ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­საც და­კითხა­ვენ
29 ივნისი, 2013
1720
print

გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

პრო­ცესს და­ეს­წ­რო ხუ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი: ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, ზუ­რაბ მი­ქა­ძე, ალექ­სან­დ­რე გვა­ზა­ვა, და­ვით იაშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ნა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ მე­ექ­ვ­სე პირს - ზა­ზა ბაქ­რა­ძეს, ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა და იძებ­ნე­ბა. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბი­სას სა­სა­მარ­თ­ლოს დარ­ბაზ­ში ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მა­მა და ბი­ძა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მათ სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბა­ზი მა­ლე­ვე და­ტო­ვეს.

გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე მხა­რე­ებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­სა­კითხ პირ­თა სია წარ­მო­ად­გი­ნეს. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რემ მო­ითხო­ვა, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ და­უშ­ვებ­ლად ცნოს დაც­ვის მხა­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი და­ა­ყე­ნეს დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტებ­მაც. ისი­ნი საქ­მის შეწყ­ვე­ტას მო­ითხო­ვენ.

პრო­კუ­რორ­მა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე მოწ­მე­ე­ბის სი­ის წა­კითხ­ვი­სას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც ახ­სე­ნა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იმ ათო­ბით მოწ­მი­დან ერთ-ერ­თია, ვინც ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ბრალ­დე­ბუ­ლი გუ­რამ დო­ნა­ძე მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ­კი სა­სა­მარ­თ­ლო თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას და­კითხავს. რო­გორც დო­ნა­ძემ წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას იც­ნობს.

„ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს იმას, რაც მარ­თა­ლია, თუ რა მოხ­და იმ ღა­მეს და მე­ო­რე დღეს. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა და მო­ხა­რუ­ლიც ვიქ­ნე­ბი, თუ ოქ­რუ­აშ­ვილს სა­სა­მარ­თ­ლო გა­მო­ი­ძა­ხებს რო­გორც მოწ­მეს და ის კი­დევ ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ გუ­რამ დო­ნა­ძეს არც კა­სე­ტა ჰქო­ნია, არც არა­ფე­რი და­უ­მონ­ტა­ჟე­ბია და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­უტყუ­ე­ბია,“ - გა­ნაცხა­და დო­ნა­ძემ.

ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 8 ივ­ლი­სის­თ­ვის გა­და­ი­დო. მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 8 ივ­ლისს, 11:00 სა­ა­თის­თ­ვის ჩა­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა კა­ხა შო­ნი­ამ გა­ნაცხა­და, ისი­ნი ბრალ­დე­ბის მოწ­მის და­უშ­ვებ­ლო­ბას ითხო­ვენ, თუმ­ცა ამ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის იმე­დი არ აქვთ. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე მირ­ზა გვი­ლა­ვა პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბით - ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე და­კითხეს.

„სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვითხოვთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე და­უშ­ვებ­ლად ცნოს სა­სა­მარ­თ­ლომ,“ - გა­ნაცხა­და კა­ხა შო­ნი­ამ.

ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით კი, მირ­ზა გვი­ლა­ვა ის პი­რია, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს, თით­ქოს მან ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას თა­ვის ხე­ლით მი­ი­ტა­ნა ტყვი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რ­დებს ჩა­უ­დეს. ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მის და­კითხ­ვა პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბით მოხ­და და შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რემ მი­სი და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბა მო­ითხო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბას, რო­მელ­მაც დაც­ვის მხა­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა მო­ითხო­ვა, აღ­ნიშ­ნულ მოთხოვ­ნა­ში ერ­თი­ან­დე­ბა ის ვი­დე­ო­კად­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ მო­ი­პო­ვა.

წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა, რო­მე­ლიც 8 ივ­ლისს გა­ნახ­ლ­დე­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნას მი­ეძღ­ვ­ნე­ბა. ასე­ვე მო­სა­მარ­თ­ლემ უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მი­ერ და­ყე­ნე­ბულ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა­ზე. სწო­რედ 8 ივ­ლისს ჩა­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, თუ რო­დის და­იწყე­ბა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა.

გუ­შინ­დე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს­თან მცი­რე ინ­ცი­დენ­ტიც მოხ­და. შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როს გუ­რამ დო­ნა­ძეს სა­სა­მარ­თ­ლო­დან გა­მო­სულ­მა მო­ქა­ლა­ქემ სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფის ნა­წი­ლი ეს­რო­ლა, რა­ზეც დო­ნა­ძემ უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით უპა­სუ­ხა. ინ­ცი­დენ­ტი მა­ლე­ვე ამო­ი­წუ­რა, რად­გან მო­ქა­ლა­ქე თან­მ­ხ­ლებ­მა პი­რებ­მა სა­სა­მარ­თ­ლოს ეზო­დან მა­ლე­ვე გა­იყ­ვა­ნეს.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა