთავრებულებს დასაქმებისა და წარმატების მაღალ შანსს აძლევს.

ტურიზმის მენეჯმენტი

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 125 თბილისში და 50 ბათუმში;

- წლიური გადასახადი - 3900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური);

- მათემატიკა ან ისტორია და საზ.მეცნიერებები ან გეოგრაფია.

8. კავკასიის ჯანდაცვის სკოლა

- ჯანდაცვის მენეჯმენტის უახლესი აკრედიტებული პროგრამა დაფუძნებულია და ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებზე;

- ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტს ორი კვალიფიკაციის მიღების საშუალება აქვს: ძირითადი (Major) და დამატებითი (Minor);

- საქართველოში მცირეა კვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მენეჯერები ჯანდაცვის სფეროში, შესაბამისად მათზე მოთხოვნა მაღალია;

- სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, კვლევებზე, პრაქტიკაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა კურსდამთავრებულებს დასაქმებისა და წარმატების მაღალ შანსს აძლევს.

ჯანდაცვის მენეჯმენტი:

- ჩასარიცხი კონტინგენტი - 40;

- წლიური გადასახადი - 5900 ლარი;

- სწავლების ენა - ქართული, ინგლისური

ჩასაბარებელი საგნები:

- ქართული ენა და ლიტერატურა;

- ზოგადი უნარები;

- უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული);

- ნებისმიერი შემოთავაზებული შვიდი საგნიდან (ისტორია ან გეოგრაფია ან მათემატიკა ან ლიტერატურა ან ბიოლოგია ან ქიმია ან ფიზიკა).

ლიდერთა სკოლა

სასწავლო კურსი მოზარდებისთვის

2013 წლის 15 მარტიდან 12 ივლისის ჩათვლით „კავკასიის ლიდერთა სკოლაში“ ხორციელდება 4 თვიანი ნოვატორული სასერტიფიკატო სასწავლო კურსი მოზარდებისთვის - „ეფექტური და პროდუქტიული მოზარდის აუცილებელი ჩვევები და საფუძვლები“.

სალექციო თემატიკა:

- წარმატების პრაქტიკული ფილოსოფია - საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობის დასაბუთება და პროცესის დაწყება. შიშის ილუზიურობა, უკუკავშირის ანალიზი, სოციალური წნეხის ნიველირება;

- სუბიექტური რეალობა, პარადიგმა, ფასეულობები და პრინციპები;

- მოზარდების პროდუქტიულობის ფორმულა - P/PC ბალანსი, ემოციური საბანკო ანგარიში, ნდობის რეზერვის შექმნა ურთიერთობებში;

- მოზარდის აქტიური, ეფექტიანი ქცევის სისტემა;

- ხედვისა და მომავლის სურათის ჩამოყალიბება, მისიის განაცხადის შექმნა;

- პრიორიტეტების მართვა და მათი აღსრულების დისციპლინა;

- ეფექტიანი კომუნიკაცია, მეტყველების ხელოვნება;

- მოგება-მოგებაზე ორიენტირებული აზროვნების სქემა/სინერგია.

კურსით გათვალისწინებულია 14 -დან 18 წლამდე მოსწავლეებისა და აბიტურიენტების სწავლება. სრული კურსის ღირებულება შეადგენს 1100 ლარს.

მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 50.

კურსი მოიცავს ჯამში 18 ლექციასა და 18 სამუშაო შეხვედრას. ლექციის ხანგრძლივობა შეადგენს 2 ასტრ. საათს, ხოლო სამუშაო შეხვედრა 1,5 ასტრ. საათს გაგრძელდება.

ლექციებს კითხულობს „კავკასიის ლიდერთა სკოლის“ დეკანი გია მაისაშვილი.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო