სტი­ქია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
11 ივნისი, 2013
1784
print

ძლი­ერ­მა წვი­მამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა.

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ჯო­ნი სა­ბა­ძის თქმით, წალ­კა­ში სეტყ­ვამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. მი­სი­ვე თქმით, ძლი­ერ­მა სეტყ­ვამ სოფ­ლებ­ში - ბა­რეთ­ში, ლი­ვად­ში, იმე­რა­ში, სა­ბე­ჭის­ში, არ­სარ­ვან­ში, ჩო­ლი­ან­ში, გო­დაკ­ლარ­ში, ბეშ­თა­შენ­ში და ხან­დო­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნა­თე­სე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, კარ­ტო­ფი­ლი­სა და მარ­ც­ვ­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა.

ჯო­ნი სა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გამ­გე­ო­ბა­ში შექ­მ­ნი­ლია შვიდ­წევ­რი­ა­ნი კო­მი­სია, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვ­ლის, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კი, კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

წვი­მამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა მცხე­თის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბიც. მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ვი ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის თქმით, წვი­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბი­სა და სახ­ლე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ ერე­და­ში, სა­დაც მო­ვარ­დ­ნილ­მა წყალ­მა სოფ­ლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზა და­ა­ზი­ა­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წყა­ლი ეზო­ებ­შიც შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი და­იტ­ბო­რა. ძლი­ერ­მა წვი­მამ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბიც და­უ­ზი­ა­ნა. გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­მა უკ­ვე იკ­ლო და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აწარ­მო­ებს.

„გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ალ­ბათ მთე­ლი დღე დას­ჭირ­დე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ზა­რალს და­ით­ვ­ლის. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ზა­რა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია,“ - აღ­ნიშ­ნა გი­ვი ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა.

ძლი­ერ­მა წვი­მამ წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია სო­ფელ გლდა­ნუ­ლა­შიც. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­ცენ­ტ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­აღ­ვარ­მა გლდა­ნუ­ლის ხევ­თან ხი­დი წა­ი­ღო. თუმ­ცა, გლდა­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ ნო­დარ სან­დუ­ხა­ძის თქმით, სო­ფელ გლდა­ნი­სა და გლდა­ნუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა და­იტ­ბო­რა.

«ეს არ არის ხი­დი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საგ­ზაო გა­და­სას­ვ­ლე­ლია, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­აწყო. მანდ ჩაწყო­ბი­ლია მი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც წვი­მის დროს ჩვე­უ­ლებ­რივ გა­დის წყა­ლი, მაგ­რამ რად­გან ახ­ლა ასე­თი უხ­ვი ნა­ლე­ქი იყო, მი­ლე­ბი გა­ი­ჭე­და და წყალ­მა მი­ლებს ზე­ვი­დან გა­და­უ­ა­რა,“ - აღ­ნიშ­ნა სან­დუ­ხა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, სა­მან­ქა­ნო გზა მწყობ­რი­დან არის გა­მო­სუ­ლი. თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე შე­მოვ­ლი­თი გზა, რომ­ლე­ბიც უსაფ­რ­თხოა. სან­დუ­ხა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შევ­ხ­ვ­და და ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა, თუ რო­გორ გაწ­მინ­დონ გზა. სან­დუ­ხა­ძის თქმით, რო­გორც კი ამინ­დი გა­მო­ვა და წყლის დო­ნე და­ი­წევს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­იწყე­ბა.

«მანდ ასე­ვე სა­ცალ­ფე­ხო ხი­დია, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლობს. მას არა­ვი­თა­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ის მყა­რად დგას. ეტყო­ბა, გლდა­ნის ხი­დი ამი­ტო­მაც ახ­სე­ნეს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, გზა არის დატ­ბო­რი­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა სან­დუ­ხა­ძემ.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ თე­მურ გი­ორ­გა­ძის თქმით კი, ძლი­ე­რი წვი­მის გა­მო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურს, ძი­რი­თა­დად, წყლის სარ­და­ფე­ბი­დან და ეზო­ე­ბი­დან ამო­ტუმ­ბ­ვის­თ­ვის იძა­ხებ­დ­ნენ, ვი­ნა­ი­დან წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ეზო და­იტ­ბო­რა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტ­რის სი­ნოპ­ტი­კოს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ცნო­ბით, თბი­ლის­ში დღეს, სა­ღა­მოს, ნა­ლე­ქი შემ­ცირ­დე­ბა და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 20 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თ­ვის გა­მო­ი­და­რებს, ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა 15-20 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა.

12-14 ივ­ნი­სის­თ­ვის მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა