სე­უ­ლი­დან ორ დღე­ში მინ­ს­კ­ში
12 ივნისი, 2013
1790
print

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სეულის ერთობლივი შეკრებიდან ორიოდე დღის წინათ დაბრუნდა და დღეს უკვე მინსკშია, ასევე ერთობლივ შეკრებაზე.

კორეულ და ბელარუსულ სამწვრთნელო კემპებს შორის სხვაობა ისაა, რომ ნაკრები სეულში ეროვნული ფედერაციის ძალისხმევით გაემგზავრა, მინსკში კი - ევროპის ძიუდოს კავშირის დახმარებით. ბელარუსულ შეკრებაზე, რომელსაც ოლიმპიური სამწვრთნელო ცენტრი უმასპინძლებს, თავი მოიყარა 35 ქვეყნის 300-ზე მეტმა ძიუდოისტმა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ მინ­ს­კ­შიც ის ძი­უ­დო­ის­ტე­ბი წა­იყ­ვა­ნა, რომ­ლებ­მაც სე­ულ­ში გა­ი­ა­რეს შეკ­რე­ბა, უფ­რო ად­რე კი ტი­უ­მე­ნის მსოფ­ლიო „მას­ტერ­ს­ზე“ იას­პა­რე­ზეს. ამ ბირთვს და­ე­მა­ტა კი­დევ სა­მი ძი­უ­დო­ის­ტი.

ერ­თი სიტყ­ვით, ბე­ლა­რუ­სულ წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი (60 კგ.), ოლიმ­პი­უ­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი და შალ­ვა ქარ­და­ვა (ორი­ვე - 66), ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი და იმა­ვე პირ­ვე­ლო­ბის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი (73 კგ.), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი (81 კგ.), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი (90 კგ.), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ორი ვერ­ცხ­ლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ნო­დარ მეტ­რე­ვე­ლი (100 კგ.), ასე­ვე ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (+100 კგ.).

ნო­დარ მეტ­რე­ველს, რო­მე­ლიც აქამ­დე მძი­მე წო­ნა­ში ას­პა­რე­ზობ­და, მწვრთნელ­თა შტა­ბი 100 კგ წო­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნას უპი­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნაკ­რებ­ში ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნაც. საქ­მე ის არის, რომ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­უ­კე­თე­სო ძი­უ­დო­ის­ტის სა­ხე­ლი მო­ი­პო­ვა, სა­ზარ­დულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­მო მსოფ­ლიო მას­ტერ­ს­ზე არ უას­პა­რე­ზია -ტრავ­მის შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მწვრთნე­ლებ­მა და­ას­ვე­ნეს. ახ­ლა ირ­კ­ვე­ვა, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღარ არის და შე­უძ­ლია ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მინ­ს­კი­დან 20 ივ­ნისს დაბ­რუნ­დე­ბა და ხუთ დღე­ში ბა­კუ­რი­ან­ში სა­ერ­თო ფიზ­მომ­ზა­დე­ბას შე­უდ­გე­ბა.

გა­დატ­ვირ­თუ­ლი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო გრა­ფი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის (26 აგ­ვის­ტო - 1 სექ­ტემ­ბე­რი) სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში ყოფ­ნაა. მზა­დე­ბის გეგ­მა­ში შე­დის მოს­კო­ვის „დი­დი სლე­მიც“ (20-21 ივ­ლი­სი), სა­დაც, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, გა­ირ­კ­ვე­ვა კი­დეც ბრა­ზი­ლი­ა­ში წამ­ს­ვ­ლელ­თა ვი­ნა­ო­ბა.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა