ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ
01 ივნისი, 2013
1792
print

ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ად­ვო­კა­ტე­ბის გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლის და გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის კი­დევ ერ­თხელ აღ­კ­ვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და.

„ბრალ­დე­ბის მხა­რე იმა­ზე აპე­ლი­რებ­და, რომ თუ პა­ტიმ­რო­ბა არ შე­ე­ფარ­დე­ბო­და, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­ა­ნად­გუ­რებ­და, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენ­და, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შეძ­ლებ­და ის ამის გა­კე­თე­ბას, რო­დე­საც სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას 48 სა­ა­თის ვა­და­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ,“ - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის ხე­ლა­ხა­ლი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას „სა­ოც­რე­ბას“ უწო­დებს გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რი. მი­სი თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ში დას­ჭირ­და სა­სა­მარ­თ­ლოს კი­დევ ერ­თი აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ისე­დაც უზ­რუნ­ველ­ყოფს და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში 15 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა.

„სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ და­ა­სა­ბუ­თებს ხე­ლა­ხა­ლი და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თ­ლო,“ - გა­ნაცხა­და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის - თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლემ ბად­რი შო­ნი­ამ 30 მა­ისს გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის აღ­კ­ვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბა მე­რა­ბიშ­ვილს 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 10 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა