მოწმის ჩვენების ორი ინტერპრეტაცია
05 ივლისი, 2013
1714
print

ბა­ჩო ახა­ლაია სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე დაბ­რუნ­და

aგუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი ბა­ჩო ახა­ლაია და­კითხეს. სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს და სე­ნა­კი­სა და ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყ­რო­ბის ეპი­ზო­დებს, ასე­ვე, ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კ­ვე­თის ეპო­ზოდს აერ­თი­ა­ნებს. ბა­ჩო ახა­ლაია არც ერთ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. რო­გორც მან და­კითხ­ვი­სას გა­ნაცხა­და, სე­ნა­კის ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის აღ­ძ­ვ­რი­სას არა­ფე­რი ახ­სოვ­და, თუმ­ცა შემ­დ­გომ გა­იხ­სე­ნა ის ვი­თა­რე­ბა, რის გა­მოც ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

„თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­გი­ო­ნებ­ში ხში­რად მი­წევ­და ჩას­ვ­ლა. სე­ნაკ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი თათ­ბირ­ზე. ასე ხდე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად დავ­დი­ო­დი სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნებ­ში. ერთ-ერ­თი ასე­თი გას­ვ­ლა იყო სწო­რედ სე­ნაკ­ში, ეს ხდე­ბო­და რთულ პე­რი­ოდ­ში, ომის შემ­დ­გომ, რო­დე­საც ჯა­რის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, და­ბა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო­ებ­საც კი ვხვდე­ბო­დი. სე­ნაკ­ში თათ­ბი­რი ტარ­დე­ბო­და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სა­კითხ­ზე. თათ­ბი­რის დას­რუ­ლე­ბი­სას ჩემ­თან მო­ვი­და გვარ­დი­ის სარ­და­ლი არ­სოშ­ვი­ლი. მან მითხ­რა, რომ გვარ­დი­ის ნა­წი­ლი ჰყავს გად­მოყ­ვა­ნი­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან. არ­სოშ­ვილ­მა მითხ­რა, რომ ვი­ღა­ცე­ბი გვარ­დი­ა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ ას­რუ­ლებ­დ­ნენ. მე ყო­ველ­თ­ვის ვთვლი­დი, რომ თუ პრობ­ლე­მა იქ­მ­ნე­ბო­და, ეს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­გან მო­დი­ო­და. გა­მოვ­კითხე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, თუ რა­ში იყო საქ­მე. ვი­ღა­ცამ თქვა, რომ რა­ღაც სტკი­ო­და და და­ა­სა­ხე­ლეს მსგავ­სი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მი­ზე­ზე­ბი. არ­სოშ­ვილ­მა მათ ჩე­მი თან­დას­წ­რე­ბით ჰკითხა, აქ ხომ არ ივარ­ჯი­შებ­დი­თო? ყვე­ლამ თან­ხ­მო­ბა გა­ნაცხა­და. პრობ­ლე­მა, იმ დროს და ახ­ლაც მი­მაჩ­ნია, რომ ყო­ველ­თ­ვის მო­დი­ო­და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის არას­წო­რი მიდ­გო­მით. დას­რულ­და ჩვე­ნი თათ­ბი­რი, ჩა­ვე­დი ეზო­ში და გავ­დი­ო­დი ბა­ზის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, ეზო­ში კი­დევ არ­სოშ­ვი­ლი და ვი­ღა­ცე­ბი იდ­გ­ნენ. არ­სოშ­ვი­ლი ჩემ­თან მო­ვი­და და მითხ­რა, სამ­ხედ­რო­ე­ბი ახ­ლა ვარ­ჯი­შო­ბე­ნო. სა­ღა­მო იყო, ვურ­ჩიე, და­ას­ვე­ნე-მეთ­ქი. წა­ვე­დით სე­ნა­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გვი­ან დავ­ბ­რუნ­დით, შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე არ­სოშ­ვილს კი­დევ ერ­თხელ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, თუ პრობ­ლე­მე­ბი იყო, თავს რა­ტომ ვერ არ­თ­მევ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბას. სა­მი­ნის­ტ­როს ჰქონ­და გან­საზღ­ვ­რუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე ბო­ლო ად­გი­ლას იყო გვარ­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. მის­კენ ნაკ­ლე­ბად იყო ყუ­რადღე­ბა მი­მარ­თუ­ლი,“ - გა­ნაცხა­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ზი­ა­ნის ეპი­ზოდს, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბო­და, რაც ასე­ვე ომის შე­დე­გე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მი­სი თქმით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი 180 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და. ახა­ლაია ამ­ბობს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ 180 კა­ცის კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, რა­მაც, მი­სი თქმით, არა­სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

„გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გვქონ­და მი­სა­ღე­ბი, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დიდ­მა ნა­წილ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და­წე­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. და­ვიწყეთ მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. ამას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ჩე­მი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ასე­ვე გი­გი კა­ლან­და­ძე და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა. მსურ­და, მიგ­ვე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ის, ვინც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სტან­დარ­ტე­ბი, დაგ­ვეთხო­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან, თუმ­ცა გი­გი კა­ლან­და­ძის წი­ნა­და­დე­ბა იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ქვე­ით ბრი­გა­დებ­ში გა­დაგ­ვე­ნა­წი­ლე­ბი­ნა და მათ­თ­ვის შან­სი კი­დევ ერ­თხელ მიგ­ვე­ცა. კა­ლან­და­ძის ამ წი­ნა­და­დე­ბას სხვებ­მაც და­უ­ჭი­რეს მხა­რი და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი­დან სხვა­დას­ხ­ვა ბრი­გა­დებ­ში გა­და­ნა­წილ­და. სამ­ხედ­რო­ე­ბი ამის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ, რომ სპეც­რაზ­მი სხვა დო­ნეა და ისი­ნი უფ­რო და­ბალ დო­ნე­ზე გა­და­ნა­წილ­დ­ნენ, ასე­ვე მათ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ხელ­ფა­სი და­ე­ნიშ­ნათ. უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვი­ბა­რე და ავუხ­სე­ნი, რომ ისი­ნი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბას და კა­ლან­და­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ არ დარ­ჩ­ნენ უმუ­შევ­რე­ბი. ასე­ვე, გან­ვუ­მარ­ტე, რომ თუ­კი გახ­დე­ბოდ­ნენ ისე­თე­ბი, რო­გორც სპეც­რაზ­მ­ში დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მათ ჰქონ­დათ შან­სი, დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ რაზმს. სწო­რედ ეს იყო მა­თი დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი, რა­მე სხვა ინ­ტე­რესს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოვ­რიცხავ,“ - გა­ნაცხა­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ. მი­სი­ვე თქმით, ზუს­ტად ასე­თი­ვე ში­ნა­არ­სის შეხ­ვედ­რა სხვა ბრი­გა­დებ­შიც ჰქონ­და და იგი­ვე გა­ნე­მარ­ტათ სხვა ბრი­გა­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ მკა­ფი­ოდ აღ­ნიშ­ნა, რომ არც სე­ნა­კის და არც ვა­ზი­ა­ნის ეპი­ზო­დებ­ში წარ­დ­გე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში იგი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და არ ადას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბას, რომ მან რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო პირს ფი­ზი­კუ­რი ან სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ახა­ლა­ი­ას თქმით, მას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ყვე­ლას­თან და არა­ვის­თ­ვის შე­უ­რაცხ­ყო­ფა, მით უმე­ტეს ფი­ზი­კუ­რი, არას­დ­როს მი­უ­ყე­ნე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ეპი­ზოდს, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ბრძა­ნე­ბა მას არ გა­უ­ცია. მან გა­იხ­სე­ნა რეს­ტო­რან „მას­პინ­ძე­ლო­ში“ ზვი­ად აბე­სა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა, რის შემ­დე­გაც, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აბე­სა­ძეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს.

„ჩემ­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი იყო ვახ­შამ­ზე ნე­ბის­მი­ერ დროს მის­ვ­ლა. ვი­ცო­დი, რომ „მას­პინ­ძე­ლო­ში“ გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­დ­ნენ და სწო­რედ იქ გა­ვე­დით ვახ­შამ­ზე. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და­ვით ჭა­კუ­აც და გი­გი კა­ლან­და­ძეც. ცო­ტა ხან­ში მო­ვი­და ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძე, რო­მელ­მაც მო­იყ­ვა­ნა ზვი­ად აბე­სა­ძე. ამან უხერ­ხუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ჭა­კუ­ამ თქვა, რომ აქ არ უნ­და მო­სუ­ლი­ყო, შეც­დო­მა მო­მი­ვი­დაო. ჩემ­თ­ვის ზვი­ად აბე­სა­ძის რეს­ტო­რან­ში მოს­ვ­ლა გა­უ­გო­ნა­რი იყო, რი­სი მი­ზე­ზე­ბიც მქონ­და. მი­სი მოს­ვ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გი­გი კა­ლან­და­ძეს­თან ერ­თად წა­ვე­დი სა­მი­ნის­ტ­რო­ში. ჭა­კუ­ამ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დე­გაც შე­მო­მით­ვა­ლა ბო­დი­ში, რომ ზვი­ად აბე­სა­ძე ამ რეს­ტო­რან­ში არ უნ­და მი­სუ­ლი­ყო,“ - გა­ნაცხა­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ და ზვი­ად აბე­სა­ძეს­თან თა­ვის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. რო­გორც ახა­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ზვი­ად აბე­სა­ძე წლე­ბის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ეს ნაც­ნო­ბო­ბა მა­კავ­ში­რებ­და, შემ­დეგ კი ხში­რად მომ­დი­ო­და ხმე­ბი ზვი­ად აბე­სა­ძის ქმე­დე­ბებ­ზე და შევ­წყ­ვი­ტე მას­თან კონ­ტაქ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­თე­სა­ურ კავ­შირს, ახ­ლად გაც­ნო­ბი­ლი მყავ­და, რო­დე­საც მო­ვი­და და მთხო­ვა - ბავ­შ­ვი მო­მი­ნათ­ლეო. უარი, რო­გორც წე­სი, არ მით­ქ­ვამს, რად­გან ამ თე­მა­ზე უარს არას­დ­როს ვამ­ბობ. მის შვილს 16 ნათ­ლია ჰყავ­და, რო­გორც მახ­სოვს. არც ნათ­ლო­ბის სუფ­რა­ზე და არც ეკ­ლე­სი­ა­ში ვყო­ფილ­ვარ, ეს იყო ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის. ამის შემ­დეგ კი გა­ვი­გე, რომ ზვი­ად აბე­სა­ძე და­თა ახა­ლა­ი­ას კუდ-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად მუ­შა­ო­ბი­სას ეწე­ო­და აგენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე, უზ­ნეო საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი. აბე­სა­ძე ჩემს სა­ხელს ხში­რად იყე­ნებ­და. ის მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებ­თან საქ­მი­ა­ნობს და არ მსურ­და ჩემ­თან რა­მე კავ­ში­რი ჰქო­ნო­და და ჩე­მი სა­ხე­ლი თა­ვის საქ­მე­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა,“ - გა­ნაცხა­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ბრძა­ნე­ბა არ მი­უ­ცია და მის­თ­ვის უც­ნო­ბია, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი რეს­ტორ­ნი­დან მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ. რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნის­ტ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, იგი და­ა­კა­ვეს და მის წი­ნა­აღ­მ­დეგ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე აღ­ძ­რეს 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს და სწო­რედ ამის შემ­დეგ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე სა­ხელ­და­ხე­ლოდ აღ­ძ­რეს.

„ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ სარ­ჩე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი იყო. იმ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ე­ბა­ში, რო­დე­საც მე 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს დავ­ბ­რუნ­დი, ეს იყო სას­წ­რა­ფოდ მო­ქე­ქი­ლი, გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი, ვი­საც ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თი­ნი­ცი­ა­ტო­რე­ბი არ ყო­ფი­ლან, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა - თქვეს, ამას და­ვი­ჭერ­თო, ვე­რა­ვინ გა­ბე­და, ეთ­ქ­ვა, რომ ჯერ მო­ე­ძებ­ნათ რა­მე ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ. სწო­რედ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მ­ნა ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში არ­სე­ბობს. ამ ჩვე­ნე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ზე­წო­ლით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი. რო­გორც თა­ვის დრო­ზე ალა­სა­ნი­ამ უთხ­რა კა­ლან­და­ძეს, თუ მის­ცემ­და ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩვე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. ასე აქვთ ნათ­ქ­ვა­მი და­ნარ­ჩე­ნი მოწ­მე­ე­ბის­თ­ვი­საც,“ - გა­ნაცხა­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ.

ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­დი პი­რის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ზე გუ­შინ მოწ­მე­ე­ბიც და­კითხეს. ახა­ლა­ი­ას ერთ-ერ­თი ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ონი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბის მოწ­მემ, იაღ­ლუ­ჯის პო­ლი­გო­ნის ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რო ექიმ­მა ლე­ვან სუ­თი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ მას ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აიძუ­ლებ­დ­ნენ. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას, რო­მე­ლიც 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის ბრალ­დე­ბას ეხე­ბა, ბრალ­დე­ბის მოწ­მემ გა­ნაცხა­და, რომ მას ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აიძუ­ლებ­დ­ნენ და ამ მიზ­ნით პრო­ცე­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე იგი ტყე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

„მოწ­მემ გა­ნაცხა­და, რომ იგი ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, წყნე­თის ტყე­ში ჰყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რაც პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბი­დან არ ახ­სოვ­და, ტყე­ში გა­ახ­სე­ნებ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გად­მო­აგ­დეს, შუ­ა­ღა­მი­სას ტყე­ში და­ტო­ვეს, ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შეს და გა­და­უგ­დეს. ლე­ვან სუ­თი­ძე ჰყვე­ბა, რომ ნა­ხე­ვარ სა­ათს ეძებ­და ტე­ლე­ფონს, შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­და მე­გო­ბარ სპეც­რაზ­მელს, რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს და წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. მას პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რი ჩა­ე­კითხა, ხომ არ იყო დაც­ვის მხრი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ვო­კა­ცია. მოწ­მემ თქვა, რომ ეს იყო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და. სუ­თი­ძემ ასე­ვე გა­ნაცხა­და, რომ ამის და­დას­ტუ­რე­ბა შე­ეძ­ლო მის მე­უღ­ლე­სა და სპეც­რაზ­მის იმ წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­მაც იგი წყნე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შუ­ა­ღა­მეს წა­მო­იყ­ვა­ნა,“ - გა­ნაცხა­და გი­ორ­გი ონი­ან­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მოწ­მეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა აიძუ­ლეს. მას პრო­კუ­რორ­მა შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე მომ­ხ­და­რი დაც­ვის მხა­რის მი­ერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ლე­გენ­დაა. პრო­კუ­რო­რის თქმით, მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ლე­ვან სუ­თი­ძე მის­თ­ვის უც­ნობ­მა პი­რებ­მა წა­იყ­ვა­ნეს და ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მოწ­მეს აღ­ნიშ­ნულ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეს­თან კავ­ში­რი არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

„ლე­ვან სუ­თი­ძეს თუ მი­აჩ­ნია, რომ ეს მის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო, შე­უძ­ლია, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნოს და გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყოს. მე მო­სა­მარ­თ­ლის შე­კითხ­ვა­ზეც გან­ვ­მარ­ტე და თქვენც გან­გი­მარ­ტავთ, რომ მის ნათ­ქ­ვამ­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ვერ ვხე­დავ,“ - გა­ნაცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, მოწ­მეს არ უთ­ქ­ვამს, რომ ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ წა­იყ­ვა­ნეს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„მოწ­მემ თქვა, რომ მას უთხ­რეს, ვი­სა­უბ­რო­თო. ისა­უბ­რეს, შემ­დეგ კი უთხ­რეს, რომ წყნეთ­ში ეჩ­ქა­რე­ბო­დათ და სახ­ლ­ში თა­ვად წა­სუ­ლი­ყო. სა­სა­მარ­თ­ლო­ზე მოწ­მემ სწო­რედ ასე გან­მარ­ტა, სუ­თი­ძის მი­ერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა არ იძ­ლე­ვა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. სა­სა­მარ­თ­ლო­ზეც გან­ვ­მარ­ტე და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ აღ­ნიშ­ნულ მოწ­მეს დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბი წი­ნას­წარ შეხ­ვ­დ­ნენ და ეს ლე­გენ­და მო­ი­ფიქ­რეს. მათ ლე­ვან სუ­თი­ძეს გა­უ­კე­თეს ჩა­ნა­წე­რი და და­ა­რი­გეს, რა უნ­და ეთ­ქ­ვა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე. ამ ლე­გენ­დით მოწ­მე­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნეს. ვფიქ­რობ, სუ­თი­ძემ გან­ცხა­დე­ბა უნ­და და­წე­როს, თუ­კი იგი მომ­ხ­დარ­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ხე­დავს,“ - გან­მარ­ტა პრო­კუ­რორ­მა შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კითხ­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, არის თუ არა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის დაწყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ეს იმ შემ­თხ­ვე­ვა­შია სა­ფუძ­ვე­ლი, თუ­კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხ­და­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

სა­სა­მარ­თ­ლო 9 ივ­ლისს 7 ბრალ­დე­ბუ­ლის და­კითხ­ვით გაგ­რ­ძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი 7 აგ­ვის­ტომ­დე უნ­და იქ­ნეს გა­მო­ტა­ნი­ლი.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა