„სა­მარ­თა­ლი უფ­რო ჩქა­რა არ მუ­შა­ობს“
05 ივნისი, 2013
1858
print

კბილაშვილი მედიას პროკურატურის საქმიანობაზე ესაუბრება

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს პრე­სა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კითხ­ვა ღა­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც კბი­ლაშ­ვილ­მა გუ­შინ მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნა, მე­რა­ბიშ­ვილს არც ვინ­მეს წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აიძუ­ლებს.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა იმ სა­მი ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ კი­დევ ერ­თი სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც, კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ორ კვი­რა­ში მზად იქ­ნე­ბა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ამ­ბობს, რომ საქ­მე ეხე­ბა სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დ­გომ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის არას­წო­რად წარ­მარ­თ­ვას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას.

კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, გაცხა­დე­ბუ­ლია, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბის მი­ზა­ნი იყო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­გან და­თა ახა­ლაია არი­დე­ბა და საქ­მეს­თან მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის კავ­ში­რის უარ­ყო­ფა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, აშშ-ში გაგ­ზავ­ნი­ლი ექ­ს­პერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი უკ­ვე მზად არის. «ამე­რი­კის სა­ელ­ჩო მზად არის, მო­ნა­ცე­მე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცეს,“ - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვის საქ­მე­ებს, კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ადე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ძმაა. რო­გორც კბი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, და­ვით ადე­იშ­ვილ­მა თე­ლა­ვის ბაზ­რის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი აიძუ­ლა, წი­ლი ჯაბ­რა­ილ ხან­გოშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ და­ეთ­მოთ.

კბი­ლაშ­ვი­ლი აზუს­ტებს, რომ და­ვით ადე­იშ­ვილ­მა თე­ლა­ვის ბაზ­რის მშრო­მელ­თა კო­ლექ­ტი­ვი მუ­ქა­რით აიძუ­ლა, მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი ვინ­მე ჯაბ­რა­ილ ხან­გოშ­ვი­ლის­თ­ვის გა­და­ე­ცათ. „ჯაბ­რა­ილ ხან­გოშ­ვილ­მა, მშრო­მელ­თა კო­ლექ­ტი­ვის სა­ხე­ლით, ბა­ზა­რი თა­ნა­ბარ წი­ლად იყი­და, რო­მე­ლიც ჯაბ­რა­ილ ხან­გოშ­ვი­ლის შვი­ლის თე­ი­მუ­რაზ ხან­გოშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე მუ­ქა­რით გა­და­ა­ფორ­მეს,“ - აღ­ნიშ­ნავს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი დას­ძენს, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ და­ვით ადე­იშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა ის ამ­ჟა­მად ძებ­ნა­შია.

კბი­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის ტემ­პებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბ­რის შემ­დეგ ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის 7 მი­ნის­ტ­რი ამა თუ იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­შია მხი­ლე­ბუ­ლი. კბი­ლაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცეს­ში მე­ტი სიჩ­ქა­რე, რე­ვან­ში და შუ­რის­ძი­ე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და. „სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ რე­ჟიმ­ში, რო­გორ­შიც უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. სა­მარ­თა­ლი უფ­რო ჩქა­რა არ მუ­შა­ობს,“ - თქვა კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბ­რის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს. მი­სი თქმით, ამ საქ­მე­ზე ასო­ბით ადა­მი­ა­ნი უნ­და და­ი­კითხოს, ამი­ტომ პრო­ცე­სი ჭი­ა­ნურ­დე­ბა. «7 ნო­ემ­ბ­რის საქ­მე, ვინ­ძ­ლო, 7 ნო­ემ­ბ­რამ­დე გა­მო­ვი­ძი­ოთ,“ - ამ­ბობს კბი­ლაშ­ვი­ლი.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის­თ­ვის დას­მუ­ლი ერთ-ერ­თი კითხ­ვა გე­გუ­თის სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის N14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს ეხე­ბო­და. კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან კორ­ტა­ვას საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამო­ი­ღო გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ საქ­მეს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და ჯერ­ჯე­რო­ბით დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა ნა­ად­რე­ვია. თუმ­ცა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სია ამ ეტაპ­ზე თით­ქ­მის გა­მო­რიცხუ­ლია, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია, ეს და­ნა­შა­უ­ლი პა­ტი­მარ­მა ჩა­ი­დი­ნა თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნალ­მა.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გე­ლა ხვე­დე­ლი­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვე­დე­ლი­ძე უცხო­ეთ­ში არ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლა. ამას­თან, კბი­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხვე­დე­ლი­ძეს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე დას­წ­რე­ბის სურ­ვი­ლი არა აქვს და მას ამის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზეც სა­უბ­რობს. ის ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მო­ითხო­ვა. „აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის ბუ­ნე­ბი­დან და შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მან გა­ა­ნად­გუ­როს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ან ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცეს. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში არც ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ, აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მოთხოვ­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი იქ­ნე­ბო­და,“ - ამ­ბობს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი.

კბი­ლაშ­ვი­ლის აზ­რით, ის, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არი­ან მი­ცე­მულ­ნი, იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რომ აღ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­ო­რე და მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა­ზეც სა­უბ­რობს. მი­სი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას შსს-ს კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფი აწარ­მო­ებს, ხო­ლო პრო­კუ­რა­ტუ­რა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. „სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­თა ფარ­გ­ლებ­ში ექ­ს­ჰუ­მა­ცია და ექ­ს­პერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. მათ­ში სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოწ­მ­დე­ბა ის ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი სა­უბ­რობს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტი უნ­და იყოს. აჩ­ქა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, თა­ნაც უდა­ვოა, რომ საქ­მე პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელს შე­ი­ცავს. ამი­ტომ, და­სა­ბუ­თე­ბა მე­ტი ხა­რის­ხით გვმარ­თებს. ყვე­ლა წყა­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის დო­ნე­ზე უნ­და იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი,“ - ამ­ბობს კბი­ლაშ­ვი­ლი.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა