პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“
06 ივნისი, 2013
2040
print

სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში საპ­რე­მი­ე­რო სა­ღა­მო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

დღეს და ხვალ - 6 და 7 ივ­ნისს, მა­ყუ­რე­ბელ­თა ის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დაჯ­დე­ბა, იხი­ლავს და­თა თა­ვა­ძის დად­გ­მას - «ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი».

პი­ე­სა ევ­რი­პი­დეს «ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბის» ინ­ს­ტე­ნი­რე­ბა არ გახ­ლავთ. ეს მხო­ლოდ გა­და­ძა­ხი­ლია იმ პრობ­ლე­მებ­თან, რო­მე­ლიც დიდ­მა ბერ­ძენ­მა დრა­მა­ტურ­გ­მა სა­კუ­თარ დრა­მებ­ში პირ­ველ­მა წა­მოჭ­რა და მხო­ლოდ ერ­თი სცე­ნა, რო­მე­ლიც რო­გორც აპ­ლი­კა­ცია წარ­მოდ­გე­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი დრა­მა­ტურ­გი­ის კულ­მი­ნა­ცი­ა­ში ხდე­ბა. პი­ე­სის ავ­ტო­რი და­ვით გა­ბუ­ნია ევ­რი­პი­დეს «ტრო­ელ ქა­ლებს» ინ­ს­პი­რა­ცი­ად იყე­ნებს იმის­თ­ვის რომ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ზო­გად და ამავ­დ­რო­უ­ლად ქარ­თულ პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­როს. ან­და ეს ქარ­თუ­ლი გა­ნა­ზო­გა­დოს. პი­ე­სა იმ ქა­ლებ­ზეა, რომ­ლე­ბიც ომს სწი­რა­ვენ მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვარს. დად­გ­მას აფორ­მებს გი­ორ­გი ფა­სუ­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ამ დრა­მის ადეკ­ვა­ტუ­რი მუ­სი­კა.

„სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რი ყო­ველ­თ­ვის სთა­ვა­ზობს თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს შე­სა­ნიშ­ნავ, ჭკვი­ა­ნურ, ლა­მაზ და ეს­თე­ტი­კუ­რად და­მუ­შა­ვე­ბულ თე­ატრს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე, მაგ­რამ «ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი» ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ნამ­დე გვი­ნა­ხავს. ეს არის უსაზღ­ვ­როდ ლა­მა­ზი სპექ­ტაკ­ლი, მაგ­რამ ეს­თე­ტი­კა არ დგე­ბა ქა­ლებ­სა და მა­ყუ­რე­ბელს შო­რის! «ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი» დრო­ის მიღ­მა, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლია. «მი­უ­ხე­და­და­ვად სპექ­ტაკ­ლის სიმ­ძი­მი­სა, მას­ში მა­ინც რჩე­ბა სივ­რ­ცე თა­მა­ში­სა და სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი­სათ­ვის და კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს, რა ფან­ტას­ტი­კუ­რი მსა­ხი­ო­ბებ­ბი ჰყავთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში! - და­ი­წე­რა შვე­დურ «EXPRESSEN»-ში სულ ახ­ლა­ხანს, რო­ცა სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა სტოკ­ჰოლ­მ­ში სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის ბი­ე­ნალ­ზე შედ­გა. მსა­ხი­ო­ბე­ბი, კი რომ­ლე­მაც კრი­ტი­კო­სებს ქარ­თ­ვე­ლი არ­ტის­ტე­ბის ნი­ჭი­ე­რე­ბა მო­ა­გო­ნეს არი­ან: ქე­თა შა­თი­რიშ­ვი­ლი, მაგ­და ლე­ბა­ნი­ძე, სა­ლო­მე მა­ი­საშ­ვი­ლი, ნა­ტუ­კა კა­ხი­ძე და კა­ტო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი. 24 სა­ა­თი

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში