ყო­ფილ პო­ლი­ცი­ე­ლებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს
29 მაისი, 2013
1726
print

გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ექ­ვ­სი­ვე ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სა­სა­მარ­თ­ლომ აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხის შერ­ჩე­ვი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს მძი­მე და ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ედე­ბათ ბრა­ლად, წარ­დ­გე­ნი­ლი მუხ­ლე­ბი კი სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„საქ­მე­ზე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რი­გი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ნი. სა­სა­მარ­თ­ლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის ფაქ­ტი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში ეკა­ვათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და არ­სე­ბობს საფ­რ­თხე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში ხელს შე­უშ­ლი­ან საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დე­ნენ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე და გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას. სა­სა­მარ­თ­ლომ ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ წარ­დ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულ ზა­ზა ჭა­ი­ას მი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცია და არარ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მი­ერ. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თ­ლომ მი­იჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ფაქ­ტობ­რი­ვი და ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი,“ - გან­მარ­ტავს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო.

უშუ­ა­ლოდ და­კა­ვე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტებს კი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის აზ­რით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერ­თი სა­ხე არ უნ­და შე­ფარ­დე­ბო­დათ. ად­ვო­კა­ტე­ბის ნა­წი­ლი კი, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ აღ­კ­ვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რა­ოს ან თავ­დე­ბო­ბას ითხოვ­და. ამას­თან, და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებს ოცი დე­პუ­ტა­ტი უდ­გე­ბო­და თავ­დებ­ში.

გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე ერთ-ერ­თ­მა და­კა­ვე­ბულ­მა ზა­ზა ჭა­ი­ამ გა­ნაცხა­და, რომ არ ეთან­ხ­მე­ბო­და ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბას მის­თ­ვის აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის არა­სა­პა­ტიმ­რო სა­ხის შე­ფარ­დე­ბის­თ­ვის, კერ­ძოდ, ჭა­ი­ას თქმით, თუ­კი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ცი­ელს აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ში წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯიდ­ნენ, თა­ვა­დაც პა­ტიმ­რო­ბას მო­ითხოვ­და.

„საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებს დი­დი ხა­ნია, ემუქ­რე­ბი­ან და ჩვენ­ზე ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შემ­ხ­ვ­და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ლა­შა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი და მითხ­რა, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის თე­მა­ზე უნ­და გე­სა­უბ­როო. მან მითხ­რა, რომ ეს კა­ცი გა­გამ­წა­რებ­სო. სა­სა­მარ­თ­ლოს ეზო­ში ახ­ლა და­ვი­ნა­ხე სპეც­რაზ­მის ექ­ვ­სი მან­ქა­ნა. არ ვე­თან­ხ­მე­ბი ად­ვო­კატს და მო­ვითხოვ, რომ თუ­კი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ცი­ელს შე­ე­ფარ­დე­ბა პა­ტიმ­რო­ბა, მეც ვითხოვ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას. ასე­ვე ვაგ­რ­ძე­ლებ უვა­დო მშრალ შიმ­ში­ლო­ბას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არც ერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც თა­მა­ზაშ­ვი­ლის გა­მოა და­კა­ვე­ბუ­ლი, დამ­ნა­შა­ვე არ არის,“ - გა­ნაცხა­და ზა­ზა ჭა­ი­ამ.

კი­დევ ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის თქმით, თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის დაწყე­ბამ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა, ასე­ვე 24 მა­ი­სამ­დე, ვიდ­რე ექვს პო­ლი­ცი­ელს და­ა­კა­ვებ­დ­ნენ, იყო შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ ერთ-ერთს ბრა­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნებს გა­უშ­ვებ­დ­ნენ და იმ ერთ ბრალ­დე­ბულ­საც საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბას გა­უ­ფორ­მებ­დ­ნენ, თუმ­ცა, რო­გორც კვი­ნი­კა­ძემ გა­ნაცხა­და, არც ერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი ამას არ და­თან­ხ­მ­და, რის გა­მოც ზუს­ტად იმ სა­ღა­მოს ექ­ვ­სი­ვე და­ა­კა­ვეს. გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე გა­დაწყ­ვეტ­რი­ლე­ბის გა­მოცხა­დე­ბი­სას გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ გახ­და. მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბაზ­ში გა­უ­წი­ეს.

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ. ერთ-ერ­თი ად­ვო­კა­ტის ლა­ლი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, გუ­შინ­დე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის სუსტ არ­გუ­მენ­ტებს ეფუძ­ნე­ბო­და. ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, მო­სა­მარ­თ­ლემ უსა­ფუძ­ვ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, პრო­კუ­რო­რე­ბი უსუ­სუ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და ისი­ნი დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბის შე­კითხ­ვებს ვერ პა­სუ­ხობ­დ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რო­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვეს. მათ სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბა­ზი მე­დი­ის­გან ფა­რუ­ლად და­ტო­ვეს.

გუ­შინ­დელ სხდო­მას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, მათ შო­რის და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე. მან მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი უწო­და. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რია შს მი­ნის­ტ­რის სი­მამ­რ­ზე და ცხა­დია, სა­სა­მარ­თ­ლომ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის ქვეშ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

ცნო­ბი­სათ­ვის, და­კა­ვე­ბულ ექვს პო­ლი­ცი­ელს - გო­ჩა ბა­ღათ­რიშ­ვილს, გო­ჩა ჩი­ტა­ი­ას, ზა­ზა ჭა­ი­ას, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძეს, ვლა­დი­მერ გამ­რეკ­ლიშ­ვილს და გი­ვი გრავ­ჩენ­კოს ბრა­ლად ედე­ბათ კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 15 ივ­ლი­სის­თ­ვის ჩა­ი­ნიშ­ნა.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა