ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს მე­სა­მე აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა აღარ შე­უ­ფარ­დეს
29 ივნისი, 2013
1855
print

გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის საქ­მის გა­მო შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლობ­დ­ნენ.

სა­სა­მარ­თ­ლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა - ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა არ შე­უ­ფარ­და, ხო­ლო აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, კუდ-ის ყო­ფილ თა­ნამ­შ­რო­მელ და­ვით ქო­ქი­აშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ 80 მოწ­მის გვა­რი წარ­მო­ად­გი­ნა და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ითხო­ვა. კუდ-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა კი 6 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გა­ნაცხა­და, ქო­ქი­აშ­ვი­ლი ავად არის და გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც თა­ნამ­შ­რომ­ლობს. მი­სი­ვე თქმით, ქო­ქი­აშ­ვი­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მას შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ და­ეს­წ­რო. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, მე­რა­ბიშ­ვილ­მა დას­წ­რე­ბის აზ­რი ვერ და­ი­ნა­ხა. ად­ვო­კატ­მა გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე მო­ითხო­ვა, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერ­თი სა­ხე არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ად­ვო­კა­ტის თქმით, მე­სა­მე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის არა­მარ­თე­ბუ­ლია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უკ­ვე ორ­ჯერ აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თ­ლომ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

„პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე ვაცხა­დებ­დი, რომ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და, კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა მი­სი კი­დევ ერ­თხელ და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯერ არ გვი­ნა­ხავს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, რა წე­რია მას­ში. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბო­ლო ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს აქვს წარ­დ­გე­ნი­ლი, ბევრ კითხ­ვის ნი­შანს ბა­დებს და საკ­მა­ოდ სუს­ტია. ამას არ­სე­ბით გან­ხილ­ვებ­ზე ვნა­ხავთ და და­ვამ­ტ­კი­ცებთ. საკ­მა­ოდ უსა­ფუძ­ვ­ლოა მის­თ­ვის წარ­დ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, რომ დღეს სა­სა­მარ­თ­ლომ ჩვე­ნი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა,“ - გა­ნაცხა­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულ და­ვით ქო­ქი­აშ­ვილს, მი­სი ად­ვო­კა­ტი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. რო­გორც თე­ი­მუ­რაზ კუ­ტი­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და, და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლის­თ­ვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თ­ლოა.

„სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ ემ­ყა­რე­ბა კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ პი­რო­ბებს. ჩვენ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ,“ - აღ­ნიშ­ნა კუ­ტი­ვა­ძემ. ად­ვო­კა­ტის თქმით, მი­სი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არ ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას და იგი მძი­მე ავად­მ­ყო­ფია.

პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ბა­ჩი­აშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვი­საც პა­ტიმ­რო­ბა უნ­და შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა.

„ჩვე­ნი და­სა­ბუ­თე­ბა იყო ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს სა­სა­მარ­თ­ლომ შეც­ვა­ლა პრე­ცე­დენ­ტი, ვი­ნა­ი­დან უკ­ვე არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა მე­ო­რედ იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილს გა­ეც­ნო­ბა და ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, ვა­სილ სა­ნო­ძის გვა­რიც ფი­გუ­რი­რებს. „ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბის სია საკ­მა­ოდ დი­დია და იქ სა­ნო­ძის გვა­რიც არის. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ზე და­ი­კითხ­ნენ, მი­ცე­მუ­ლი აქვთ ჩვე­ნე­ბა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მ­დეგ. თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ჩა­უღ­რ­მავ­დე­ბით, ნა­ხავთ, რომ იქ არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ, არც ერ­თი პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა, თუნ­დაც ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის, არ არის იმის მამ­ხი­ლე­ბე­ლი, რომ მე­რა­ბიშ­ვილს რა­მე და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი,“ - აცხა­დებს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 21 აგ­ვის­ტოს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თ­ვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა 25 ივ­ნისს გა­ა­კე­თა. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს ქო­ქი­აშ­ვი­ლიც. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნეს, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე, კერ­ძოდ, სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის სი­ცოცხ­ლი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის დად­გე­ნის მიზ­ნით.“

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა