შს მი­ნის­ტ­რის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს 6 წლი­თა და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა
20 ივნისი, 2013
1760
print

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ და­ას­რუ­ლა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შს მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ამ­ჟა­მად ძებ­ნა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლის ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის მი­მართ.

რო­გორც „ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს“ სა­სა­მარ­თ­ლო­დან აც­ნო­ბეს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ში­და მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, კომ­პა­ნია „ლუ­კო­ილ ჯორ­ჯი­ას“ 54 000 ლიტ­რი „პრე­მი­უმ ევ­რო“ დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ტა­ლო­ნე­ბი გაფ­ლან­გა. „ღია სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­ერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ იქ­ნა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, შპს „ლუ­კო­ილ ჯორ­ჯი­ას“ წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­დან ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბა­ში, ხო­ლო დამ­ნა­შა­ვედ ცნო დი­დი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ნივ­თის მარ­თ­ლ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გაფ­ლან­გ­ვა­ში.

სა­სა­მარ­თ­ლომ იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­თა და 2012 წლის 28 დე­კემ­ბ­რის „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნით და სა­ბო­ლო­ოდ ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­საზღ­ვ­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა 6 წლი­სა და 9 თვის ვა­დით. მას­ვე, 2 წლი­სა და 3 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თ­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა