თურ­ქეთ­ში დე­მონ­ს­ტ­რან­ტებს არ­მი­ას და­უ­პი­რის­პი­რე­ბენ?
19 ივნისი, 2013
1502
print

თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას აგო­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას­თან მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბით გამ­კ­ლა­ვე­ბა უჭირს და საქ­მე­ში უკ­ვე ჟან­დარ­მე­რი­ი­სა და თვით სა­არ­მიო შე­ნა­ერ­თე­ბის ჩარ­თ­ვაც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

თუმ­ცა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას „ახერ­ხე­ბენ“. საქ­მე­ში არ­მი­ის ჩარ­თ­ვამ კი შე­იძ­ლე­ბა, უმარ­თა­ვი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რი­სი მოგ­ვა­რე­ბაც დი­დი ხნით გა­ი­წე­ლე­ბა.

პო­ლი­ცი­ის მი­ერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლას - სტამ­ბოლ­ში იქ­ნე­ბა ეს, ან­კა­რა­ში, იზ­მირ­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში, მხო­ლოდ „ერ­თ­ჯე­რა­დი“ ეფექ­ტი აქვს. უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხი ისევ გა­მო­დის ქუ­ჩებ­ში და ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მო­ითხოვს. ყვე­ლას ეს­მის, რომ აქ ნამ­დ­ვი­ლად არ არის მთა­ვა­რი მხო­ლოდ პარ­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სტამ­ბო­ლის ცენ­ტ­რ­ში. სა­ე­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი, მათ შო­რის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­შუ­ა­ლო კლა­სის დი­დი ნა­წი­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლოა მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კი­თა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ერ­დო­ღა­ნის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის სტი­ლით. უბ­რა­ლოდ, მთავ­რო­ბას ამის პირ­და­პირ აღი­ა­რე­ბა და შემ­ხ­ვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა არ სურს და მხო­ლოდ „ეკო­ლო­გი­ურ“ სა­კითხ­ში დათ­მო­ბე­ბით იფარ­გ­ლე­ბა.

გუ­შინ­წინ, გვი­ან სა­ღა­მოს, სა­ხელ­მ­წი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოს­ვ­ლი­სას ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა ბი­უ­ლენტ არინ­ჩ­მა მკვეთ­რად გა­ნაცხა­და, რომ „უხი­ფა­თო და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­მოს­ვ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 20 დღის წინ და­იწყო, მთლი­ა­ნად დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ახ­ლა უკ­ვე ყვე­ლა აქ­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იშ­ლე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ცია და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ. თუ ეს არა­საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჟან­დარ­მებს. თუ ესეც არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, მა­შინ საქ­მე­ში თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ნა­ერ­თებს ჩავ­რ­თავთ.“

წი­ნა დღე­ებ­ში მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ და ჩვენც ვწერ­დით, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწევს პო­ლი­ცი­ის სპეც­რაზ­მე­ბის გა­დას­რო­ლა შე­და­რე­ბით მშვი­დი პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი­დან - ძი­რი­თა­დად, ქვეყ­ნის სამ­ხ­რე­თი­დან, სტამ­ბოლ­ში, ან­კა­რა­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში. თუმ­ცა საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა. ხალ­ხი სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლებ­ზე მუდ­მი­ვად გა­მო­დის ქუ­ჩა­ში, ხო­ლო სტამ­ბოლ­სა და ან­კა­რა­ში პო­ლი­ცი­ას დღე­ში რამ­დე­ნი­მე აქ­ცი­ის დაშ­ლა და დარ­ბე­ვა „უწევს“.

ორ­შა­ბათ სა­ღა­მო­საც ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე ხალ­ხი ისევ შე­იკ­რი­ბა ე.წ. „მდუ­მა­რე პრო­ტეს­ტის“ გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. იდეა მხატ­ვარ ერ­დემ გი­უნ­დუზს ეკუთ­ვ­ნო­და, რო­მელ­მაც სტამ­ბო­ლის ცენ­ტ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე რვა­სა­ა­თი­ა­ნი პერ­ფორ­მან­სი მო­აწყო. ის ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე სა­ღა­მოს 18:00 სა­ათ­ზე გა­მოჩ­ნ­და და და­ახ­ლო­ე­ბით, 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უძ­რა­ვად გა­ჩერ­და, სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ მის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის დარ­ბე­ვა არ და­იწყო. ერ­დემ გი­უნ­დუ­ზი მხო­ლოდ იდ­გა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ე­რო თურ­ქე­თის და­მა­არ­სებ­ლის მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის პორ­ტ­რეტს შეს­ც­ქე­რო­და. მხატ­ვარს „ფეხ­ზე მდგო­მი მა­მა­კა­ცი“ უწო­დეს და მის პერ­ფორ­მანსს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თ­და. ის მო­ე­დან­ზე ღა­მის 3 სა­ა­თამ­დე იდ­გა, სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი არ და­შა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერ­დემ გი­უნ­დუზ­მა მე­დი­ას გა­ნუცხა­და: „ქუ­ჩებ­ში ბევ­რი, ბევ­რი ახალ­გაზ­რ­დაა გა­მო­სუ­ლი.“ „მე არა­ვინ ვარ... მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იდეა... რა­ტომ უწევს ხალ­ხი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას მთავ­რო­ბას? მთავ­რო­ბას არ სურს, გა­ი­გოს, არ ცდი­ლობს, გა­ი­გოს, რა­ტომ გა­მო­ვი­და ხალ­ხი ქუ­ჩა­ში. ეს ნამ­დ­ვი­ლი მდუ­მა­რე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაა. იმე­დი მაქვს, ხალ­ხი შე­ჩერ­დე­ბა და და­ფიქ­რ­დე­ბა, თუ რა მოხ­და.“

გი­უნ­დუ­ზის მდუ­მა­რე აქ­ცია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ახ­ლე გახ­და, აშ­კა­რად კონ­ტ­რას­ტ­შია წი­ნა დღე­ე­ბის შე­ტა­კე­ბებ­თან პო­ლი­ცი­ა­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­წილს შო­რის, რა­მაც ბო­ლო სამ კვი­რა­ში 4 თუ 5 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა და 5 ათას­ზე მე­ტი კა­ცის და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია.

იგი­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლი ხალ­ხის რის­ხ­ვა მოჰ­ყ­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­ქა­რას ჟან­დარ­მე­რი­ი­სა და არ­მი­ის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. თურ­ქეთ­ში ჟან­დარ­მე­რია გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ შე­ნა­ერ­თებს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ან დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. გა­ზეთ „ჰი­უ­რი­ე­თის­თ­ვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა მუ­ა­მერ გი­უ­ლერ­მა გა­ნაცხა­და, რომ არ­მი­ის­თ­ვის ჯერ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჟან­დარ­მე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნად მი­აჩ­ნია.

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­შაბთ სა­ღა­მოს პირ­ვე­ლად და­იწყო ლა­პა­რა­კი ში­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ­მი­ის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. თურ­ქე­თის­თ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, რად­გან იქ სწო­რედ არ­მია მი­იჩ­ნე­ვა ქვეყ­ნის სა­ე­რო მოწყო­ბის გა­რან­ტად. თურ­ქ­მა ბლო­გე­რებ­მა კი ქუ­ჩის და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შან­სე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად შე­ა­ფა­სეს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ცი­ნიზ­მად კი მთავ­რო­ბის მი­ერ ამა­ზე ხმის ამო­ღე­ბა მი­იჩ­ნი­ეს. „და ამას ამ­ბო­ბენ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ მათ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თურ­ქუ­ლი დე­მოკ­რა­ტია არ­მი­ის ჩა­რე­ვის­გან,“ - და­წე­რა ერთ-ერ­თ­მა მათ­გან­მა თა­ვის ბლოგ­ზე.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა