მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე­ზე რვა პო­ლი­ცი­ე­ლი და­კითხეს
09 ივლისი, 2013
1805
print

მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტ­ზე აღ­ძ­რუ­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის ფარ­გ­ლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს 8 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ი­კითხა.

შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ნი­ნო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათ გარ­და, და­კითხეს მი­ქა­უ­ტა­ძის მე­გობ­რე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც.

„ამ ეტაპ­ზე გე­ნე­რა­ლურ ინ­ს­პექ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის მი­მარ­თაც,“ - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა და გან­მარ­ტა, რომ საქ­მე აღ­ძ­რუ­ლია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, რაც პი­რის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხ­მობს. საქ­მე­ზე ექ­ს­პერ­ტი­ზის დას­კ­ვ­ნა კი, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

36 წლის მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის საქ­მის შეს­წავ­ლა ომ­ბუდ­ს­მე­ნის აპა­რატ­მაც და­იწყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, საქ­მე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი ჩანს.

„მას შემ­დეგ, რაც დე­ტა­ლუ­რად გვექ­ნე­ბა ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ საქ­მე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბია. ამი­ტომ ეს საქ­მე ჩვენ­თ­ვის უახ­ლო­ე­სი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა,“ - გა­ნაცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი კი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტ­ზე დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას და იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ითხოვს, ვინც იგი და­ა­კა­ვა და და­კითხა. რო­გორც „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქ­ვა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მომ­ხ­და­რის გა­მო საქ­მე სსკ-ს 115-ე მუხ­ლით (თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) აღიძ­რა, ამ დრომ­დე არა­ნა­ი­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

არა­სამ­თავ­რო­ბო­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, საქ­მე­ში რე­ა­ლუ­რად იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. საია-ს ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ კა­ხა კო­ჟო­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იკ­ვე­თე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ამ მი­ქა­უ­ტა­ძე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თა ისე, რომ არა­ნა­ი­რი შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მი არ შედ­გე­ნი­ლა. იკ­ვე­თე­ბა ისიც, რომ სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და და­მამ­ცი­რე­ბელ მოპყ­რო­ბას და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას. კა­ხა კო­ჟო­რი­ძემ და იურის­ტ­მა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ქა­უ­ტა­ძის ჩვე­ნე­ბის ას­ლე­ბიც გა­აც­ნეს, სა­დაც ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მარ­თ­ლაც ადას­ტუ­რებს, რომ მას მე­გო­ბარ­მა გე­ლა მან­ჯა­ვი­ძემ „მა­რი­ხუ­ა­ნა“ მი­უ­ტა­ნა. კო­ჟო­რი­ძის ცნო­ბით, ჩვე­ნე­ბა­ში მი­ქა­უ­ტა­ძე იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მან „მა­რი­ხუ­ა­ნა“ 10 დღის წი­ნაც მი­ი­ღო, რა­საც ექ­ს­პერ­ტი­ზა არ ადას­ტუ­რებს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და იმა­ზეც, რომ გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად მი­ქა­უ­ტა­ძის სხე­ულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ნიშ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. კა­ხა კო­ჟო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლეს ზი­ზი ეძ­გ­ვე­რა­ძეს და­კითხა­ვენ. კო­ჟო­რი­ძის თქმით, ქმრის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ზი­ზი ეძ­გ­ვე­რა­ძე დახ­მა­რე­ბის­თ­ვის 112-ის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ოპე­რა­ტორ­მა გო­გო­ნამ ურ­ჩია, რომ მე­უღ­ლის ძი­ე­ბა თა­ვად გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა.

„მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლემ მითხ­რა, რომ რო­ცა ქმარს ელა­პა­რა­კა და მის­გან გა­ი­გო რას აპი­რებ­და, 112-ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც ტე­ლე­ფონ­ზე უპა­სუ­ხა, ჯერ გა­მო­კითხა, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და და სად შე­იძ­ლე­ბო­და წა­სუ­ლი­ყო მი­სი მე­უღ­ლე, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ზი­ზი ეძ­გ­ვე­რა­ძემ ვი­თა­რე­ბა აუხ­ს­ნა და უთხ­რა, რომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ოპე­რა­ტორ­მა ურ­ჩია, ძებ­ნა თა­ვად გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ეს სამ­სა­ხუ­რი იმის­თ­ვი­საა შექ­მ­ნი­ლი, რომ ყვე­ლა ზარს მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა. ეს უნ­და გა­და­მოწ­მ­დეს, ეს ამ­ბა­ვიც შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გ­რი­ლო­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნა საია-ს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ. კა­ხა კო­ჟო­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი ტი­პის შემ­თხ­ვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი თა­ვად თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ვი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თი ეკი­პა­ჟის მოქ­მე­დე­ბი­სა­საც, რო­მელ­საც მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლემ დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

„რო­ცა ზი­ზი ეძ­გ­ვე­რა­ძე თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რულს შეხ­ვ­და და აუხ­ს­ნა, რომ მე­უღ­ლეს ეძებ­და, სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა და­უწყეს დამ­შ­ვი­დე­ბა და დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ „ამას“ არ გა­ა­კე­თებ­და, გა­მო­კითხეს, რა­ტომ ფიქ­რობ­და, რომ თავს მო­იკ­ლავ­და და ა.შ. ამ პრო­ცე­დუ­რებ­ში, დო­კუ­მე­ტე­ბის შედ­გე­ნა­ში თით­ქ­მის ორი სა­ა­თი გა­ვი­და. ამის შემ­დეგ მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხე­ზე ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი იყო ჩა­მომ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი. ვინ იცის, მა­შინ­ვე რომ და­ეწყოთ ძებ­ნა, შე­საძ­ლოა, ამ შე­დე­გამ­დე არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ესეც შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოს,“ - დას­ძი­ნა კო­ჟო­რი­ძემ.

მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც შე­ა­ფა­სეს. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვონ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ უკ­ვე და­იწყო გა­მო­ძი­ე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ყვე­ლამ შე­ი­კა­ვოს თა­ვი წი­ნას­წა­რი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან, სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ექ­ს­პერ­ტი­ზა არ და­ი­დე­ბა, ვენ­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და და­ვე­ლო­დოთ მის შე­დე­გებს. გე­ლა ხვე­დე­ლი­ძის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნებს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში თვი­თონ მი­ნის­ტ­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ ებ­რ­ძო­ლოს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დ­რომს. რა თქმა უნ­და, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე­ზე რა შე­დე­გიც და­ი­დე­ბა, თუ­კი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ამა­ში ვინ­მეა დამ­ნა­შა­ვე, იმის­და მი­ხედ­ვით დამ­ყარ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი,“ - გა­ნაცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ ეკა ბე­სე­ლი­ას თქმი­თაც, ექ­ს­პერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ძნე­ლია რა­მე შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა. ბე­სე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა.

„და­ვე­ლო­დე­ბით ექ­ს­პერ­ტი­ზის დას­კ­ვ­ნას. მზად ვარ, ამ სა­კითხ­ში უფ­რო მე­ტად ვი­ყო ჩარ­თუ­ლი და თუ ამის აუცი­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, თუ ოჯა­ხიც და­თან­ხ­მ­დე­ბა, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტიც აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებს,“ - აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რ­მა ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ. მი­სი თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ იბ­რ­ძო­და ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბა და ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ იბ­რ­ძო­ლე­ბენ მო­მა­ვალ­შიც.

„თუ­კი რა­ი­მე ცალ­კე­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს აქვს ად­გი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, უნ­და მივ­ყ­ვეთ ბო­ლომ­დე და უნ­და გა­მო­ვი­ძი­ოთ ბო­ლომ­დე,“ - აღ­ნიშ­ნა დო­ლი­ძემ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძემ სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ას­რუ­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ღა­მით ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვარ სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში და­კითხ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე ახალ­გაზ­რ­და კაც­მა ოჯა­ხის წევ­რებს და­უ­რე­კა და უთხ­რა, რომ პო­ლი­ცი­ამ მე­გობ­რის გე­ლა მან­ჯა­ვი­ძის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ჩვე­ნე­ბა წა­მე­ბით მი­ა­ცე­მი­ნა. რო­გორც გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­ზო­ბე­ლი აცხა­დებს, ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კაც­მა ჯერ თბი­ლი­სის ზღვა­ში სცა­და თა­ვის დახ­რ­ჩო­ბა, შემ­დეგ კი ხე­ზე ჩა­მო­იხ­რ­ჩო თა­ვი. გარ­დაც­ვ­ლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე­ვე ეჭ­ვო­ბენ, რომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე მოკ­ლეს. გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­უღ­ლის ზი­ზი ეძ­გ­ვე­რა­ძის ვა­რა­უ­დით, მი­სი ქმა­რი მოკ­ლეს. მი­სი­ვე თქმით, მი­სი მე­უღ­ლე ნა­ცე­მი იყო.

„ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვაო, თუმ­ცა სხე­უ­ლი არა­ვის აჩ­ვე­ნა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, დაგ­ვერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ამ­ბობ­და, მე ჩე­მი ჩვე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნი „სროკ­ზე“ გა­ვუშ­ვიო. ამას გა­ნიც­დი­და სა­შინ­ლად. მე ამ იარ­ლი­ყით ვერ ვიცხოვ­რებ, ისე­თი რამ გა­მა­კე­თე­ბი­ნე­სო. ხომ იცი, მე ამას არ დავ­წერ­დიო. მე იმ კაცს ვერ ვნა­ხავ, თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­და­ვო. ვკითხე, ჩვე­ნე­ბა­ში ისე­თი რა და­წე­რე, რომ ასე­თი დას­ტ­რე­სი­ლი ხარ მეთ­ქი. მითხ­რა - მე რა დავ­წე­რე, თვი­თონ და­წე­რეს, მგო­ნი, რომ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო მოჰ­ქონ­დათ ჩემ­თ­ვის „პლა­ნი“, ზუს­ტად არ ვი­ციო. თვი­თონ არ და­უ­წე­რია. და­წე­რეს და ხე­ლი მო­ა­წე­რი­ნეს,»- აცხა­დებს მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლე.

სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მას ნაც­ნობ­მა გე­ლა მან­ჯა­ვი­ძემ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნა“ მი­უ­ტა­ნა. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 2013 წლის 5 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 13:00 სა­ათ­ზე, მი­ქა­უ­ტა­ძე ავ­ტო­სად­გომ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ნაც­ნობ­მა გე­ლა მან­ჯა­ვი­ძემ მი­ა­კითხა.

„მან­ქა­ნი­დან გად­მო­უს­ვ­ლე­ლად ფან­ჯ­რი­დან და­მიწყო სა­უ­ბა­რი. მო­მი­კითხა, რო­გორ ვი­ყა­ვი და ასე­ვე მითხ­რა, რომ თან ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნა“, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტ­ში ეჭი­რა ხელ­ში. კერ­ძოდ, სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფის ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი პა­კე­ტი, რო­მელ­შიც, მი­სი თქმით, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ იყო. სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოგ­ვი­ახ­ლოვ­და რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი, მათ გვითხ­რეს, რომ იყ­ვ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს სა­ბუ­თე­ბი, ასე­ვე გვკითხეს ჩვე­ნი ვი­ნა­ო­ბე­ბი, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მოს­ვ­ლის მო­მენ­ტ­ში გე­ლამ დრო იხელ­თა და მან­ქა­ნის მარ­ჯ­ვე­ნა ფან­ჯ­რი­დან სწრა­ფად გა­და­აგ­დო აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­კე­ტი, რო­მელ­შიც მი­სი გან­მარ­ტე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნა იყო. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გე­ლას ეს ქმე­დე­ბა, რა თქმა უნ­და, და­ი­ნა­ხეს და ჰკითხეს, თუ რა გა­და­აგ­დო მან ფან­ჯ­რი­დან, რა­ზეც გე­ლამ უარით უპა­სუ­ხა და გა­ნაცხა­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პა­კე­ტი მას არ ეკუთ­ვ­ნო­და და ნამ­დ­ვი­ლად არ იცო­და, თუ რა იყო მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი,“ - აცხა­დებს ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად მი­ქა­უ­ტა­ძე. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გე­ლას მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა მოს­თხო­ვეს და ორი­ვეს პი­რა­დი ჩხრე­კა ჩა­უ­ტა­რეს.

„ასე­ვე გაჩხ­რი­კეს ვტო­მან­ქა­ნაც და შე­ად­გი­ნეს შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მე­ბი. ხო­ლო გე­ლას მი­ერ ფან­ჯ­რი­დან გა­დაგ­დე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის პა­კე­ტი ჩვე­ნი თან­დას­წ­რე­ბით ქა­ღალ­დის კონ­ვერ­ტ­ში მო­ა­თავ­სეს და და­ლუ­ქეს. ხსე­ნე­ბუ­ლი პა­კე­ტი იყო ზუს­ტად ის, რაც მა­ნამ­დე გე­ლას ეჭი­რა და რო­მე­ლიც შემ­დ­გომ მან გა­და­აგ­დო ფან­ჯ­რი­დან. ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბი­სას მეც და გე­ლაც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს,“ - წე­რია ჩვე­ნე­ბა­ში. ჩვე­ნე­ბა­ში მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ მა­ნამ­დე მას­თან გე­ლა მან­ჯა­ვი­ძეს არას­დ­როს მი­უ­ტა­ნია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნა“, თუმ­ცა იცო­და, რომ მას დრო­დად­რო მო­იხ­მარ­და.

„და ჩე­მი მო­საზ­რე­ბით სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ტა­ნა, რომ ჩემ­თ­ვის მო­ე­ცა იგი. დას­მულ შე­კითხ­ვა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რომ მე და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ მო­ვიხ­მა­რე „მა­რი­ხუ­ა­ნა“, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მომ­ცა, რომ­ლის მან­ქა­ნა­საც მე ვა­რე­მონ­ტებ­დი. მე არც მი­სი ვი­ნა­ო­ბა ვი­ცი და არც მი­სა­მარ­თი. იგი პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მას შემ­დეგ სა­ერ­თოდ არც მი­ნა­ხავს. ჩვე­ნე­ბა და­ბეჭ­დი­ლია ჩე­მი კარ­ნა­ხით. სწო­რია და ვა­დას­ტუ­რებ ხე­ლის მო­წე­რით,“ - აცხა­დებს მი­ქა­უ­ტა­ძე ჩვე­ნე­ბა­ში და ოქ­მ­ზე ხელს აწერს.

თა­ვად გე­ლა მან­ჯა­ვი­ძე 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გუ­შინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მი­სი ად­ვო­კა­ტის ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის დად­გე­ნა მან­ჯა­ვი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

„რო­გორც გე­ლა მან­ჯა­ვი­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ველ ად­ვო­კატს, მი­მაჩ­ნია, რომ ემო­ცი­ე­ბი და პა­თე­ტი­კა, მით უმე­ტეს, იმ საქ­მე­ში, რო­მელ­შიც მხა­რეს წარ­მო­ვად­გენ, არა­ე­თი­კუ­რია. მით უფ­რო, არა­ე­თი­კუ­რი იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვ­ლი­ლი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბა. ამას­თან, სა­კითხი­სად­მი არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და, გან­ვაცხა­დო, რომ ჩვე­ნი მხრი­დან გა­კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა ამ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს და გა­ირ­კ­ვეს, რო­გორც გე­ლა მან­ჯა­ვი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის სა­კითხი, ისე ბრალ­დე­ბის მთა­ვა­რი მოწ­მის მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი,“ - გა­ნაცხა­და ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა