თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ პარკ „გე­ზი­ში“ ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი ისევ გა­მო­ი­ყე­ნა
10 ივლისი, 2013
1571
print

ორ­შა­ბათს თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ იმ დე­მონ­ს­ტ­რან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ­ლე­ბიც აკ­რ­ძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად სტამ­ბო­ლის პარ­კ­ში შეღ­წე­ვას და დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ის გა­მარ­თ­ვას შე­ე­ცად­ნენ, ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა.

ორ­შა­ბათს პარ­კი სულ სა­მი სა­თით გა­იხ­ს­ნა, მაგ­რამ მა­ლე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იქ და­სას­ვე­ნებ­ლად შე­სულ ხალხს პარ­კის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს და შემ­დეგ შე­სას­ვ­ლე­ლე­ბი გა­და­კე­ტეს.

პო­ლი­ცი­ამ მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბიც ჩა­ხერ­გა, რად­გან სა­ღა­მოს იქ ხალ­ხის შეკ­რე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ.

«რო­ი­ტე­რის“ ცნო­ბით, დე­მონ­ს­ტ­რან­ტებს და პო­ლი­ცი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბა გვი­ან სა­ღა­მომ­დე გრძელ­დე­ბო­და. «ტაქ­სი­მის სო­ლი­და­რო­ბის ჯგუ­ფის» ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, პო­ლი­ცი­ამ 80-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. ერ­თი ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­შავ­და, იგი ახ­ლომ­დებ­რე სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თურ­ქეთ­ში დე­მონ­ს­ტა­ცი­ე­ბი 31 მა­ისს და­იწყო, რო­დე­საც ეკო­ლო­გებ­მა გე­ზის პარ­კ­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ცენ­ტ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. აქ­ცია მა­ლე­ვე პრე­მი­ე­რი­სა და მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მოს­ვ­ლებ­ში გა­და­ი­ზარ­და. და­ძა­ბუ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ივ­ნი­სის ბო­ლოს შე­და­რე­ბით გა­ნი­მუხ­ტა, თუმ­ცა შა­ბათს პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­ს­ტ­რან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ­ლე­ბიც ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე მსვლე­ლო­ბის მოწყო­ბას შე­ე­ცად­ნენ, ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი კვა­ლავ გა­მო­ი­ყე­ნა

თურ­ქე­თის გა­მოს­ვ­ლებს ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­სი­ამ თურ­ქეთს პო­ლი­ცი­ის მი­ერ ძა­ლის არა­სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მოს­თხო­ვა. თურ­ქე­თის სა­სა­მარ­თ­ლომ ივ­ლი­სის და­საწყის­ში პარ­კის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნია. პრე­მი­ერ რე­ჯეპ ტა­იპ ერ­დო­ღა­ნი აცხა­დებ­და, რომ ის «ტაქ­სი­მის გეგ­მა­ზე“ სა­სა­მარ­თ­ლოს დას­რუ­ლე­ბას და­ე­ლო­დე­ბო­და. პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ამ გეგ­მის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თ­ვის იდე­აც წა­მო­ა­ყე­ნა, მაგ­რამ სა­სა­მარ­თ­ლოს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ რე­ფე­რენ­დუ­მი შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო აღარც გახ­დეს.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა