მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
18 ივნისი, 2013
1744
print

სულ ცო­ტა ხნის წინ, შვე­დე­თის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შედ­გა პრე­მი­ე­რა ცოცხა­ლი კლა­სი­კო­სი ქო­რე­ოგ­რა­ფის მატს ეკის ახა­ლი დად­გ­მი­სა «ჯუ­ლი­ე­ტა და რო­მეო», რო­მელ­ზეც მა­ლე მთე­ლი ევ­რო­პა ალა­პა­რაკ­დე­ბა და თუ რა­ტომ, ამის პა­სუ­ხი მრა­ვალ­გ­ვა­რია.

მატს ეკი ერთ-ერ­თია იმ ძა­ლი­ან დი­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქო­რე­ოგ­რაფ­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბო­ლო მე­ოთხე­დი. სპექ­ტაკ­ლი 14 წე­ლია არ და­უდ­გამს. კლა­სი­კურ სა­ბა­ლე­ტო დას­თან არ უმუ­შა­ვია 2000 წლი­დან. ალ­ბათ ამი­ტომ ევ­რო­პის­თ­ვის სრულ სენ­სა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ 68 წლის მა­ეს­ტ­რო ბა­ლეტს უბ­რუნ­დე­ბა და თა­ნაც უფ­რუნ­დე­ბა შექ­ს­პი­რის ტრა­გე­დი­ით. რო­მე­ო­სა და ჯუ­ლი­ე­ტას თე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლეტ­ში უცხო ნამ­დ­ვი­ლად არ არის, პი­რი­ქით, თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ის­ტო­რია ახალ­ბე­და ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რებს უფ­რო იტა­ცებთ ხოლ­მე. პრე­მი­ე­რის წინ­მ­ს­წ­რებ მო­ლო­დინს ისიც ამ­ძაფ­რებ­და რომ ჯუ­ლი­ე­ტას ძი­ძის რო­ლის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო მატს ეკის ბა­ლე­ტის ლა­მის ხა­ტე­ბად ქცე­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მი­სი საყ­ვა­რე­ლი ბა­ლე­რი­ნა და მი­სი მე­უღ­ლე, 60 წლის ანა ლა­გუ­ნა. პო­ტენ­ცი­ურ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე­ვე იცო­და, რომ ჰერ­ცო­გის როლს ქო­რე­ოგ­რა­ფის 70 წლის ძმა ნი­კო­ლას ეკი შე­ას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა­ფე­რი ასეც მოხ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას. პრო­კო­ფი­ე­ვის მუ­სი­კას მატს ეკ­მა ჩა­ი­კოვ­ს­კის სხვას­ხ­ვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კო­ლა­ჟი არ­ჩია. აქ გა­ის­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი «ქა­რიშ­ხ­ლი­დან», «იტა­ლი­უ­რი კაპ­რი­ჩი­ო­დან», «მან­ფ­რე­დი­დან», თუმ­ცა დო­მი­ნან­ტუ­რია მე­ხუ­თე სიმ­ფო­ნია. რა­ტომ არა პრო­კო­ფი­ე­ვი? მატს ეკი თა­ვად ცეკ­ვავ­და ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში პრო­კო­ფი­ე­ვის «რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში» და რო­გორც უკ­ვე ხან­ში შე­სუ­ლი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი აცხა­დებს, დღემ­დე ვერ იცი­ლებს გო­ნე­ბი­დან მის მუ­სი­კა­ლურ თე­მებს, შე­სა­ბა­მი­სად ვერც ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ხა­ზებს, რაც ქო­რე­ოგ­რაფს მუ­შა­ო­ბა­ში ხელს შე­უშ­ლი­და.

პრე­მი­ე­რის შემ­დეგ და­სავ­ლუ­რი კრი­ტი­კის­თ­ვის ცხა­დი გახ­და, რომ საქ­მე არა გან­მე­ო­რე­ბის შიშ­შია, არა­მედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის ძი­ე­ბა­ში - «გაყ­ვა რა მა­ეს­ტ­რო ჩა­ი­კოვ­ს­კის თი­თო­ე­ულ ნოტს, შექ­მ­ნა თა­ვი­სე­ბუ­რი ბა­ლე­ტი». წარ­მოდ­გე­ნა სა­დაც ვე­რო­ნას ვნე­ბებს, სი­ხა­ლი­სეს, ხმა­ურს, მა­სი­ურ სცე­ნებს, ზე­ი­მებ­სა და კურ­ტი­ზა­ნელ­თა სი­ცილს ჩა­ე­ნაც­ვ­ლა დი­დი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლი­სის მას­შ­ტა­ბე­ბი, სივ­რ­ცე­ე­ბი, ხი­დე­ბი, ცა­თამ­ბ­რ­ჯე­ნე­ბი, ლიფ­ტე­ბი და მარ­ტო­სუ­ლო­ბა. სცე­ნოგ­რაფ მაგ­და­ლე­ნა ობერ­გის მოძ­რა­ვი არ­ქი­ტექ­ტუ­რა სცე­ნა­ზე ქმნის ქა­ლაქს სა­დაც, ბნელ კუთხე-კუნ­ჭუ­ლებ­ში ჩუ­მად და უხ­მოდ კლა­ვენ და გამ­პ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი არა­ვი­ნაა. რო­გორც ჩანს, ეს არის მარ­ტო­ო­ბის დრო და ად­გი­ლი. ტი­ბალ­დის მი­ერ მერ­კუ­ცი­ოს მკვლე­ლო­ბაც ასე­თი­ვე ჟან­რი­საა. სას­ტი­კი და ცი­ნიზ­მით სავ­სე. ხო­ლო რო­მეო, იქამ­დე იხ­ტუ­ნა­ვებს და­ვარ­დ­ნი­ლი ტი­ბალ­დის ზურ­გ­ზე, ვიდ­რე ხერ­ხე­მალს არ გა­და­უმ­ტ­ვ­რევს. წე­რენ რომ მატს ეკის დად­გ­მა­ში მე­ფობს ძა­ლა­დო­ბა და არა კა­ნო­ნი. კრი­ტი­კის­თ­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გ­ვ­რელ სცე­ნად დარ­ჩა ჰერ­ცო­გის მო­ნო­ლო­გი, ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ. 70 წლის ნი­კო­ლას ეკი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბით უხ­მობს სამ­ყა­როს გან­გა­შის­კენ, მაგ­რამ დიდ სცე­ნა­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო და უყუ­რადღე­ბო რჩე­ბა. სამ­ყა­რო დუმს. ეს ასა­კო­ვა­ნი და ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნო­ლო­გია. ახ­ლო­ბე­ლი შექ­ს­პი­რის­თ­ვის და უკ­ვე ახ­ლო­ბე­ლი ასა­კო­ვა­ნი ეკის­თ­ვი­საც.

ბა­ლეტს და­ერ­ქ­ვა «ჯუ­ლი­ე­ტა და რო­მეო», რი­თიც მატს ეკ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა ქალს. აღ­ნიშ­ნავს კი­დეც: «ჯუ­ლი­ე­ტა პირ­ვე­ლი აკე­თებს სა­ბე­დის­წე­რო არ­ჩე­ვანს, ის პირ­ვე­ლია ვინც მთელს ქა­ლაქ­ში გა­იბ­რ­ძო­ლებს კლა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ის პირ­ვე­ლი კვდე­ბა». მატს ეკ­თან ის მა­მის ხე­ლით კვდე­ბა. შვე­დურ­მა პრე­სამ ეს დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა და­უ­კავ­ში­რა სტოკ­ჰოლ­მ­ში მუს­ლი­მი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას. რო­მე­ლიც იმის გა­მო რომ და­ნიშ­ნულ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და, სა­კუ­თარ­მა მა­მამ მოკ­ლა. დად­გ­მა­ში არ არის ჯვრის­წე­რის სცე­ნა. არც სიკ­ვ­დი­ლის მსგავ­სი ძი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი სითხე ფი­გუ­რი­რებს სად­მე. ეკის­თ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­არ­სობ­რი­ვია.

რა კავ­ში­რი აქვს ასა­კო­ვან მატს ეკს ად­რინ­დელ­თან? ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად მა­ლე ბევ­რი და­წერს და ისა­უბ­რებს. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უკ­ვე გა­ვე­ცა­ნით რამ­დე­ნი­მე პა­რა­ლელს. სტი­ლის­ტურ­სა და ტექ­ნი­კურ სხვა­ო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი სხვა და ვრცე­ლი თე­მაა. მაგ­რამ აქ სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა თე­მა­ზე რო­მე­ლიც მატს ეკს არ მო­ბეზ­რე­ბია - სიყ­ვა­რუ­ლი. თე­მა, რომ­ლი­თაც ის წარ­მა­ტე­ბით შორ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ზო­გად კრე­დოდ წარ­მო­ა­ჩენს.

ამ­ბო­ბენ, რომ ყველ­ზე ხში­რად ახა­ლი დად­გ­მის ყუ­რე­ბი­სას მი­სი ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი «ჟი­ზე­ლი» მოგ­ვა­გონ­დე­ბა. თუნ­დაც იმი­ტომ რომ სიკ­ვ­დი­ლი რო­მე­ლიც ორი­ვე დად­გ­მის მთა­ვა­რი თე­მაა, ორი­ვე­გან სტა­ტი­კუ­რია. რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა სცე­ნი­დან უბ­რა­ლოდ და ჩუ­მად ქრე­ბი­ან. მი­წა­ში ჩა­დი­ან და ჩაბ­ნე­ლე­ბამ­დე ჩანს მხო­ლოდ მა­თი და­ძა­ბუ­ლი, დაკ­რუნ­ჩხუ­ლი და გა­შე­შე­ბუ­ლი ფე­ხე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ ქო­რე­ოგ­რაფ­მა ამ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლით სა­კუ­თა­რი სა­რე­ჟი­სო­რო ოს­ტა­ტო­ბის მწვერ­ვა­ლი და­ჯაბ­ნა.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“