წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
13 ივლისი, 2013
2210
print

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მალტაში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი მოგებით დაიწყო. - ისრაელის გუნდზე 13:8 იმარჯვა.

ვლა­დი­მერ ისე­ლი­ძის გუნ­დ­მა ჯგუფ­ში მას­პი­ნელ მალ­ტას­თან, ის­რა­ელ­თან, ბე­ლა­რუს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან არ­კ­ვევს ევ­რო­პულ ურ­თი­ერ­თო­ბას. ეგაა, D ჯგუ­ფის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად შე­რაცხულ­მა მალ­ტამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბე­ლა­რუს­თან 10:11 წა­ა­გო.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუ­შინ ის­ვე­ნებ­და. დღეს უკ­რა­ი­ნას­თან უწევს შეხ­ვედ­რა, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბე­ლა­რუს­თან, ხვალ კი მალ­ტე­ლებ­თან უწევთ შეხ­ვედ­რა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე 17 გუნ­დი ჯამ­ში სამ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე თა­მა­შობს, შემ­დეგ კი სა­ერ­თო ცხრი­ლი შედ­გე­ბა და მო­წი­ნა­ვე ექ­ვ­სე­უ­ლი ფლეი-ოფ­ში ითა­მა­შებს.ამას­თან ცნო­ბი­ლია, რომ პირ­ველ-მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი ფლეი-ოფ­ში გა­სუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ა­თე-მე­თორ­მე­ტე ად­გი­ლო­სან ჰო­ლან­დი­ას, მა­კე­დო­ნი­ას და თურ­ქეთს გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან, ხო­ლო მე­სა­მე-მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლოს­ნე­ბი მეშ­ვი­დე-მეცხ­რე ად­გი­ლო­სან ეს­პა­ნეთს, რუ­მი­ნეთ­სა და ხორ­ვა­ტი­ას.

ფლეი-ოფის მატ­ჩე­ბი მი­მოს­ვ­ლი­თი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი კი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე პირ­და­პი­რი წე­სით დაშ­ვე­ბულ ექვს გუნდს - 2012 წლის ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის მო­წი­ნა­ვე ნაკ­რე­ბებს სერ­ბეთს, მონ­ტე­ნეგ­როს, უნ­გ­რეთს, იტა­ლი­ას, გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ბერ­ძ­ნეთს შეხ­ვ­დე­ბი­ან.

პირ­ველ ეტაპს თბი­ლის­მა უმას­პინ­ძ­ლა და მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა დი­დი ბრი­ტა­ნე­თი (12:3), პო­ლო­ნე­თი (16:10) და ჩე­ხე­თი (16:5) და­ა­მარ­ცხა, უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტ სლო­ვა­კეთ­თან კი ფრეს - 7:7 დას­ჯერ­და და 10 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

...2014 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს (13-26 ივ­ლი­სი) უნ­გ­რე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ბუ­და­პეშ­ტ­ში მას­პინ­ძ­ლობს.

გრი­გოლ ხოშ­ტა­რია

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება