19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
30 მაისი, 2013
1491
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და ბელ­გი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელიტ-რა­უნ­დის მატ­ჩე­ბი.

აქ თა­ვი მო­ი­ყა­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ინ­გ­ლი­სის, შოტ­ლან­დი­ი­სა და ბელ­გი­ის ნაკ­რებ­მა გუნ­დებ­მა. ქარ­თ­ვე­ლი ჭა­ბუ­კე­ბი ჯგუ­ფის პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში ინ­გ­ლისს და­უ­ზავ­დ­ნენ - 1:1. მე­ო­რე ტურ­ში გია ცე­ცა­ძის შე­გირ­დებ­მა 9 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით და­ა­მარ­ცხეს შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბი - 3:1 და ქვეჯ­გუ­ფის ლი­დე­რე­ბი გახ­დ­ნენ.

გა­დამ­წყ­ვეტ მატ­ჩ­ში კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მას­პინ­ძელ ბელ­გი­ას - 2:0 მო­უ­გო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

ქა­ლაქ ბორ­ნემ­ში ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლებს რთუ­ლი მატ­ჩი ელო­დათ. წი­თელ-ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო გია ცე­ცა­ძის გუნ­დი 13 კა­ცის ამა­რა დარ­ჩა (11 მინ­დ­ვ­რის მო­თა­მა­შე და 2 მე­კა­რე). ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე გა­მო­ვი­და, რომ მწვრთნელს მხო­ლოდ ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლის შეც­ვ­ლის უფ­ლე­ბა რჩე­ბო­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ძალ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად წარ­მარ­თა შეხ­ვედ­რა და მი­ზან­საც მი­აღ­წია.

გო­ლე­ბი მე­ო­რე ტა­იმ­ში გა­ვი­და. შეხ­ვედ­რის 56-ე წუთ­ზე ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი. 74-ე წუთ­ზე ქარ­თ­ვე­ლებს ორი ბურ­თით და­წი­ნა­უ­რე­ბა შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ იმა­ვე ფან­ცუ­ლა­ი­ამ პე­ნალ­ტი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ამ მო­მენ­ტი­დან 4 წუთ­ში კი სა­მუ­ში­ამ ორამ­დე გა­ზარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა და აშ­კა­რა გახ­და, რომ ცე­ცა­ძის გუნ­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბას მო­ი­პო­ვებ­და.

ბორ­ნემ­ში თა­მაშს ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა, რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, მე­რაბ ჟორ­და­ნია და გია გუ­რუ­ლი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯგუ­ფის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში ინ­გ­ლის­მა შოტ­ლან­დია დი­დი ან­გა­რი­შით - 3:0 და­ა­მარ­ცხა და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ბელ­გია 2:0

სა­ქარ­თ­ვე­ლო: თე­ბი­ძე, დვა­ლი, სან­დო­ხა­ძე, გე­გეჭ­კო­რი, ჭან­ტუ­რია, უბი­ლა­ვა, სა­მუ­შია (გუ­რე­ში­ძე 81), ცნო­ბი­ლა­ძე, ფან­ცუ­ლაია, ზივ­ზი­ვა­ძე, ზა­რან­დია

ინ­გ­ლი­სი - შოტ­ლან­დია 3:0

სა­ქარ­თ­ვე­ლო 3 2 1 0 6:2 7

ინ­გ­ლი­სი 3 1 2 0 5:2 5

ბელ­გია 3 0 2 1 3:5 2

შოტ­ლან­დია 3 0 1 2 3:8 1

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება