მოწ­მე „შპარ­გალ­კით“
31 მაისი, 2013
1875
print

შვი­დი სპეც­რაზ­მე­ლის­თ­ვის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვი­სა და მათ­და­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყ­რო­ბის საქ­მე­ზე თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე და­ი­კითხა პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მე - შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, პოლ­კოვ­ნი­კი სი­მონ ქარ­ჩა­ი­ძე. მან ახა­ლაია სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მი­მართ სიტყ­ვი­ერ შე­უ­რაცხ­ყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

„ბა­ტონ­მა ბა­ჩომ თათ­ბირ­ზე ააყე­ნა ფან­ც­ქა­ლაშ­ვი­ლი და უთხ­რა - არ უნ­და იყოთ ჭო­რიკ­ნე­ბი და უნ­და ას­რუ­ლებ­დეთ თქვენ საქ­მეს პირ­ნათ­ლად, მე­რე მი­ა­ყე­ნა სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სიტყ­ვე­ბით - პინ­გ­ვი­ნი და ამის­თა­ნა რა­ღა­ცე­ბი,“ - გა­ნაცხა­და მოწ­მემ.

სი­მონ ქარ­ჩა­ი­ძის და­კითხ­ვა ხმა­უ­რით გაგ­რ­ძელ­და. დაც­ვის მხა­რემ მოწ­მეს ხელ­ზე ე.წ „შპარ­გალ­კა“ აღ­მო­უ­ჩი­ნა. თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის მე­უღ­ლის ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­კითხ­ვის დროს ხე­ლის გულ­ზე იხე­დე­ბო­და. ეს ად­ვო­კა­ტებ­მა შე­ამ­ჩ­ნი­ეს და სპეც­რაზ­მის შტა­ბის უფ­როსს ხე­ლი ააწე­ვი­ნეს. პრო­კუ­რორ­მა კი გა­ნაცხა­და, რომ ეს სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვაა.

„მო­სა­მარ­თ­ლემ მო­ითხო­ვა, მან­და­ტუ­რებს წა­ე­კითხათ, რა ეწე­რა ხელ­ზე და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეწე­რა ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გვა­რე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც თურ­მე ტი­რო­და და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ არც კი იც­ნობს,“ - აცხა­დებს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ სი­მონ ქარ­ჩა­ი­ძემ გა­უშ­ვა ან­ტა­ლი­ა­ში, „რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­ს­ზე“ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბი. ნა­და­რე­იშ­ვი­ლის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მე მკვლე­ლო­ბის­თ­ვის არის ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი.

„ქარ­ჩა­ი­ძემ შე­ვარ­დ­ნა­ძის დროს პლაც­ზე თა­ვი­სი პის­ტო­ლე­ტით მოკ­ლა ჯა­რის­კა­ცი!“ - დას­ძენს ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე.

გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე სიტყ­ვით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რიც გა­მო­ვი­და. ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლის­გულ­ზე და­წე­რი­ლი „შპარ­გალ­კა“ სა­სა­მარ­თ­ლოს მოტყუ­ე­ბის მცდე­ლო­ბაა.

„მას არა­ვინ უშ­ლი­და, ფურ­ცე­ლი მო­ე­ტა­ნა, მას არა­ვინ უშ­ლი­და, წიგ­ნე­ბით მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვი­თომ ზე­პი­რად ახ­სოვს და თან ხელ­ზე იხე­დე­ბა ჩუ­მად, ეს სა­სა­მარ­თ­ლოს მოტყუ­ე­ბის მცდე­ლო­ბაა,“ - თქვა ახა­ლა­ი­ამ.

სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­დევ ერ­თი მოწ­მე და­კითხეს - შსს-ს სპეც­რაზ­მე­ლი, გვა­რად შო­ნია. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, ის აიძუ­ლეს, სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ეცე­მა. კითხ­ვა­ზე, რამ აიძუ­ლა ამის გა­კე­თე­ბა, მოწ­მემ უპა­სუ­ხა, რომ ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის შიშ­მა.

„და იმ დროს რას იზამ­დით, ეს ბრძა­ნე­ბა თქვენ­თ­ვის რუ­სის ვა­ნი­ას რომ მო­ე­ცა?“ - ჰკითხა ად­ვო­კატ­მა შო­ნი­ას, რა­ზეც პა­სუ­ხად მი­ი­ღო, რომ უფ­რო შე­ე­შინ­დე­ბო­და.

 

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა