თენ­გიზ გუ­ნა­ვას 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს
13 ივლისი, 2013
1782
print

სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ თენ­გიზ გუ­ნა­ვას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა შე­უ­ფარ­და.

თენ­გიზ გუ­ნა­ვა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ბრალ­დე­ბის სა­მი ეპი­ზო­დი­დან ორ­ში - ბენ­ზი­ნის ტა­ლო­ნე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში. ხო­ლო ბრალ­დე­ბის მე­სა­მე ეპი­ზოდ­ში, რო­მე­ლიც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­ზ­რახ და­ზი­ა­ნე­ბას ეხე­ბა და სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სო­ბის პე­რი­ოდ­ში მძღო­ლის დაჭ­რის ბრალ­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თენ­გიზ გუ­ნა­ვა უდა­ნა­შა­უ­ლოა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის იმ ორ ეპი­ზოდს, რომ­ლებ­შიც სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, გუ­ნა­ვას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი 4 წლამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. თენ­გიზ გუ­ნა­ვა გა­ნა­ჩე­ნის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მოცხა­დე­ბამ­დე თენ­გიზ გუ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იგი თავს ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს და არც ერთ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხ­მე­ბა. გუ­ნა­ვას შე­ფა­სე­ბით, მი­სი და­კა­ვე­ბა თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა იყო.

„მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ ჩე­მი ოჯა­ხის­თ­ვის, ქვეყ­ნი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის. ეს არის მთა­ვა­რი. არ ვი­ზი­ა­რებ არც ერთ ბრალ­დე­ბას. სა­სა­მარ­თ­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ავ­ხ­სე­ნი, რის­თ­ვი­საც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი - თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა იყო, რომ გუ­ნა­ვა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო გი­სო­სებს მიღ­მა. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ ჩა­მი­დო ნარ­კო­ტი­კე­ბი და იარა­ღი, რო­მე­ლი ბრალ­დე­ბაც შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოხ­ს­ნა. მინ­და, ვთხო­ვო იმ ხალხს, ვინც ჩემ გვერ­დით დგას, რომ ბრძო­ლა ბო­ლომ­დეა,“ - გა­ნაცხა­და თენ­გიზ გუ­ნა­ვამ.

თენ­გიზ გუ­ნა­ვას გა­ნა­ჩენს მი­სი ად­ვო­კა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად აფა­სე­ბენ და გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რე­ბენ. რო­გორც სა­სა­მარ­თ­ლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ გუ­ნა­ვას ერთ-ერ­თ­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ონი­ან­მა გა­ნაცხა­და, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რ­დე­ბა იმ მიზ­ნით, რომ სა­ბო­ლო­ოდ საქ­მე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­და­იგ­ზავ­ნოს.

„ვა­პი­რებთ გა­სა­ჩივ­რე­ბას და ამის მი­ზა­ნია ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თ­ლომ­დე მი­ვი­დეთ, სა­დაც ბო­ლომ­დე და­დას­ტურ­დე­ბა, რომ თენ­გიზ გუ­ნა­ვას საქ­მეს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი და არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­ულ­თან,“ - აღ­ნიშ­ნა გო­გა ონი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე იმოქ­მე­და პო­ლი­ტი­კურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა, რომ­ლებ­შიც თენ­გიზ გუ­ნა­ვა, საქ­მის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, კრი­მი­ნა­ლად მო­იხ­სე­ნე­ბო­და.

ამას­თან, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თენ­გიზ გუ­ნა­ვას­თ­ვის სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ის ნა­წი­ლი გა­ა­სა­ჩივ­როს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ თენ­გიზ გუ­ნა­ვა უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. პრო­კუ­რორ ადე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თ­ლო გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­ხე­დავს გა­ნა­ჩენს, თუ რამ­დე­ნად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის ამ ნა­წილ­ში და სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში.

„მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ეპი­ზოდ­ში თენ­გიზ გუ­ნა­ვა დამ­ნა­შა­ვეა. სწო­რედ მან ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი. ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ვე­ლო­დე­ბით გა­ნა­ჩენს. რო­დე­საც ვნა­ხავთ, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ თუ არა მას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში,“ - აღ­ნიშ­ნა ადე­იშ­ვილ­მა.

თენ­გიზ გუ­ნა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ სა­ღა­მოს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის უფ­როს­მა ან­დ­რო ბარ­ნოვ­მა. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, თენ­გიზ გუ­ნა­ვა ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი მებ­რ­ძო­ლი და გმი­რი მო­ქა­ლა­ქეა.

„ძნე­ლია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ასე­თი გმი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი დღეს სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე იმარ­თ­ლე­ბენ თავს და ამ დროს ვინ­მე ბე­დუ­კა­ძე­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ერ­თოდ წყდე­ბა,“ - გა­ნაცხა­და ბარ­ნოვ­მა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის უფ­რო­სი უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმის გა­მო, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ გუ­ნა­ვას­თ­ვის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას რე­ა­ლურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გვერ­დი აუარა და არ და­ინ­ტე­რეს­და. ან­დ­რო ბარ­ნო­ვის თქმით, გუ­ნა­ვა ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ბარ­ნო­ვის შე­ფა­სე­ბით, გუ­ნა­ვას საქ­მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სა­მარ­ცხ­ვი­ნო ეპი­ზო­დად ჩა­ი­წე­რე­ბა.

„ე.წ ვი­თომ­და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე, მინ­და, ძა­ლი­ან დი­დი შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­ხა­ტო თენ­გიზ გუ­ნა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო. მას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­ვე დი­დი ხა­ნია, დევ­ნის. ჯერ იარა­ღი და ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს. სრუ­ლი­ად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს გუ­ნა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბის მი­ზე­ზი არ ჰქონ­და. მის წი­ნა­აღ­მ­დეგ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­უ­ბა­რია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ დარ­ღ­ვე­ვა­ზე, რომ პა­ტა­კის და­წე­რა და­აგ­ვი­ა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო, ეს დე­ტა­ლე­ბი და­ედ­გი­ნა და სუსტ ფორ­მა­ლურ არ­გუ­მენ­ტებს არ დაყ­რ­დ­ნო­ბო­და. თენ­გი­ზის საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან რთულ სფე­რო­ებს მო­ი­ცავ­და. მას არ შე­ეძ­ლო, ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი ყვე­ლა პი­რის­თ­ვის გა­ენ­დო. ამი­ტომ ითხოვ­და, ისეთ გა­მომ­ძი­ე­ბელს და­ე­კითხა, ვი­საც სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაშ­ვე­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა ეს არ მოხ­და,“ - გა­ნაცხა­და ან­დ­რო ბარ­ნოვ­მა.

 

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა