ახა­ლა­ი­ას პრო­ცე­სი მოწ­მე­ე­ბის და­კითხ­ვით გაგ­რ­ძელ­და
22 მაისი, 2013
1783
print

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი გუ­შინ მოწ­მე­თა და­კითხ­ვით გა­ნახ­ლ­და.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ებს შო­რის იყო ე.წ. „ვაშ­ლის თლის“ ეპი­ზო­დის ერთ-ერთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლის ბე­სიკ გოგ­ლი­ძის ბი­ძა - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი ამი­რან გოგ­ლი­ძე. ჯა­რის­კაც­მა ბე­სიკ გოგ­ლი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თ­ვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნაცხა­და, რომ მან ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფის შე­სა­ხებ ბი­ძას უამ­ბო, სწო­რედ ამის გა­მო მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სხდო­მა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი და­ე­კითხა.

სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გი­გი კა­ლან­და­ძემ სა­სუ­ლი­ე­რო პირს „ბა­ტო­ნი“ უწო­და, რის გა­მოც შე­ნიშ­ვ­ნა და­იმ­სა­ხუ­რა. ამი­რან გოგ­ლი­ძემ გი­გი კა­ლან­და­ძეს მო­უ­წო­და, რომ თუ ის ქრის­ტი­ა­ნია, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი „მა­მა ამი­რა­ნად“ უნ­და მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა.

ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლის ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, გოგ­ლი­ძემ პრო­ცეს­ზე მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

გუ­შინ­დე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ ბრალ­დე­ბის მხა­რე ფიქ­რობს, რომ წარ­მოდ­გე­ნილ­მა მოწ­მე­ებ­მა სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რეს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

„ბრალ­დე­ბას მი­აჩ­ნია, რომ პრო­ცე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მარ­თ­ლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მი­დის. იმე­დია, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და გა­მოკ­ვ­ლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი,“ - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ად­ვო­კატ მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის თქმით კი, არც ერ­თი და­კითხუ­ლი მოწ­მე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობს.

„სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვაცხა­დებ, რომ დღემ­დე და­კითხუ­ლი მოწ­მე­ე­ბი­დან ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე არც ერ­თი არ სა­უბ­რობს. ვე­ლო­დე­ბი იმას, რო­დის დად­გე­ბა ის პრო­ცე­სი ან სა­ერ­თოდ დად­გე­ბა თუ არა, რომ მო­ვი­დეს რო­მე­ლი­მე პი­როვ­ნე­ბა და რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მა­ინც გა­ნაცხა­დოს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა­ზე,“ - აღ­ნიშ­ნა ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე ეხე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თ­ვის სიტყ­ვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფის მი­ყე­ნე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ეპი­ზო­დებ­სა და ზვი­ად აბე­სა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეპი­ზოდს, რო­დე­საც მას, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიტყ­ვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა