ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
27 ივნისი, 2013
3188
print

სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, სწავ­ლე­ბის პრო­ცესს მოს­წავ­ლი­სათ­ვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი პი­რო­ბა კი, რა თქმა უნ­და, კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია.სწო­რედ ამი­ტომ, აპ­რილ­ში, ვი­შეგ­რა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, რო­მე­ლიც გრან­ტებს, ძი­რი­თა­დად, სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის გას­ცემს, და­იწყო პრო­ექ­ტი - «ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის». სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლის «პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის­თ­ვის» 5 ორ­გა­ნი­ზა­ცია და ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი.

ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლის და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მე­რაბ ლა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ად­გი­ლობ­რივ თე­მებ­სა და სკო­ლებ­ში ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წარ­მოქ­მ­ნას.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­ირ­ჩა 18 მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის პო­ლო­ნე­ლი, სლო­ვა­კი, უნ­გ­რე­ლი და ჩე­ხი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 4-ეტა­პი­ან ტრე­ნინ­გე­ბის სე­რი­ას გა­ივ­ლი­ან. მა­ის­სა და ივ­ნის­ში ტრე­ნინ­გე­ბის სა­მი ეტა­პი უკ­ვე ჩა­ტარ­და, მე­ოთხე ეტა­პი კი 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შედ­გე­ბა.

პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის «პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის-სლო­ვა­კე­თის» წარ­მო­მად­გე­ნელ დუ­შან ონ­დ­რუ­შე­კის შე­ფა­სე­ბით, ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში უწევთ, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რესს არა თუ კარ­გა­ვენ, არა­მედ პი­რი­ქით, მო­წა­დი­ნე­ბულ­ნი არი­ან, აღ­მო­ა­ჩი­ნონ სი­ახ­ლე­ე­ბი და და­ნერ­გონ პრობ­ლე­მის კრე­ა­ტი­უ­ლად გა­დაწყ­ვე­ტის გზე­ბი.

გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

ტრე­ნინ­გე­ბის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე, ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თეა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დღეს სწავ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მთვა­რი პრობ­ლე­მა მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ციაა. «მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე ყო­ველ­თ­ვის დგას სა­კითხი, რო­გორ ას­წავ­ლოს მოს­წავ­ლეს ესა თუ ის სა­გა­ნი ისე, რომ მა­სა­ლა მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს. ამ ტრე­ნინ­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეც­ნო­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით სწავ­ლე­ბის უამ­რავ პრინ­ციპს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ასე­თი ტრე­ნინ­გე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლებს ინო­ვა­ცი­უ­რი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი უჩ­ნ­დე­ბათ, ეს კი მი­მარ­თუ­ლია მოს­წავ­ლის აზ­როვ­ნე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ,» - გა­ნაცხა­და პე­და­გოგ­მა. თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­ნა­ნა კვი­ნი­კა­ძემ ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა უკ­ვე გა­მო­ი­ყე­ნა კი­დეც და მოს­წავ­ლე­ებ­თან რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე და­ნერ­გა, რაც მათ­თ­ვის საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და.

სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ან ინო­ვა­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, პრო­ექ­ტის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­თა ვირ­ტუ­ა­ლურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პრო­ექ­ტის დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე, 2014 წლის და­საწყის­ში, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო
17 მაისი, 2013 ამერიკული განათლების ხარისხი უკვე საქართველოშია