„ჭინ­ჭ­რა­ქა“ მო­ზარ­დი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის
09 მაისი, 2013
1656
print

თბი­ლი­სის ნ. დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დ­მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რი მო­რი­გი პრე­მი­ე­რი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

11, 12, 13 და 14 მა­ისს დიდ სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა დრა­მა­ტურგ გი­ორ­გი ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის პი­ე­სა „ ჭინ­ჭ­რა­ქა“, რომ­ლის დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რია გო­გა ქა­ჩი­ბაია.

რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, მ. თუ­მა­ნიშ­ვი­ლის „ჭინ­ჭ­რა­ქას“ ვერ­სი­ის­გან. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ა­თე­ბიც. რო­გორც ყვე­ლა ზღა­პარ­ში- სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბი ფი­გუ­რი­რებს. ორ მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დია-ზღა­პარ­ში შეხ­ვ­დე­ბით ტყის ბი­ნა­და­რებს, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ხიზ­ნონ. იმოგ­ზა­უ­რებთ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში, მა­გი­უ­რი ნივ­თე­ბის წყა­ლო­ბით ნა­ხავთ რო­გორ და­ა­მარ­ცე­ბენ ჭინ­ჭ­რა­ქა და მზე­თუ­ნა­ხა­ვი ბო­როტ დევს ( დევს თა­მა­შობს რო­გორც ქა­ლი მსა­ხი­ო­ბი , ასე­ვე მა­მა­კა­ცი ) და მის გამ­ზ­რ­დელ ქო­სას.

„ჭინ­ჭ­რა­ქა“ არ არის სპექ­ტაკ­ლი მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. რე­ჟი­სო­რი უფ­რო­სი ასა­კის მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თა­რი ტექ­ს­ტე­ბის სა­ხით სი­ურ­პ­რიზ­საც უმ­ზა­დებს. ისი­ნი ხუმ­რო­ბენ ყვა­ლა­სათ­ვის ნაც­ნობ და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მებ­ზე.

სპექ­ტაკ­ლის დამ­დ­გ­მე­ლი მხატ­ვა­რია აივენ­გო ჭე­ლი­ძე, კოს­ტი­უ­მე­ბი წარ­მო­ად­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი­სა და აღ­მო­სავ­ლუ­რის სინ­თე­ზით. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ეკუთ­ვ­ნის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს, სპექ­ტაკ­ლ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია (ნი­ნა რო­ტას, მო­რი­კო­ნეს, იურაი ჰი­პის და სხვა­თა მუ­სი­კა­ლუ­რი თე­მე­ბი), ქო­რე­ოგ­რა­ფი ანა სამ­სო­ნა­ძე. 24 სა­ა­თი

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში