ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ სა­სა­მარ­თ­ლო და­ტო­ვა
01 ივნისი, 2013
1759
print

გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტ­რ­მა ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დარ­ბა­ზი და­ტო­ვეს. ახა­ლა­ი­ას თქმით, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი მო­სა­მარ­თ­ლის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა გახ­და.

„სხდო­მებ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა,“ - გა­ნაცხა­და პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ. სა­სა­მარ­თ­ლოს სხდო­მა­ზე სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც მო­სა­მარ­თ­ლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­თა შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა მო­სა­მარ­თ­ლის აცი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ბა­ჩო ახა­ლი­ას ამი­ე­რი­დან სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი და­ი­ცავს.

შს და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­სი საქ­მის გან­მ­ხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თ­ლე მო­მავ­ლის ში­შით მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს. ამი­ტო­მაც, ბრალ­დე­ბულ­მა, ად­ვო­კა­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­და.

„გი­ლო­ცავთ ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რე­ბო, თქვენს პო­ზი­ცი­ებს მო­სა­მარ­თ­ლე კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს. თქვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უზღუ­დავთ დაც­ვას უფ­ლე­ბებს. მინ­და, გითხ­რათ თქვენ და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ საქ­მე, რო­მე­ლიც ახ­ლა არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­ე­ხე­ბა არარ­სე­ბულს, ეს არის ჩვე­ნი მტკი­ცე შე­ფა­სე­ბა. აქ არ არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. საქ­მე, მთე­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მო­სა­მარ­თ­ლემ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ტა­ნოს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი რწმე­ნის შე­სა­ბა­მი­სად. მე სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად მე­პა­რე­ბა ეჭ­ვი თქვენს ში­ნა­გან რწმე­ნა­ში, მი­უ­კე­რო­ებ­ლო­ბა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში, ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ერ­თოდ არ მი­ვი­ღო ამ პრო­ცე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვენ ხართ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. ზუს­ტად არ ვი­ცი, მო­მავ­ლის თუ რი­სი ში­შით, მაგ­რამ პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბი­სას თქვენ ვერ იქ­ნე­ბით მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი. არც მე ვიქ­ნე­ბი ამ პრო­ცე­სებ­ზე და არც ჩე­მი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან აქ. მე არა­ვის ვა­რი­დებ თავს, რად­გან სხვა პრო­ცე­სე­ბიც მაქვს და მათ ჩვე­უ­ლებ­რივ და­ვეს­წ­რე­ბი,“ - გა­ნაცხა­და ახა­ლა­ი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სა­მარ­თ­ლე გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძე თვალ­სა და ხელს შუა გა­და­იქ­ცა მე­ოთხე პრო­კუ­რო­რად.

„პირ­ველ ეტაპ­ზე ჩემს ად­ვო­კატ-სტა­ჟი­ორს რო­მეო სა­ჯა­ი­ას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ე­კითხა მოწ­მე­ე­ბი. რო­დე­საც ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ი­ნა­ხა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის შე­კითხ­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად კვეთ­და საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­რე­მო­ე­ბებს, რაც მათ აშ­კა­რად არ აწყობ­დათ, მო­სა­მარ­თ­ლემ შეც­ვა­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და აუკ­რ­ძა­ლა მომ­დევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე კითხ­ვე­ბის დას­მა, ისე რომ პრო­ცეს­ზე ეს სა­კითხი არ წარ­მო­შო­ბი­ლა და პრო­კუ­რო­რებ­საც კი არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ გან­სა­ხილ­ვე­ლად. გარ­და ამი­სა, მო­სა­მარ­თ­ლე და­რახ­ვე­ლი­ძემ სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად გა­მა­ძე­ვა სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბა­ზი­დან და ცი­ლი დამ­წა­მა, თით­ქოს მას მი­ვა­ყე­ნე რა­ი­მე სა­ხის შე­უ­არ­ცხ­ყო­ფა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მინ­და გან­გიცხა­დოთ და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც კარ­გად და­ი­ნა­ხა სა­ტე­ლე­ვი­ზიო კად­რე­ბი­დან, რომ არც სიტყ­ვით, არც ინ­ტო­ნა­ცი­უ­რად მე მო­სა­მარ­თ­ლის­თ­ვის არა­თუ შე­უ­რაცხ­ყო­ფა, არა­მედ ზედ­მე­ტი არა­ფე­რი მით­ქ­ვამს. ჩემს პო­ზი­ცი­ას გა­მოვ­ხა­ტავ­დი, რი­სი სრუ­ლი უფ­ლე­ბაც მქონ­და,“ - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი. მი­სი თქმით, ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­მარ­თ­ლე ყვე­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ იღებ­და, რაც მოწ­მე­ე­ბის და­კითხ­ვას შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და და ად­ვო­კა­ტებს დაც­ვის უფ­ლე­ბას უზღუ­დავ­და, შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, ხო­ლო და­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა­ზე უარს ამ­ბობ­და.

„ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი აშ­კა­რად სცილ­დე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თ­ლოს პრინ­ცი­პებს. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაცხა­დებ, რომ მო­სა­მარ­თ­ლე გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ინ­კ­ვი­ზი­ტორს უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე მო­სა­მარ­თ­ლეს,“ - აცხა­დებს ბა­ჩო ახა­ლაია.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ად­ვო­კა­ტის მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლა­ი­ამ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი მო­სა­მარ­თ­ლე გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძის უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მო მი­ი­ღო.

„წი­ნა სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისე­თი მოწ­მე და­კითხა, რო­მე­ლიც სი­ა­ში სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. მო­სა­მარ­თ­ლემ კი ბრალ­დე­ბის მხა­რეს ამის უფ­ლე­ბა მის­ცა. ეს უდი­დე­სი დარ­ღ­ვე­ვაა. ამას­თან, ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვეძ­ლე­ვა, შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი და­ვა­ყე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, დღეს გვინ­დო­და, რომ მო­სა­მარ­თ­ლის აცი­ლე­ბა­ზე შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად მო­სა­მარ­თ­ლემ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვ­ცა, შემ­დეგ და­ვა­ყე­ნეთ და მას არც უმ­ს­ჯე­ლია, არც გა­ნუ­ხი­ლავს და არც დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლა. ამის შემ­დეგ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა და გა­ნაცხა­და, რომ სხვა პრო­ცე­სებ­ზეც არ ივ­ლის და მხო­ლოდ დას­კ­ვ­ნით სიტყ­ვა­ზე გა­მოცხად­დე­ბა. ასე­ვე, ახა­ლა­ი­ამ უარი გა­ნაცხა­და ად­ვო­კა­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რად­გან, მი­სი თქმით, ად­ვო­კა­ტებს დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც არ ეძ­ლე­ვათ,“ - გა­ნაცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ახა­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სებს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი და­ი­ცავს, სხვა ბრალ­დე­ბებ­ზე კი ად­ვო­კა­ტე­ბი ახა­ლა­ი­ას დაც­ვას ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ.

„ჩე­მი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ სურს მას­კა­რად­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის - საქ­მე ეხე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თ­ვის სიტყ­ვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფის მი­ყე­ნე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ეპი­ზო­დებს. ასე­ვე, ზვი­ად აბე­სა­ძის ეპი­ზოდს, რო­დე­საც მას, პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, სიტყ­ვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა