ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­რა­კე­ტო პრო­ვო­კა­ცია
21 მაისი, 2013
1566
print

კო­რე­ის სა­ხალ­ხო-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ აპ­რილ­ში სა­ო­მა­რი და აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შე­ი­კა­ვა თა­ვი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მოც­დის­გან, მაგ­რამ ბო­ლო დღე­ებ­ში „ცდუ­ნე­ბას ვერ სძლია“ და რა­კე­ტე­ბის საც­დე­ლი გაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

თუმ­ცა მათ არ უს­ვ­რი­ათ სა­შუ­ა­ლო სი­შო­რის რა­კე­ტე­ბი «მუ­სუ­და­ნი», რო­მე­ლიც აპ­რი­ლის და­საწყის­ში და­ა­ყე­ნეს გა­საშ­ვებ მო­ედ­ნებ­ზე ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და თვის ბო­ლოს ისევ მოხ­ს­ნეს სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ე­ბი­დან.

შა­ბათს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ იმა­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან იაპო­ნუ­რი ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი რა­კე­ტა გა­უშ­ვა - ორი დი­ლას, ერ­თიც შუ­ადღე­ზე. კვი­რას იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ კი­დევ ერ­თი რა­კე­ტა გა­უშ­ვეს. ოფი­ცი­ა­ლურ ფხე­ნი­ანს ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი კვი­რის­თ­ვის არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. რა­კე­ტე­ბის ტი­პი უც­ნო­ბია,.უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო „მი­წა-ზღვა“ ტი­პის რა­კე­ტე­ბი „KN-06“, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის სი­შო­რეც 120 კი­ლო­მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა. ყვე­ლა რა­კე­ტა ზღვა­ში ჩა­ვარ­და და მათ იაპო­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლე­ბამ­დე არ მი­უღ­წე­ვი­ათ.

რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის შსა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხ­რეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ავ­რ­ცე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ცნო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ­მა ტო­კი­ომ და­ა­დას­ტუ­რა. ოფი­ცი­ა­ლურ­მა სე­ულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ხ­რეთ კო­რე­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჩრდი­ლო­ე­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბებს ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნის რე­ჟიმს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

კვი­რას ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ბან კი მუნ­მა, რო­მე­ლიც ამ მო­მენ­ტის­თ­ვის მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ვი­ზი­ტით. „იმე­დი მაქვს, რომ კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს. დროა, ისი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას და­უბ­რუნ­დ­ნენ და და­ძა­ბუ­ლო­ბა. შე­ამ­ცი­რონ გა­ე­რო მზად არი,ს მათ ამა­ში და­ეხ­მა­როს“. ბან კი მუნ­მა რუ­სეთ­საც მო­უ­წო­და, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი რე­გი­ონ­ში და ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცა­დოს. მი­სი სიტყ­ვე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ნავ­რ­ცო. პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­ერ რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის საქ­მის კურ­ს­შია, ის კვლავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია პრო­ვი­კა­ცი­ე­ბი­თა და მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბით კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე“.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ამ გან­ცხა­დე­ბის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია და ორ­შა­ბათს, გუ­შინ, მათ ახ­ლო მოქ­მე­დე­ბის კი­დევ ერ­თი რა­კე­ტა გა­უშ­ვეს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან. ამ­ჯე­რად რა­კე­ტის გაშ­ვე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფხე­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბაც მოჰ­ყ­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ეს რა­კე­ტე­ბის სას­წავ­ლო გაშ­ვე­ბა იყო.

ექ­ვ­ს­მ­ხ­რივ ფორ­მატ­ში სამ­შ­ვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი (აშშ, იაპო­ნია, ჩი­ნე­თი, რუ­სე­თი და ორი­ვე კო­რეა) ჩიხ­შია შე­სუ­ლი 2009 წლის შემ­დეგ. კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ი­ძა­ბა. შარ­შან დე­კემ­ბერ­ში ფხე­ნი­ან­მა სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კოს­მო­სუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა (იგი­ვე შო­რი მოქ­მე­დე­ბის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა). თე­ბერ­ვალ­ში კი მო­რი­გი, უკ­ვე მე­სა­მე საც­დე­ლი ბირ­თ­ვუ­ლი აფეთ­ქე­ბა გა­ნა­ხო­რი­ე­ლა. ამის გა­მო გა­ე­რო-მ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ სან­ქ­ცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რა, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფხე­ნი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სამ­ხ­რე­თელ მე­ზო­ბელ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტის გაწყ­ვე­ტა მოჰ­ყ­ვა (ამ მოვ­ლე­ნებს დაწ­ვ­რი­ლე­ბით აშუ­ქებ­და „24 სა­ა­თი“).

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა