ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი
09 ივლისი, 2013
1722
print

ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა 22 ივ­ლისს, 12:00 სა­ათ­ზე და­იწყე­ბა. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ­დელ წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

გუ­შინ­ვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ სრუ­ლად და­საშ­ვე­ბად ცნო ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ერთ-ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი. ამას­თან, პრო­ცეს­ზე ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ერ­თხ­მად უარი თქვა საქ­მის ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხილ­ვა­ზე. წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე ორ­მა ბრალ­დე­ბულ­მა - და­ვით იაშ­ვილ­მა და ზუ­რაბ მი­ქა­ძემ ად­ვო­კა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­ყე­ნეს შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი, რომ მათ მი­მართ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნა შეწყ­ვე­ტი­ლი­ყო, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თ­ლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა პი­რო­ბებ­ში საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე უარის თქმის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტეს. ერთ-ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის გუ­რამ დო­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან პი­რა­დად იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თქვა უარი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის პი­რო­ბებ­ში საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის ირ­გ­ვ­ლივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცრუ ბრალ­დე­ბე­ბით „იწამ­ლე­ბო­და“.

„ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ში საქ­მის გან­ხილ­ვას იმი­ტომ არ და­ვე­თან­ხ­მე, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერ­თაზ­როვ­ნად უყუ­რებს ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს. რო­მელ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს უნ­და ენ­დოს საქ­მე, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ლავ­დ­ნენ,“ - გა­ნაცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძემ.

მან ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ფირ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხსე­ნე­ბულ ვი­დე­ო­ფირ­ზე ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გი პრო­კუ­რა­ტუ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ფირს თა­ვად მი­სი მომ­პო­ვე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა დაც­ვის მხა­რის ერთ-ერთ მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. რო­გორც ფირ­ცხა­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ეს ფი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­საც წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც, რა­თა ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ირ­კ­ვეს, რა მოხ­და ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის ღა­მეს.

თა­ვად ბრალ­დე­ბის მხა­რე უკ­მა­ყო­ფი­ლოა ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დაშ­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით. პრო­კუ­რორ ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თ­ლოს ჰქონ­და ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი, რომ არა მარ­ტო ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი, არა­მედ დაც­ვის მხა­რის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი „გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ას­ლე­ბიც და­უშ­ვებ­ლად ეც­ნო“.

„სა­სა­მარ­თ­ლომ არ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის ძა­ლი­ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა არა მარ­ტო ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის, არა­მედ ვი­დე­ო­ფი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტი­ზის დას­კ­ვ­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ,“ - გა­ნაცხა­და პრო­კუ­რორ­მა ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხი­ლუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უარი თქვეს.

„ბრალ­დე­ბის მხა­რეს სურ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა 2004 წლის 24 ნო­ემ­ბერს ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტ­ზე აღ­ძ­რულ საქ­მე­ზე, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს,“ - გა­ნაცხა­და ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია და სა­სა­მარ­თ­ლომ მი­სი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბად ცნო, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, 22 ივ­ლისს, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას, ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თ­ლო­ში მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით წარ­დ­გე­ბა.

 

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა