პირ­ვე­ლად ძი­უ­დო­ში - გო­გო­ნებ­მა ვა­ჟებს აჯო­ბეს
26 ივნისი, 2013
1824
print

ვაჟ ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებებისგან ამა თუ იმ ტურნირზე მედლების მოპოვებას მიჩვეული და ხშირად იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე მათი მონაგარი შეადგენს ხოლმე. გოგონებისგან კი ამ მხრივ არ ვართ განებივრებულნი.

ასე რომ, ისტორიულ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ ტალინის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები!

პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში, ძი­უ­დო­ის­ტი გო­გო­ნე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­და­ლოს­ნე­ბი გახ­დ­ნენ. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა ტა­ლი­ნის ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა, რო­მელ­ზეც მზია ბე­ბოშ­ვილ­მა (48 კგ.) ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პა­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ბრინ­ჯა­ო­თიც დავ­კ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­დით, რად­გან ასე­თი რან­გის ას­პა­რე­ზო­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქალ­თა, უფ­რო სწო­რად, გო­გო­ნა­თა ნაკ­რებს მედ­ლამ­დე არას­დ­როს მი­უღ­წე­ვია, მაგ­რამ უფ­რო დი­დი წარ­მა­ტე­ბა თურ­მე წინ გვე­ლო­და - მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლი (52 კგ.) ფი­ნა­ლამ­დე ეფექ­ტუ­რად მი­ვი­და და იქაც, ასე­ვე ეფექ­ტუ­რი გდე­ბე­ბით, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და!

„არ გამ­ჭირ­ვე­ბია ჭი­და­ო­ბა. ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. არც ტრავ­მებს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ალ­ბათ ესე­ცაა მი­ზე­ზი, რომ კარ­გად გა­მო­ვე­დი. მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი ხნის შრო­მა და­მი­ფას­და“, - ამ­ბობს მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლი.

ფი­ნალ­ში გა­უს­ვ­ლე­ლო­ბით გულ­ნატ­კე­ნია ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი მზია ბე­ბოშ­ვი­ლი, თუმ­ცა, თა­ვი­სი შან­სი ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ყე­ნა: „ხუ­თი შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რე, ოთხი მო­ვი­გე და ერ­თ­ში - ფი­ნალ­ში გამ­ს­ვ­ლელ­ში - დავ­მარ­ცხ­დი. ამ შეხ­ვედ­რა­საც ვი­გებ­დი, მაგ­რამ ბო­ლო სამ წამ­ში წა­ვა­გე. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ თით­ქ­მის მო­გე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს და­ვუთ­მე. ეს ჩე­მი შეც­დო­მის ბრა­ლია, ალ­ბათ, გა­მო­უც­დე­ლო­ბი­საც. არა უშავს, მო­მა­ვალ­ში ასეთ შეც­დო­მას აღარ და­ვუშ­ვებ.

რო­დე­საც მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის ბრძო­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შან­სი მო­მე­ცა, სა­კუ­თარ თავს ვუთხა­რი, ამ­დე­ნი იშ­რო­მე, აქამ­დე მოხ­ვე­დი და ახ­ლა წა­გე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი. მო­ვი­გე კი­დეც».

გო­გო­ნა­თა ნაკ­რებ­მა, რო­მელ­საც გია თე­ნა­ძე უდ­გას სა­თა­ვე­ში, იქ­ვე მო­ას­პა­რე­ზე ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის ვაჟ­თა ნაკ­რებს აჯო­ბა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე ოთხი ბრინ­ჯაოა (რო­ბინ­ზონ ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი (50 კგ.), კო­ბა მჭედ­ლიშ­ვი­ლი (66 კგ.), თა­მაზ კი­რა­კო­ზაშ­ვი­ლი (73 კგ.) და და­ვით რა­მა­ზაშ­ვი­ლი (90 კგ.).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გო­გო­ნა­თა ნაკ­რე­ბი გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და და მხო­ლოდ საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სე­თის ნაკ­რე­ბებს ჩა­მორ­ჩა. ვაჟ­თა ნაკ­რე­ბი მეცხ­რე ად­გილს დას­ჯერ­და. ორი­ვე გუნ­დი სა­ერ­თო ჩათ­ვ­ლა­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნ­და.

«მო­უ­ლოდ­ნელს ვერ და­ვარ­ქ­მევ­დი ამ შე­დე­გებს. ჯა­ნაშ­ვი­ლი ბო­ლო წე­ლია ყვე­ლა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო თუ სა­რე­ი­ტინ­გო ტურ­ნი­რებს სტა­ბი­ლუ­რად ატა­რებს და ევ­რო­პის რე­ი­ტინ­გ­შიც პირ­ვე­ლი იყო ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბამ­დე. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ვგეგ­მავ­დით, რომ ჩემ­პი­ო­ნო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. აი, ბე­ბოშ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი არ ვე­ლო­დით მსგავს შე­დეგს. ვფიქ­რობ­დით, რომ ორ წრეს გა­ივ­ლი­და და სა­ერ­თო ჩათ­ვალ­ში მე­ხუ­თე ან მეშ­ვი­დე ად­გი­ლით შეგ­ვე­წე­ო­და. მან კი მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და რომ არა გა­მო­უც­დე­ლო­ბა, ფი­ნალ­შიც ვი­ხი­ლავ­დით.

მთლი­ა­ნო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რი გუნ­დი გვყავს, რაც იმის ნიშ­ნავს, რომ ეს შე­დე­გე­ბი არ იყო შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა. ყო­ვე­ლი­ვე კი იმედს გვაძ­ლევს, რომ მო­მა­ვალ­ში კარ­გი ნაკ­რე­ბი გვე­ყო­ლე­ბა», - დი­ღომ­ში მდე­ბა­რე ძი­უ­დოს აკა­დე­მი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწყო­ბილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამ­ბობ­და გო­გო­ნა­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გია თე­ნა­ძე.

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა